თავსებადობა - 82%. ქალი-ტყუპები მსუბუქი და ზედაპირულია. მამაკაცი-თხის რქა კი მკაცრი და ცოტა სასტიკიც. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა ზოდიაქოს ეს ნიშნები შეხვედრისას ერთად ყოფნის გადაწყვეტილებას იღებენ. საინტერესოა - რატომ?
მამაკაცი-თხის რქა ძალიან ჩაკეტილია. ქალი-ტყუპები კი პირიქით - ძალიან გახსნილი და თავისუფალი. მათი ურთიერთობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქალი-ტყუპები არ იღებს მამაკაცი-თხის რქას წესებს - ის უბრალოდ არ ემორჩილება არავის. შესაბამისად, მათ რომანში ბევრი ჩხუბი და კონფლიქტი იქნება, სადაც მკაცრი თხის-რქა ეცდება პატარა ბავშვივით დატუქსოს ტყუპები. მას არ უყვარს ბევრჯერ გამეორება, ამიტომ, თუ ქალი არ გაითვალისწინებს მის ნათქვამს, დიდი ხნით დააიგნორებს მას. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ტყუპებს არ მობეზრდება თხის-რქას სიხისტე, მას კი ტყუპების ზედაპირული დამოკიდებულება. სავარაუდოდ, ეს არ იქნება მარტივი და საბოლოოდ დაშორდებიან.
ქალი-ტყუპების დამსახურებით, წყვილის სექსი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი. თუმცა, დაძალება მისი მხრიდან არასოდეს მოხდება. რაც შეეხება მამაკაც-თხის რქას, პირიქით - ის ყოველთვის მომთხოვნი იქნება და თავისი სურვილების გასატანად უკან არაფერზე დაიხევს. ერთი სიტყვით, მამაკაცი ეცდება წესრიგის დამყარებას და ქალის თავის გავლენის ქვეშ მოქცევას, ის კი - ყოველთვის უწესრიგობას მოაწყობს და დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს. გარკვეულ ეტაპზე, შეიძლება მათ ეს მუდმივი კინკლაობის პროცესი მოეწონოთ კიდეც, თუმცა, ამ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ძალიან გაუჭირდებათ.
ქორწინება და ოჯახი
მიუხედავად წინააღმდეგობრივი ხასიათისა, მათ შორის ქორწინება შესაძლებელია. ამ შემთხვევაშიც, ინიციატორი მამაკაცი-თხის რქა იქნება, რადგან ქალი-ტყუპები ნაკლებად არის დაინტერესებული ურთიერთობის ოფიციალური მახრით, სტაბილურობით და წესრიგით. მაგრამ, თუ თხის რქამ გადაწყვიტა, რომ საყვარელი ქალი ცოლად უნდა მოიყვანოს - თავისას აუცილებლად გაიტანს. მათ ოჯახში პრობლემები ზუსტად იგივე იქნება, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში: ქალის მხრიდან წესების და შეზღუდვების კატეგორიული მიუღებლობა და მამაკაცის მხრიდან მუდმივი ზეწოლა და უჟმურობა, რასაც თავად სერიოზულობას ეძახის. თუმცა, ძლიერი გრძნობების შემთხვევაში, შეძლებენ გარკვეული კომპრომისების ნახვას.
მათ შორის მეგობრობა იშვიათობაა, რადგან არანაირი საერთო ინტერესი არ აქვთ. მაგრამ, თუ ქალ-ტყუპებს დააინტერესებს მამაკაც-თხის რქასთან კონტაქტი, ის აუცილებლად მოძებნის სასაუბრო თემას. შესაბამისად, მათ შორის მეგობრული ურთიერთობის არსებობას, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - გამონაკლისი.
ერთობლივი ძალებით, ამ წყვილს ნამდვილად შეუძლია რეალური წარმატების მიღწევა და რაიმე ფასეულის შექმნა. თანამშრომლობის ან საერთო ბიზნესის წარმართვისას, ქალი-ტყუპები დაკავებული იქნება საქმის ფინანსური და ფორმალური მხარეებით. თუ მიხვდებიან, რომ სარფიან საქმეს აკეთებენ, ორივე მობილიზდება, გვერდით გადადებენ დაპირისპირებას და ერთ გუნდად შეიკვრებიან. ტყუპებს თხის-რქასთან ერთად მუშაობისას შეუძლია ბევრი რამის სწავლა, პროფესიულად გაზრდა და კარიერის აწყობა. ის კი, იმის მიუხედავად, რომ პერიოდულად შეწუხდება ქალი-ტყუპების ზედაპირულობით და უყურადღებობით, მისი სახით შეიძენს საიმედო პარტნიორს და ერთად იპოვნიან უამრავ შესაძლებლობას, თავისი ამბიციური მიზნების განსახორციელებისთვის.