შეთავსება
თხის რქა
თხის რქა
შეთავსება

თავსებადობა - 84%. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ერთმანეთს! ორივე პრაქტიკული, მიზანმიმართული და საკუთარ თავზე ჩაციკლულია.

სიყვარული

ორი თხის რქას სასიყვარულო ურთიერთობა, ფილიმის კარგად გაწერილ სცენარს გავს. მათი შეხვედრები სრულყოფილია: სავსე რომანტიკით და კომფორტით. თუმცა, მთავარი რაც მათ ურთიერთობას არ ჰყოფნის, არის გულახდილობა. ორივე ჩაკეტილია, ამიტომ, რეკომენდირებულია გვერდით უფრო გახსნილი ადამიანის ყოლა, რომელიც მოდუნების საშუალებას მისცემდათ და რომანტიკული შეხვედრების დროს ყოველდღიურ რუტინას დაავიწყებდათ. თუმცა, გულს ვერ უბრძანებ…

თხის რქები, მამაკაციც და ქალიც, მიჩვეული არიან ადამიანებისგან დისტანციაზე ყოფნას და გარემოცვასთან თითქოს დიდი კედლით არიან შემოსაზღვული. შესაბამისად, ქალი-თხის რქას და მამაკაცი-თხის რქას ურთიერთობაში ორმაგი კედელი ჩნდება. ერთადერთი, რამაც შეიძლება ის დაანგრიოს, არის ხანგრძლივი და გულახდილი საუბრები, რაც აღძრავს ნდობას და ხსნის ყველა ბარიერს წყვილის ურთიერთობაში. 

სექსი

ორ თხის რქას შორის სექსი ხარისხობრივად გამორჩეულია, რადგან ისინი მიჩვეული არიან ყველაზე საუკეთესოს მიღებას და გამონაკლისი არც ინტიმური ცხოვრებაა. ორივე ვნებიანი და ემოციურად ღრმაა. ერთადერთი, რისი დანაკლისიც შეიძლება ურთიერთობაში ჰქონდეთ, არის მრავალფეროვნება, რადგან ცვლილებები დიდად არ უყვართ და ამიტომ, შეიძლება ვერც კი შეამჩნიონ, რომ ალერსის ერთი და იგივე ფორმები აღარაც კი აღაგზნებთ. 

ასევე, პრობლემური საკითხია მათი გარეგნულად ცივი დამოკიდებულება სექსის მიმართ, რითაც ცდილობენ დამალონ თავისი ნამდვილი ტემპერამენტი. ამიტომ, გადამწყვეტ როლს შეასრულებს მათ შორის ემოციური დამოკიდებულება: თუ ისინი ერთმანეთს ენდობიან, შეძლებენ სექსში გულახდილობას და შესაბამისად, უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ პროცესისგან.

ქორწინება და ოჯახი

მათი ოჯახი იქნება თითქმის იდეალური. ფინანსური რესურსი არასოდეს მოაკლდებათ, რადგან ორივე შრომისმოყვარეა. ქალ-თხის რქას შეუძლია კარიერის დათმობა ქმრისა და შვილების გამო, თუმცა, ამ საკითხსაც, ისევე როგორც სამსახურს, უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება. მამაკაცი-თხის რქა როცა დაქორწინების გადაწყვეტილებას იღებს, მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ერთგული რჩება - ოჯახი მისთვის ძალიან სერიოზული საკითხია.

პრობლემური მიმართულება, ამ შემთხვევაშიც იქნება ემოციების ნაკლებობა, რადგან ორივე ძალიან მშრალია გრძნობების გამოხატვის კუთხით. გარდა ამისა, მათ ოჯახში სკანდალები და ჩხუბი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და შეაბამისად, მათი შვილებიც მშვიდ და გაწონასწორებულ გარემოში იცხოვრებენ. 

მეგობრობა

მეგობრობაში თხის რქებს შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ. მათი ურთიერთობა გამოირჩევა ერთგულებით და პატივისცემით. ნებისმიერ დროს და სიტუაციაში, მზად არიან დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა რომელიმე მათგანს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება - ორი თხის რქა ნაკლებად თავდაჯერებულია, როცა საქმე ეხება ვინმეს ხასიათის გამოსწორებაზე ზრუნვას ან სულიერ საუბრებს. ამიტომ, როგორმე თავიდან უნდა აიცილონ ასეთი მომენტები.

სამსახური და ბიზნესი

საქმიანობაში მათი ურთიერთობა ძალიან წარმატებული იქნება, რადგან შეუპოვრობის და შრომისმოყვარეობის საერთო მაჩვენებელი, საშუალებას აძლევთ ნებისმიერ მიზანს მიაღწიონ. ორი თხის რქა ერთად საკმარისია არათუ მწვერვალების, არამედ მსოფლიოს დასაპყრობადაც კი! თანამშრომლობისას ან ბიზნეს-პარტნიორობისას, პრობლემური საკთხი შეიძლება გახდეს კონკურენცია, რადგან არცერთი არ აღიარებს პრტნიორის უპირატესობას და პირველობისთვის ბრძოლამ შესაძლოა გონება დაუბინდოთ და ყურადღება გაუფანტოთ, რაც დააზარალებს მათ მთავარ საქმეს და მიზანს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება