თავსებადობა - 67%. ქალი-ტყუპები მსუბუქი და ცვალებადი ხასიათისაა. მამაკაცი-კირჩხიბი კი მორცხვი და შინაგანად წინააღმდეგობრივი. ტყუპები შეძლებს მის ემოციურად გახსნას, კირჩხიბი კი არ მოაკლებს ალერსს და უზრუნველყოფს ქალის სიმშვიდეს.
მათი ნაცნობობა შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სასიყვარულო ურთიერთობაში. ერთად ყოფნა მათთვის ძალიან საინტერესო და კომფორტულია. სასაუბრო თემები არასოდეს არ ელევათ. მათ გარშემო ატმოსფერო გაჟღენთილია სინაზით და ალერსით. ამ წყვილის ურთიერთობის უარყოფით მხარედ შეიძლება დასახელდეს განსხვავებული ღირებულებები. მაგალითად, როცა ქალი-ტყუპები განწყობილია მსუბუქ და ვალდებულებებისგან თავისუფალ ურთიერთობაზე, მამაკაცი-კირჩხიბი ეძებს ღრმა და მყარ კავშირს. ამიტომ, პერიოდულად შეიძლება პრობლემებმა იჩინოს თავი, რადგან ქალ-ტყუპებს არ ახასიათებს გრძნობების ვნებიანად გამოხატვა, ეს კი მამაკაც-კირჩხიბს არ აკმაყოფილებს - ის მეტ სიცხადეს ელის ურთიერთობაში, რაც გულისხმობს გრძნობებზე მუდმივად ხმამაღლა საუბარს და სურვილების მკაფიოდ გამოხატვას.
მათ ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემები დაკავშირებული იქნება განსხვავებულ რითმებთან. როცა მამაკაც-კირჩხიბს მოუნდება ფიზიკური სიახლოვე, ქალი-ტყუპები შეიძლება მზად არ იყოს, არ ჰქონდეს სურვილი ან სულაც გვერდით არ იყოს. მისი არასტაბილურობა, მუდმივად ცვალდებადი გემოვნება, მოთხოვნები და უკიდეგანო ფანტაზიორობა, მამაკაც-კირჩხიბს ძალიან გააღიზიანებს, რადგან მას სურს, რომ გვერდით ყავდეს უფრო საიმედო და სტაბილური პარტნიორი.
თუ ისინი დაქორწინდებიან, სამაგალითო ოჯახი ნამდვილად არ ექნებათ. ცოლის მოვალეობებს და ტრადიციულ დიასახლისობას ქალი-ტყუპები თავს ვერ ართმევს, მამაკაც-კირჩხიბს კი სურს ყავდეს ტიპიური ოჯახი. შესაბამისად, წყვილი ვერ გაუძლებს ასეთ განსხვავებულ შეხედულებებსა და მოთხოვნებში ყოველდღიურად ურთიერთობას და დიდი ალბათობით საქმე მივა განქორწინებამდე. თუმცა, მეორეს მხრივ, ქალი-ტყუპები ძალიან მოქნილია სიტუაციიდან გამომდინარე, და ვინ იცის, თუ მისთვის სხვა საკითხები მისაღები იქნება, მაგალითად ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა, შეიძლება ეცადოს და ქმარს დაუკმაყოფილოს სურვილები.
მათ შორის მეგობრობა თავისთავად იწყება: ორივეს უყვარს აუჩქარებელი ურთიერთობა, სასიამოვნო შეკრებები, გასეირნება და სხვადასხვა ადგილებში სტუმრობა. ასევე, შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა. ქალი-ტყუპები ყოველთვის ახალი იდეებით წარსდგება მამაკაცი-კირჩხიბის წინაშე და გააცნობს საჭირო ხალხს. ის კი თავის მხრივ მოდუნებასა და დასვენებაში დაეხმარება, როცა ქალი დაღლილი ან დაძაბული იქნება. მათი მეგობრობა უპრობლემოდ ვითარდება, რადგან ასეთ ფორმატში ქალი-ტყუპები არ ძაბავს მამაკაც-კირჩხიბს, ხოლო ერთმანეთზე დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა იმდენად აქვთ, რამდენადაც მათთვის მისაღები და კომფორტულია.
ქალი-ტყუპების და მამაკაცი-კირჩხიბის ერთად მუშაობა დასაშვებია, რადგან თუ ბევრს ვერაფერს აკეთებენ, ხელს მაინც არ უშლიან ერთმანეთს. სამუშაო პროცესისას, თუკი ტყუპები არ მოაცდენს კირჩხიბს საქმისგან, ხოლო კირჩხიბი შეინარჩუნებს რითმს - საერთო პროექტზეც კი უნაკლოდ და ძალიან შედეგიანად იმუშავებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივ კინკლაობაში გაატარებენ დროს - მამაკაცი-კირჩხიბი არასოდეს დაუჭერს მხარს ქალი-ტყუპების ინიციატივას, რადგან ზედმეტად მარტივი და უპერსპექტივო მოეჩვენება, ხოლო ქალი-ტყუპები თავის მხრივ იწუწუნებს იმაზე, რომ კირჩხიბი ძალიან ნელა მუშაობს და დეტალებზე არ ფიქრობს. პრობლემატური საკითხების აღმოფხვრის და მაქსიმალური ძალისხმევის პირობებში, მათი ერთობლივი საქმიანობა შეიძლება ნაყოფიერი იყოს.