შეთავსება
ტყუპები
კურო
შეთავსება

თავსებადობა - 73%. ქალი-ტყუპები მსუბუქი და ცვალებადია, მამაკაცი-კურო კი პირიქით - გაწონასწორებული და სტაბილურობის განსახირება. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი ჰარმონიულ ურთიერთობას?

სიყვარული

ქალ-ტყუპებსა და მამაკაც-კუროს შორის სასიყვარულო ურთიერთობა ხასიათდება უბრალოებით და გარკვეული ემოციური სიცივით იმისდა მიუხედავად, რომ წყვილს თავსებადობის კარგი მაჩვენებელი აქვს. ტყუპებს მოლოდინი უჩნდება, რომ კურო გრძნობებს ღიად და აქტიურად გამოავლენს, მაგრამ მიწის სტიქიის წარმომადგენელი სათქმელს მცირე ულუფებით აწვდის. ამიტონ, ერთად დროს საინტერესოდ გაატარებენ მანამ, სანამ ქალ-ტყუპებს არ ამოეწურება შთაგონების წყარო, შემდეგ კი დასჭირდება სხვა, თავის მსგავს სოციალურად აქტიურ ადამიანთან ურთიერთობა, რომ ენერგიით დაიმუხტოს. პარალელურად, მამაკაცი-კუროც აღიდგენს ძალებს მარტო ყოფნით და შეიძლება ისევ შეხვდნენ. თუ ისინი ურთიერთობის პერიოდებს სწორად გადაანაწილებენ და ერთმანეთს თავს არ მოაბეზრებენ, რომანი შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, მათი განსხვავებული ტემპერამენტის მიუხედავად.

სექსი

ინტიმური ურთიერთობა ამ წყვილს შორის დამაკმაყოფილებელია: ქალი-ტყუპები სიმსუბუქეს და ჰაროვან იდეებს შეიტანს მასში, ხოლო მამაკაცი-კურო იზრუნებს პრაქტიკულ და სენსორულ მხარეზე. მათი სექსუალური კავშირი საკმაოდ დიდხანს და მყარად შენარჩუნდება, რადგან ყოველ ჯერზე შეძლებენ ერთმანეთის გაოცებას. მთავარ როლს ინტიმში ასრულებს სინაზე, რომელსაც ერთმანეთის მიმართ გრძნობენ და რაც უფრო დიდხანს იქნებიან ერთად, მით უფრო ხარისხიანი გახდება მათი სექსუალური ცხოვრება.

ქორწინება და ოჯახი

მათი ქორწინება შეიძლება იყოს ძალიან მყარი. ქალ-ტყუპებს შეუძლია ნებისმიერი ხასიათის ადამიანს შეეწყოს, ხოლო მამაკაცი-კურო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. ის იდეალურად  ერგება ქმრის როლს, რომელიც უზრუნველყოფს და იცავს ოჯახს. რაც შეეხება ქალ-ტყუპებს - ამ საკითხში ნამდვილად ვერ იქნება სამაგალითო, რადგან დიასახლისობა და საოჯახო საქმეში ჩაფლობა, მისი საქმე ნამდვილად არ არის. თუმცა, მამაკაც-კუროს ამის გამო პრეტენზიები ნაკლებად ექნება.

მეგობრობა

მათ შორის მეგობრობა ძალიან მყარი, საიმედო და სასიამოვნო იქნება. ქალ-ტყუპებსაც და მამაკაც-კუროსაც ძალიან უყვარს ურთიერთობა და დროის საინტერესოდ გატარება. ისინი ყოველთვის შეძლებენ ერთმანეთის გახალისებას, დაინტერესებას და გართობას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში გაამხნევებენ, დაამშვიდებენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. ურთიერთობით ერთმანეთს თავს არ მოაბეზრებენ, თუმცა, ქალი-ტყუპები ზოგჯერ განაწყენებული დარჩება მამაკაცი-კუროს მხირდან ინციატივის არარსებობის და გულგრილი დამოკიდებულების გამო.

სამსახური და ბიზნესი

ქალ-ტყუპებს და მამაკაც-კუროს, ერთობლივი ძალებით შეუძლიათ ნებისმიერი სფერო და საქმიანობა წარმატებული გახადონ. ტყუპები იქნება შთაგონების და ახალი იდეების წყარო, ხოლო კურო გააკონტროლებს პროცესის მიმდინარეობას და ტექნიკურ მხარეს, რათა ჩანაფიქრის განხორციელებას პრობლემა არ შეექმნას. მათი შინაგანი რითმები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ეს ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ გახდება. როცა ქალი-ტყუპები მოქმედებს სწრაფად, არ უყვარს რაიმეს შეცვლა-გადაკეთება მაშინაც კი, თუ უხარისხოდაა შესრულებული, მამაკაცი-კურო განწყობილია სრულიად სერიოზულად და მუშაობს ნელა, ბევრს ფიქრობს და ყველა დეტალს აკვირდება. კარგი ისაა, რომ კუროს ყოველთვის ყოფნის ნებისყოფა, დაასრულოს ქალი-ტყუპების მიერ დაწყებული საქმე, რომელიც ყოველ ჯერზე შუა გზიდან იწყებს ახალი იდეების და შთაგონებების ძიებას.


 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება