თავსებადობა - 98%. ისინი ძალიან განსხვავებულები არიან და სწორედ ეს იზიდავთ ერთმანეთისკენ - ძლიერი და საშიში ძალით.
ქალი-ტყუპები არის აქტიური, მოურიდებელი, ოპტიმისტი და თავისუფლებისმოყვარე. მამაკაცი-მშვილდოსანი იხიბლება მისი გულახდილობით და პირდაპირობით. თავად ტყუპებს კი იზიდავს მშვილდოსნის ხასიათის დეტალები, რომლებსაც ის საგულდაგულოდ მალავს. ისინი თითქოს ავსებენ ერთმანეთს. მათი რომანი ძალიან ნააზი და სასიამოვნოა. მშვილდოსანი უფრთხილდება და ზრუნავს ტყუპებზე, რომელიც შთაგონებას და მხიარულებას არ აკლებს საყვარელ მამაკაცს. სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები ფაქტიურად არ ექნებათ, რადგან განწყობილი არიან ერთმანეთის მოფრთხილებაზე. მაგრამ გარგკვეული გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას განსხვავებული მსოფლმხედველობის გამო: ის, რაც ერთისთვის ფასეულია, მეორესთვის შეიძლება სრულიად უმნიშვნელო იყოს.
მათი ინტიმური ურთიერთობა ძალიან საინტერესო იქნება ქალი-ტყუპების დამსახურებით. ის ყოველთვის იპოვის იდეებს დროის საინტერესოდ გასატარებლად. მამაკაც-მშვილდოსანს კი ეს ძალიან მოეწონება. ამიტომ, ვალში არ დარჩება საყვარელ ქალს და საწოლში ყოველთვის მაქსიმალურად დაიხარჯება. მასთან სიახლოვით ტყუპები ყოველთვის დიდ სიამოვნებას მიიღებს. ისინი ერთმანეთზე მომადუნებლად მოქმედებენ და ინტიმით ყოველთვის კმაყოფილი არიან.
თუ წყვილი დაქორწინდება, ძალიან ბედნიერი ოჯახი ექნებათ. წვრილმანების გამო ერთმანეთთან არ იკამათებენ და ამით სახლში უსიამოვნო გარემოს არ შექმნიან - ყოველთვის შეძლებენ კომპრომისის ნახვას და ამ საკითხში ქალი-ტყუპების დამსახურება ნამდვილად უნდა აღინიშნოს. მამაკაცი-მშვილდოსანი ეცდება გაათამამოს საყვარელი ქალი და მისგან მუდმივად საოჯახო საქმის კეთებას ან სამზარეულოში ფუსფუსს და კულინარიული შედევრების მომზადებას არ მოითხოვს.
მათი მეგობრობა შესაძლებელია. ურთიერთობისას ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ, სრულიად განსხვავებულ შეხედულებებს და მოსაზრებებს. ქალი-ტყუპები და მამაკაცი-მშვილდოსანი ცხოვრებას სხვადასხვა კუთხით უყურებენ, თუმცა ეს ხელს არ უშლით მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებაში და საერთო ინტერესების პოვნაში, როგორიცაა მაგალითად: კინოში და თეატრში სიარული, ვარჯიში, საინტერესო ღონისძიებებზე დასწრება ან უბრალოს ფინჯან ყავასთან ერთად ხანგრძლივად საუბარი.
სამუშაო პროცესში ისინი ერთმანეთს ავსებენ. მნიშვნელობა არ აქვს რომელ სფეროში იქნებიან ერთად, მათ წყვილში მამაკაცი-მშვილდოსანი ყოველთვის მიზნების დასახვით იქნება დაკავებული, ქალი-ტყუპები კი მათი მიღწევის გზების ძიებით. მშვილდოსანი მასშტაბურად აზროვნებს, მაგრამ ხშირად, მნიშველოვანი დეტალები ყურადღების მიღმა რჩება, რაც მაგალითად, არასოდეს გამოეპარება მახვილგონიერ ტყუპებს. მათი თანამშრომლობა გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და ურთიერთგაგებით. მოვალეობებიც ამ წყვილში გადანაწილებულია ბუნებრივად: თითოეული მათგანი აკეთებს იმას, რაც ეხერხება და ეს ალბათ ქალი-ტყუპების და მამაკაცი-მშვილდოსანის შრომითი ტანდემის მთავარი პლიუსია.