შეთავსება
თხის რქა
მერწყული
შეთავსება

თავსებადობა - 82%. ქალი-თხის რქა ცდილობს შეზღუდოს მამაკაცი-მერწყული, ის კი ამის საშუალებას არ აძლევს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ურთიერთობა ძალიან საინტერესოა.

სიყვარული

თხის რქას მართავს პლანეტა სატურნი, რომელიც მკაცრი შეზღუდვების და აკრძალვების მომხრეა. რაც შეეხება მერწყულს, მასზე გავლენას ახდენს ურანი, რომელიც თავნებობის განუზომელი დოზით ავსებს მერწყულს. ამის შემდეგ, ალბათ მარტივი წარმოსადგენია, როგორი იქნება მათი ურთიერთობა. ქალი-თხის რქა ცდილობს ყველა აკონტროლოს და დაიქვემდებაროს, მამაკაცი-მერწყული კი ვერ ეგუება მისდამი ასეთ დამოკიდებულებას.

ურთიერთბაში ქალ-თხის რქას გააღიზიანებს მერწყულის თავისუფლებისკენ ლტოლვა, მამაკაცი-მერწყულისთვის კი გაუგებარი იქნება თხის რქას მიერ დაწესებული საზღვრები და შეზღუდვები. თუმცა, ერთმანეთის სულში ხელების ფათურს თუ არ დაიწყებენ, მათი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება საკმაოდ კარგად აეწყოს და დიდხანს გაგრძელდეს. ერთმანეთის მიმართ დიდ ინტერესს სწორედ ის იწვევს, რომ სრულად საპირისპიროდ აზროვნებენ და ამასთანავე, ბევრი საერთოც აქვთ. მაგალითად: ორივეს უყვარს სტრუქტურული მიდგომა, გრანდიოზული მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად ყველა გზის გამოყენება.

სექსი

წყვილის სექსუალური ცხოვრება ძალიან უჩვეულო იქნება მამაკაცი-მერწყულის დამსახურებით. ორივე პარტნიორი უფრო მეტად ოცნებობს სულიერ და მენტალურ კავშირზე, ვიდრე ფიზიკურზე - და ამის მიღწევას სწორედ სექსში ახერხებენ. საინტერესო წიგნები, სასიამოვნო მუსიკა და უცნაური ლოკაციები, რაც აღვივებს გრძნობებს, ვნებას და ჟინს - კარგი სტიმულატორია როგორც ქალი-თხის რქას, ისე მამაკაცი-მერწყულისთვის.

ქორწინება და ოჯახი

იმ შემთხვევაში, თუ ქალი-თხის რქა და მამაკაცი-მერწყული ერთმანეთში ნაკლის ძებნას არ დაიწყებენ და შეხების სწორ წერტილებს მოძებნიან, მათი დაქორწინება სრულიად შესაძლებელია. ოჯახური თანაცხოვრება და ურთიერთობების გაფორმება, ქალი-თხის რქასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო მამაკაცი-მერწყული ამ და სხვა ოფიციალურ საკითხებს ძალიან ნეიტრალურად უყურებს, ამიტომ, თუ მას ნამდვილად უყვარს თხის რქა, უპრობლემოდ შესთავაზებს დაქორწინებას. მათი ოჯახური თანაცხოვრება საინტერესო იქნება - ისინი სიამოვნებით ივლიან კინოში, გამოფენებზე, მუზეუმებში და არ იქნებიან მხოლოდ საკუთარ თავზე ჩაციკლული.

მეგობრობა

ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის მეგობრობა ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო იქნება. შეხვედრებისას მათ შეუძლიათ ისაუბრონ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკაზე და თავი იგრძნონ ძალიან კომფორტულად. მნიშვნელოვანი მომენტი მათ ურთიერთობაში არის ის, რომ მეგობრობას არასოდეს გადაიყვანენ სასიყვარულო განზომილებაში.

სამსახური და ბიზნესი

სამუშაო პროცესში, ქალი-თხის რქა და მამაკაცი-მერწყული საკმაოდ თავსებადი წყვილია. ორივე ღრმა ინტელექტით გამოირჩევა და ახასიათებთ საქმისადმი არატრივიალური მიდგომა. მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმით იქნებიან დაკავებული: შემოქმედებით თუ გაყიდვებით - მათი ტანდემი ყოველთვის კარგ შედეგებს დადებს და წარმატებას მიაღწევს. მამაკაცი-მერწყული მეტ დროს დაუთმობს საქმის იდეურ მხარეს, ხოლო ქალი-თხის რქა - ფორმალურს. მაგალითად: მერწყული გააკონტროლებს პორექტის სრულყოფას, ხოლო თხის რქა ზუსტად და სწორად გაანაწილებს მის გასახორციელებლად საჭირო რესურსებს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება