შეთავსება
ტყუპები
ქალწული
შეთავსება

თავსებადობა - 93%. ქალი-ტყუპები გამოირჩევა სიმსუბუქით, მამაკაცი-ქალწული კი პირიქით, პრაქტიკული და რეალისტია. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი საერთო ენის გამონახვას?

სიყვარული

პლანეტა მერკური მართავს ტუპებსაც და ქალწულსაც, რომელიც მათ კარნახობს სიყვარულისადმი განსაკუთრებულ და ინტელექტუალურ დამოკიდებულებას. ქალი-ტყუპები და მამაკაცი-ქალწული მალევე იპოვნიან სასაუბრო თემებს, თუმცა, მათი ინტერესები სრულიად სხვადასხვა იქნება. მათი რომანი ძალიან ნელა, მაგრამ სტაბილურად და სწორი მიმართულები განვითარდება. შესაძლოა, რომ მათ რეალურ სასიყვარულო ურთიერთობაზე გადასვლამდე, მეგობრული ურთიერთობის გავლა დასჭირდეთ.

სასიყვარულო ურთიერთობაში გამორცხული არ არის ეჭვიანობა, თუმცა ორივე საკმაოდ გონიერია და მესაკუთრეობის გრძნობა მისაღებად არ მიაჩნიათ. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ქალი-ტყუპების საკომუნიკაციო წრე საკმაოდ ფართოა და მამაკაც-ქალწულს მღელვარების საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს. მითუმეტეს, რომ ქალ-ტყუპებს ძალიან ერთგულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თან აზრის შესაცვლელადაც დიდი ფიქრი არ სჭირდება. გარდა ამისა, მათ ურთიერთობას გარკვეული სიცივე დაკრავს და გულახდილობაც აკლია…

სექსი

წყვილს შორის ინტიმური ურთიერთობა უფრო მექანიკური იქნება და პროცესის სრულყოფისთვის საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება მოუწევთ. ქალ-ტყუპებს და მამაკაც-ქალწულს აუცილებლად სჭირდებათ მოსადუნებელი საღამოების მოწყობა - მუსიკის, ღვინის, სურნელოვანი სანთლების თანხლებით, რაც ხელს უწყობს ცივი გონების დათბობას და ინტიმური ატმოსფეროს შექმნას. სექსში მათი ყველაზე დიდი პრობლემააც სწორედ ისაა, რომ არ შეუძლიათ ყოველდღიურობის დავიწყება და ტვინის გადართვა.

ქორწინება და ოჯახი

მათ შორის ქორწინება სრულიად დასაშვებია და ოჯახური თანაცხოვრებაც ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ექნებათ. მამაკაცი-ქალწული იდეალური ქმარი იქნება: გონიერი, სტაბილური და მშრომელი. ქალი-ტყუპები კი სამუდამოდ მუზად დარჩება, რადგან მისგან კარგი დიასახლისი არასოდეს დადგება და ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვას ქალწული მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ქალი ძალიან ეყვარება. რაც ქალ-ტყუპებს უნაკლოდ გამოსდის, არის ქმრის გამხნევება, შთაგონება და ყოველთვის კარგ განწყობაზე დაყენება. ეს კი, შეიძლება ცხელ კერძზე და გარეცხილ წინდებზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს მამაკაცი-ქალწულისთვის.

მეგობრობა

მეგობრული ურთიერთობა მათთვის ძალიან მისაღები ფორმატია. ორივე საზრიანი უფროა, ვიდრე ემოციური. შეხვედრებისას ღრმა, სნობური საუბრები ექნებათ, ბევრს ისეირნებენ და დატკბებიან ერთმანეთთან ყოფნით. მეგობრობა მათ შეიძლება დიდიხანს შეინარჩუნონ და ბოლოს, უკვე ასაკში შესულებმა გააცნობიერონ, რომ ერთმანეთს იდეალურად შეეფერებიან და შეხვედრა დაიწყონ. ასეც რომ არ მოხდეს, მათ მეგობრობას ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მაქსიმალური შეფასება მიეცეს.

სამსახური და ბიზნესი

ერთობლივი მუშაობისთვის მათ შეეფერებათ საინფორმაციო სფერო და ყველაფერი, რაც წერას უკავშირდება. ორივეს თანდაყოლილი ნიჭი აქვს ჟურნალისტიკის მიმართულებით. ქალწულს ახასიათებს უფრო დეტალური მიდგომა, ტყუპებს კი მდიდარი ფანტაზია აქვს. ძალების გაერთიანების შემთხვევაში, შეიძლება ძალიან საინტერესო პროდუქტი შექმნან, როგორიცაა მაგალითად: წიგნი, ფილმი ან სარეკლამო რგოლი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება