შეთავსება
ტყუპები
ლომი
შეთავსება

თავსებადობა - 81%. ქალი-ტყუპები - მოურიდებელი და პირდაპირია, მამაკაცი-ლომი თავმოყვარე და კეთილგანწყობილი. საინტერესოა, როგორი იქნება მათი ურთიერთობა?

სიყვარული

რომანტიკული ურთიერთობა ქალ-ტყუპებსა და მამაკაც-ლომს შორის საინტერესო და ყოველთვის მოულოდნელობებით სავსეა, სადაც რუტინას არაფერი ესაქმება. ორივეს უყვარს გართობა, სიმსუბუქე, ინფორმაციის გაცვლა და ერთმანეთსაც სწორედ ისეთ გარემოში გაიცნობენ, სადაც მხიარული კამპანია იქნება შეკრებილი და ინტერესიც მაშინვე გაუჩნდებათ ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი-ლომი იქნება ელეგანტური კავალერი, რომელიც მზადაა საყვარელი ქალის ნებისმიერი სურვილი რეალობად აქციოს. ხოლო ქალი-ტყუპები ეცდება სინაზე, ხალისი და სითბო არ მოაკლოს ლომს. მათ სასიყვარულო კავშირს ყველანაირი შანსი აქვს იმისა, რომ დიდხანს გაგრძელდეს.

სექსი

წყვილის სექსუალური ცხოვრება ისეთივე აქტიური და საინტერესო იქნება, როგორც მათი რომანი. ერთმანეთისადმი ინტერესს და ვნებას ყოველთვის შეინარჩუნებენ ურთიერთობაში მუდმივად სიახლეების შეტანის წყალობით. შესაძლოა მათ კავშირს სინაზე აკლდეს, თუმცა, ამას ემოციებით შეივსებენ. მთავარია, რომ ერთად თავს კარგად გრძნობენ ნებისმიერ სიტუაციაში. მათ აღგზნებას სწრაფი რეალიზება სჭირდება - ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვნება გაქრეს და მასთან ერთად ინტიმის სურვილიც…

ქორწინება და ოჯახი

მათი ქორწინება წარმოადგენს ორი თავისუფალი პიროვნების ერთობას. თუმცა, ერთ-ერთი მათგანი - ტყუპები, შედარებით თავისუფალი იქნება და მამაკაცი ლომი სულ ტყუილად ჩათვლის, რომ ქორწინების გაფორმებით, საყვარელი ქალი დაისაკუთრა. ტყუპებისთვის ოჯახის შექმნა არაფერს ცვლის მისი პიროვნული თავისუფლების ხარისხსში. ზოგჯერ ის ურთიერთობას იქონიებს ისეთ ადამიანებთანაც კი, ვინც მის ქმარს აღიზიანებს. გარდა ამისა, ქალი-ტყუპები კლასიკური გაგებით დიასახლისი და მორჩილი ცოლი ვერასოდეს გახდება - ეს უბრალოდ არ ჯდება მის ხასიათში. თავის მხრივ, არც მამაკაცი-ლომია ცხოვრების საჩუქარი: მას ყოველთვის ენდომება ქალების ყურადღების ცენტში ყოფნა და არად დაგიდევთ დაქორწინებული მამაკაცის სტატუსს. იმისათვის, რომ ქორწინება და ოჯახი შეინარჩუნონ, ორივეს ბევრი რამის დათმობა და დაბალანსება დასჭირდება.

მეგობრობა

ქალ-ტყუპებს შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან მეგობრობა - მთავარია პიროვნული ინტერესი გაუჩნდეს. თუ მას მამაკაცი-ლომი დააინტერესებს, მათი მეგობრობა იქნება მყარი და ხანგრძლივი. საინტერესო თემებს ყოველთვის მოძებნიან, რაზეც საათობით ისაუბრებენ და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. ყოველი შეხვედრა მათთვის იქნება სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით.

სამსახური და ბიზნესი

ამ წყვილის ერთად მუშაობისთვის უმჯობესია შემოქმედებითი სფერო და ისეთი  პროექტი, რომელიც მოითხოვს ადამიანებთან ურთიერთობას. ქალი-ტყუპებიც და მამაკაცი-ლომიც ეფექტურად მოქმედებენ, თუ საქმე ეხება რაიმე არასტანდარტულს, რასაც ამოხსნა სჭირდება. ვარსკვლავები მათ არ ურჩევენ ისეთ საქმიანობაში ერთობლივად ჩართვას, რასაც სჭირდება სკურპულოზურობა და კონცენტრაცია. 

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება