თავსებადობა - 81%. მამაკაცი-სასწორი აუცილებლად უპოვის შესაფერის მიდგომას ქალ-თხის რქას. ის კი, თავის მხრივ, დაასაჩუქრებს ყურადღებით, რომელსაც მარტივად და ყველას ნამდვილად არ ურიგებს.
სასიყვარულო ურთიერთობა მათ შორის ხშირია, რადგან ერთმანეთის ყურადღებას იქცევენ. ქალ-თხის რქას მოსწონს მამაკაცი-სასწორის გალანტურობა და ინტელიგენტურობა, ხოლო მამაკაც-სასწორს იზიდავს მისი დახვეწილობა, თავშეკავება და უნაკლო ქცევა. მათი შეხვედრები შეიძლება წლობით გაგრძელდეს, იყოს სასიამოვნო, ნაზი და საინტერესო. ორივე ცდილობს ერთმანეთს დაუმტკიცონ საკუთარი მიზნების სერიოზულობა. ამ წყვილს ყველა შანსი აქვს იმისა, რომ ააგონ იდეალური სასიყვარულო ურთიერთბა.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის სექსი იქნება ნაკლებად ვნებიანი, თუმცა სავსე სინაზით. ინტიმური ურთიერთობისას არასოდეს იჩქარებენ, მათ იციან, როგორც დატკბნენ ყოველი წამით. ქალი-თხის რქა იზრუნებს იმაზე, რომ მათი სექსუალური კავშირი იყოს სიამოვნების მომტანი, ხოლო მამაკაცი-ტყუპები ინტიმური გარემოს გალამაზების საკითხებს მიხედავ - ის ხომ ცნობილი ესთეტია…
მამაკაცი-ტყუპები ყოველთვის ცდილობს გვერდით ყავდეს ერთგული და საიმედო პარტნიორი. ქალი-თხის რქა კი შეპყრობილია პირად ცხოვრებაში სტაბილურობის ქონით. ამიტომ, მათი ქორწინება ორივესთვის კარგი შანსია სასურველის მისაღებად. მათ ოჯახში ყოველთვის წესრიგი და რომანტიკა იქნება, პირველი - თხის რქას, ხოლო მეორე ტყუპების დამსახურებით. შვილების ყოლაზე შეიძლება შეთანხმებული უარი თქვან, რადგან მათთვის თანაცხოვრება ასე უფრო კომფორტულია.
ამ წყვილს შორის მეგობრობა შესაძლებელია. ვერავინ გაუგებს ისე კარგად ქალ-თხის რქას, როგორც მამაკაცი-ტყუპები. თავისი დიპლომატიური და რბილი ხასიათით, ტყუპებს შეუძლია უსიტყვოდ მიხვდეს რა სჭირდება, რით უნდა დაეხმაროს და როდის დატოვოს საკუთარ თავთან მარტო მეგობარი ქალი-თხის რქა. თავის მხრივ, თხის-რქა ყოველთვის გაამხნევებს, თავდაჯერებულობას შემატებს და დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, როცა ამის საჭიროება იქნება.
ქალი-თხის რქას და მამაკაცი-ტყუპების საქმიანი კავშირი ძალიან წარმატებული იქნება. თხის რქა ფოკუსირებულია შედეგის ნებისმიერ ფასად მიღწევაზე, ტყუპები კი ცდილობს ისე გააკეთოს ყველაფერი, რომ ძალიან მაღალი ფასი არ ჰქონდეს და ვინმე არ დაზარალდეს. ერთმანეთისთვის ისინი საიმედო პარტნიორები იქნებიან, შეძლებენ სწორი გუნდის შეკრებას და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს შექმნას, რომელშიც მაქსიმალურად რეალიზდებიან. სტრატეგოსი ამ ტანდემში იქნება ქალი-თხის რქა, ხოლო მამაკაც-ტყუპებს კარგად ესმის რა სურს მას და ზუსტად ნახულობს იმ გზებს და საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია საერთო მიზნების მიღწევა.