თავსებადობა - 85%. ქალი-თხის რქა მიზანმიმართული და პრაგმატულია, მამაკაცი-ქალწული პრაქტიკული, მშრომელი და ემოციურად ჩაკეტილი. მათ ბევრი მსგავსება აქვთ, თუმცა საინტერესოა - შეძლებენ თუ არა ერთად ყოფნას?
ორივე ორიენტირებულია გრძელვადიან და მყარ ურთიერთობაზე. ვერ ეგუებიან ღალატს და არასტაბილურობას. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი დრო და რესურსები - როგორც მატერიალური, ისე ემოციური. შესაბამისად, ამ დეტალების გარკვევა მათგან მოითხოვს დროს და სასიყვარულო ურთიერთობაში ძალიან ნელა და დიდი სიფრთხილით შედიან.
ეჭვიანობა მათი ხასიათის ყველაზე ცუდი მხარეა, ამიტომ, ადვილად არავის იკარებენ. სამაგიეროდ, როცა ნდობა გაჩნდება და ბარიერები გადაილახება - ყველაფერი სასიამოვნოდ და სტაბილურად მიდის. მათ სასიყვარულო ურთიერთობაში ბევრი ვნება და სინაზეა, მათი გრძნობები ნამდვილად ღრმა და საიმედოა. რაც მეტ დროს გაატარებენ ერთად, მით უფრო იხსნებიან ერთმანეთთან და რომანიც მყარდება.
ქალი-თხის რქაც და მამაკაცი-ქალწულიც ძალიან აფასებენ სასიყვარულო ურთიერთობის ფიზიკურ მხარეს. სექსი მათთვის სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა, თუმცა, ზოგჯერ მეგობრულ სექსზეც თანახმა არიან…
რაც უფრო მეტჯერ ექნებათ ინტიმი, მით უფრო გაუგებენ ერთმანეთს და დახვეწენ ტექნიკას. ეს წყვილი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც შეუძლია წლები მოანდომოს სექსუალური უნარების გაუმჯობესებას. მათ კავშირში პრობლემა შეიძლება იყოს ახალი იდეების დეფიციტი. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოძებნიან რაიმე საინტერესოს ვნებიანი ღამისთვის.
თუ ეს წყვილი დაქორწინდება, ოჯახს სამუდამოდ შეინარჩუნებენ, რადგან უფრო რაციონალური მამაკაცის და ქალის პოვნა - უბრალოდ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, პერიოდულად ორივეს ახასიათებს ემოციური აფეთქებები, მაგრამ მათი ქცევა, ყოველთვის ნაკარნახევია ცივი გონებით. ამიტომ, ისინი მიეკუთვნებიან იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც წინასწარ გეგმავს და განსაზღვრავს ცხოვრებას, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში საქორწინო კონტრაქტს აფორმებს. მათი ოჯახური თანაცხოვრება ეფუძნება ტრადიციულ ფასეულობებს მაშინაც კი, თუ ამის ღიად დეკლარირება არ ხდება. ოჯახური სადილები და ვახშმები, უფროსების დახმარება და პატივისცემა, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილება - ეს ის საკითხებია, რაც მათ ოჯახში ყოველთვის მთავარ ადგილზე იქნება. თუ შვილები ეყოლებათ, ისინი გაიზრდებიან სიყვარულით და ზრუნვით სავსე გარემოში, თუმცა როივე მშობელი გარკვეულწილად სიმკაცრესაც გამოიჩენს.
მათი მეგობრობა ხანგრძლივი და საიმედოა. ურთიერთობისას ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული არიან, უსმენენ და რჩევებს აძლევენ ერთმანეთს. საჭიროების დროს, ყოველთვის მზად არიან ფსიქოლოგიური და მატერიალური მხარდაჭერისთვის. არასოდეს უღალატებენ ერთმანეთს, რადგან მათი მორალისთვის ეს სრულიად მიუღებელია.
თუ ქალი-თხის რქა და მამაკაცი-ქალწული საერთო საქმით დაკავდებიან ან უბრალოდ თანამშრომლობა მოუწევთ - წარმატება ელით. მათზე უფრო შრომისუნარიან ადამიანებს ნამდვილად ვერ შეხვდებით. მამაკაც-ქალწულს ახასიათებს დეტალებისადმი ყურადღება, ქალი-თხის რქა კი ძალიან ამბიციურია. ამიტომ, მიზნებს სავარაუდოდ ის დასახავს, ხოლო მათი მიღწევის გზებს მოძებნის ქალწული. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება ხელმძღვანელის პოზიციაზე - ისინი არასოდეს დაარღვევენ წესებს და ყოველთვის დააფასებენ ერთმანეთის შრომისმოყვარეობას და განვითარების სურვილს.