შეთავსება
ტყუპები
მორიელი
შეთავსება

თავსებადობა 93%. ისინი განსხვავდებიან იმით, რომ ქალი-ტყუპები ცდილობს არ დაძაბოს სიტუაცია, მამაკაცი მორიელი კი - დრამის გურუა.

სიყვარული

სიყვარული ქალ-ტყუპებსა და მამაკაც-მორიელს შორის ცვალებადი იქნება - ზოგჯერ მარტივი, ზოგჯერ რთული, და ეს იმაზეა დამოკიდებული, რომლის ხელში ექნება უპირატესობა. ტყუპები ყოველთვის ეცდება, რომ ურთიერთობა არ გაღრმავდეს, იყოს მსუბუქი და სასიამოვნო. მამაკაც-მორიელს კი არ შეუძლია ემოციების და ვნებების ბუმის გარეშე. ქალი-ტყუპები ვერ იგებს, რატომ უნდა დაიდგას დრამა არაფრისგან, ხოლო მამაკაცი-მორიელი არ იზიარებს მის მისწრაფებას სწრაფი და ზედაპირული ურთიერთობისადმი.

წყვილში პრობლემატური საკითხი იქნება ეჭვიანობაც. რა თქმა უნდა, მთავარი “გმირი” აქაც მორიელი იქნება. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ამის მიზეზი აქვს კიდეც, რადგან მისი შეყვარებული ქალი ძალიან ბევრ ადამიანთან კონტაქტობს და სიტუაციისთვის თვალის დევნება რთულია, მეორეს მხრივ კი მას ძალიან მოსწონს ძლიერი ემოციების განცდა. ამიტომ, ამ შემთხვევაში ყველაფერი ლოგიკურია: ქალი აძლევს საბაბს, მამაკაცი კი ეჭვიანობს.

სექსი

ქალ-ტყუპებსა და მამაკაც-მორიელს შორის სექსი იქნება აქტიური და საინტერესო. ორივეს საკმარისი მონაცემები აქვთ იმისათვის, რომ პროცესისგან სიამოვნება მიიღონ. როცა მათ პოზების და ტექნიკის სტანდარტული ნაკრები მოწყინდებათ, ერთად წავლენ სექს-შოპში, გაერთობიან და საინტერესო “სათამაშოებსაც” შეიძენენ, რაც კიდევ უფრო მეტად აღგზნებაში დაეხმარებათ.

ქორწინება და ოჯახი

თუ ისინი დაქორწინდებიან, ოჯახში ყოველთვის იქნება ბობოქარი ემოციების და სიახლეების ადგილი. ქალი-ტყუპები ქმარს ყველაფერში მხარს დაუჭერს და არ გაამწვავებს ურთიერთობას. საოჯახო საქმეს რაც შეეხება, მისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა და მეტ დროს საზოგადოებრივ აქტივობას დაუთმობს. მამაკაც-მორიელს, მისი ემოციურობის მიუხედავად, არანაირი პრეტენზია არ ექნება ოჯახში რაიმე წესების დაცვასთანიქნება  დაკავშირებით - ყველაფერი თავისუფლად წარიმართება, ისე, როგორც ოჯახის წევრებს ესიამვონებათ. მათი შვილები სიყვარულში, მზრუნველობასა და სრულ უზრუნველყოფაში გაიზრდებიან.

მეგობრობა

ქალი-ტყუპების და მამაკაცი-მორიელის მეგობრობა შეიძლება იყოს ძალიან მყარი იმ მიზეზით, რომ ერთმანეთის მიმართ საკმაო მიჯაჭვულობა უყალიბდებათ. მეგობრული ურთიერთობისას ისინი არ ცდილობენ ერთმანეთის დათრგუნვას, ქალი არ ახვევს თავს საკუთარ აზრებს, ხოლო მამაკაცი არ განიცდის მესაკუთრეობის გრძნობას მის მიმართ. ასეთი ოქროს შუალედის დაცვა, მათ მეგობრობას სასიამოვნოს ხდის. აღსანიშნავია, რომ გარკვეული უკმარისობის გრძობა მათ ურთიერთობაში ყოველთვის იქნება, თუმცა ამით დიდად არ შეწუხდებიან.

სამსახური და ბიზნესი

თუ ისინი ერთად იმუშავებენ, ქალი-ტყუპები შეასრულებს ყველა პროცესის კატალიზატორის ფუნქციას, დააკავშირებს გუნდის წევრებს, მოძებნის გამოსავალს რთული სიტუაციებიდან და მოახდენს ყველას მოტივაციას. მამაკაცი-მორიელი ერთგვარი “რუხი კარდინალის” როლში იქნება, რომლის ხელიც სიტუაციაში უხილავია. ამრიგად, ერთობლივი ძალებით ისინი გუნდში სიტუაციას სრულად გააკონტროლებენ და მოძებნიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის გზებს, თუმცა სხვადასხავ მეთოდების გამოყენებით.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება