შეთავსება
ტყუპები
ვერძი
შეთავსება

თავსებადობა - 83%. ქალი-ტყუპები - არასტაბილური და თავისებური ხასიათისაა, მამაკაცი-ვერძი კი იმპულსური და ვნებიანი. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი ერთად ყოფნას და ურთიერთობის შენარჩუნებას?

სიყვარული

მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა იქნება მშვიდი და გაწონასწორებული. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისში, რადგან ქალი-ტყუპები თავს ძალიან აკონტროლებს და ცდილობს მამაკაცი-ვერძი კიდევ უფრო მეტად დააინტერესოს მასთან ურთიერთობით. ზოგჯერ გაურბის და მის ნერვებზე თამაშობს, რაც ვერძს აღიზიანებს, მაგრამ ამის გამო ურთიერთობას არ გაწყვეტს. უფრო მეტიც, ასეთი “კატა-თაგვობანა”-ს მსგავსი ურთიერთობა მოსწონს კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ მათი სასიყვარულო ურთიერთობა, ძირითადად მამაკაც-ვერძზე დგას, რადგან ის იჩენს ინიციატივას და შეუპოვრობას. 

სექსი

ქალ-ტყუპებს და მამაკაც-ვერძს შორის ინტიმური ურთიერთობა იქნება ბობოქარი და ვნებიანი. ტყუპებს ყოველთვის ექნება ახალი სექსუალური იდეები, ხოლო ვერძი ყველაფერს გააკეთებს მათი საუკეთესო გზით განხორციელებისთვის. სრულიად შესაძლებელია, რომ სექსის დროს ისეთ ექსპერიმენტებსაც ჰქონდეს ადგილი, რაც ბევრისთვის უბრალოდ დაუშვებელია, თუმცა ეს არ იქნება “მესამე” (რაზეც ქალი-ტყუპები უარს ნამდვილად არ იტყოდა…), რადგან ინტიმის ასეთი ფორმატი მამაკაცი-ვერძიისთვის მიუღებელია.

ქორწინება და ოჯახი

თუ მათი ქორწინება შედგება, მამაკაცი-ვერძი მუდმივად იეჭვიანებს, რადგან ქალი-ტყუპების მსუბუქი ხასიათი და თავისუფალი ქცევა, მისთვის გამაღიზიანებელია. ქმრის მხრიდან ასეთი ქცევა ქალ-ტყუპებს შეიძლება რაღაც დოზით მოეწონოს კიდეც , მაგრამ ძირითადად დამთრგუნველი იქნება, რადგან თავისუფლებისმოყვარეა და ვერ ეგუება, როცა ზედმეტად ზღუდავენ. მთლიანობაში, მათი ქორწინება რთული იქნება, განსაკუთრებით ქალი-ტყუპებისთვის და დიდია ალბათობა იმისა, რომ ქანქორწინებით დასრულდეს. მაგრამ, თუ წყვილს დიდი სიყვარული აკავშირებს და შვილებიც მალე გაუჩნდებათ, ოჯახის შენარჩუნების შანსები მეტად ექნებათ.

მეგობრობა

ქალი-ტყუპები ყოველთვის მისცემს მნიშვნელოვან რჩევებს მამაკაც-ვერძს, დაეხმარება ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოსავალის პოვნაში, გაამხნევებს და პოზიტიურ ემოციებს გაუღვივებს. მამაკაცი-ვერძი კი თავის მხრივ თავდაჯერებულობას შემატებს ტყუპებს და მხარდაჭერას გამოუცხადებს საჭირო დროს. ორივეს შეუძლია ერთგულება, რაც მეგობრობაში მნიშვნელოვანია.

სამსახური და ბიზნესი

თუ ქალი-ტყუპები და მამაკაცი-ვერძი ერთად იმუშავებენ, პროცესი საკმაოდ წარმატებული იქნება. მამაკაცი-ვერძის ენერგია უშრეტია და მას ნებისმიერის დამუხტვა შეუძლია დაუღალავი შრომისა და მიზნის მიღწევისთვის. ქალი-ტყუპები კი ენთუზიასტია. ერთობილივად მათ შეუძლიათ ნებისმიერ სფეროში მოსინჯონ ძალები. თუმცა, სტაბილურობისა და დეტალებისადმი ყურადღების გამოსაჩენად, მათ ნამდვილად დასჭირდებათ ვინმე სხვა, ვისაც დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ეხერხება, რათა მამაკაცი-ვერძისა და ქალი-ტყუპების იდეების და გეგმების სრულად მატერიალიზაცია მოხდეს, რამაც რეალური შემოსავალი უნდა მოიტანოს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება