შეთავსება
თხის რქა
ტყუპები
შეთავსება

თავსებადობა - 71%. ქალი-თხის რქა არის სერიოზული, მკაცრი და სამართლიანი. მამაკაცი-ტყუპები კი - დაუდევარი და მსუბუქი ხასიათის. მიუხედავად ამისა, მისით ყველა აღფრთოვანებულია. საინტერესოა, რა გამოვა მათი ურთიერთობიდან?

სიყვარული

ქალი-თხის რქას და მამაკაცი-ტყუპების სასიყვარულო ურთიერთობა გამოირჩევა არასტაბილურობით. ტყუპებს იზიდავს თხის რქას სერიოზულობა, სიმკაცრე, თავშეკავებულობა და  ძალიან უჩვეულოდ ეჩვენება მისი გონივრული საუბრები. ამიტომ, დიდი ჟინით იწყებს მისი გულის მოგებას - სულ მის გარშემო ტრიალებს, ცდილობს დააინტერესოს, მიიზიდოს, მაგრამ ქალი-თხის რქა გულგრილობას იჩენს. სწორედ ამ პროცესში, მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდებათ და ურთიერთობას ხანგრძლივად არსებობის შანსები ეზრდება.

სექსი

სექსში იდეებზე პასუხისმგებელია მამაკაცი-ტყუპები, ხოლო მათ განხორციელებაზე - ქალი-თხის რქა. ინტიმური ურთიერთობისას ერთმანეთისგანაც ბევრს სწავლობენ, მაგალითად: ტყუპები სიმშვიდეს და სტაბილურობას, თხის რქა კი უფრო თავისუფლად მოქცევას. მათი სექსუალური ურთიერთობის უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს განწყობის და ტემპის აცდენა, ასევე გარკვეული წინააღმდეგობრივი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად, როცა ქალ-თხის რქას შეჩერება და მომენტით დატკბობა ენდომება, მამაკაცი-ტყუპები პირიქით - ტემპის მომატებას მოინდომებს. შეიძლება ითქვას, რომ სექსით, როგორც სიამოვნების მიღების საშუალებით, რეალურად დაიტერესებულია ქალი-თხის რქა, ხოლო მამაკაცი-ტყუპებისთვის, ეს პროცესი უფრო შთაბეჭდილებების მისაღებადაა, ვიდრე შეგრძნებებისთვის.

ქორწინება და ოჯახი

მამაკაცი-ტყუპებისთვის დაქორწინების გადაწყვეტლების მიღება ძალიან რთულია, თუმცა, სწორედ თხის რქა არის ის ქალი, რომელიც თავისი მცდელობით შეძლებს მის მიყვანას ამ ნაბიჯამდე. ცალკე საკითხია, თავად თხის რქა რამდენად ბედნიერი იქნება შემდეგ ამ ქორწინებაში, როცა ქმარი მუდმივად ჭირვეული ბავშვივით იქცევა და ერთადერთი დისციპლინირებული და ჭკუამოსაკითხი ოჯახის წევრი მხოლოდ თვითონაა.

თუ მამაკაცი-ტყუპები შეძლებს ინფანტილურობის და ქარაფშუტობის დაძლევას, ოჯახური ურთიერთობა წყვილს საკმაოდ თბილი და მყარი ექნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ქალ-თხის რქას მუდმივად საიმედოობისა და ნდობის ნაკლებობა შეაწუხებს.

მეგობრობა

მამაკაც-ტყუპებთან მეგობრობა მარტივია. ის მხიარული, მსუბუქი და იდეურია. თუმცა, ქალ-თხის რქას ძალიან გაუჭირდება მის მთავარ თვისებასთან - არასტაბილურობასთან შეგუება, რადგან მისთვის მეგობრობა არის ხანგრძლივი, სტაბილური და სანდო ურთიერთობა. მამაკაცი-ტყუპები თვლის, რომ მეგობრული ურთიერთობა არაფრით ავალდებულებს და ასეთი კავშირის მთავარი პირობა არის - თავისუფლება.

შეიძლება ითქვას, რომ ქალ-თხის რქას და მამაკაც-ტყუპებს შეუძლიათ კარგი ურთიერთობა იქონიონ, თუ საერთო ინტერესებს მოძებნიან, მაგრამ ნამდვილ მეგობრებად, ვერასოდეს ჩამოყალიბდებიან.

სამსახური და ბიზნესი

თუ ქალი-თხის რქა და მამაკაცი-ტყუპები ერთად მუშაობენ, სასურველი შედეგების მიღება და მიზნების განხორციელება დამოკიდებული იქნება მათ მონდომებაზეა. ტყუპებს შეუძლია იფანტაზიოროს და უამრავი საინტერესო იდეა დააგენერიროს. ამასთან, ის ყოველთვის სპონტანურად მოქმედებს. თხის რქას კი კონცენტრირებულია დეტალების დამუშავებაზე, გეგმის განსახორციელებელი გზებით გათვლასა და ფრთხილად მოქმედებაზე. გამომდინარე იქედან, რომ მამაკაცი-ტყუპები დიდი პასუხისმგებლობით არ გამოირჩევა, თანამშრომლობის დროს მათთვის უმჯობესია კონცენტრირდნენ ერთმანეთის ძლიერ მხარეებზე, რათა საერთო მიზნის მიღწევა გაუმარტივდეთ.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება