შეთავსება
ტყუპები
ტყუპები
შეთავსება

თავსებადობა - 84%. ორივე ჰაეროვანი, მსუბუქი, გართობის და ურთიერთობის მოყვარულია. რა თქმა უნდა, ისინი შეძლებენ საერთო ენის გამონახვას.

სიყვარული

ტყუპების საუკეთესო მახასიათებელია კომუნიკაბელურობა. ადამიანებთან ურთიერთობა მათთვის ჰაერივით აუცილებელია და ეს ძალიან კარგად გამოსდით კიდეც. თუმცა, ხშირად, მათი ურთიერთობები ხანმოკლე, ზედაპირული და არასაიმედოა. 

თავად ტყუპებს ნაკლებად აღელვებთ რას ფიქრობენ გარშემომყოფები. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რამდენად საინტერესო და აქტიური იქნება ეს ურთიერთობები. ხანმოკლეც რომ იყოს, პრობლემა არ არის - მთავარია, ტყუპებს არ აიძულონ ამ ურთიერთობაში დარჩენა. ხოლო როცა საქმე ეხება ტყუპებს შორის სიყვრულს, ყველა ზემოთთქმული ორმაგად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ერთმანეთის მიმართ ისინი უდიდეს ინტერესს იჩენენ და მოსაწყენად დრო არ ექნებათ. მათი ურთიერთობის ერთადერთი მინუსი არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდება - ქალი-ტყუპებიც და მამაკაცი-ტყუპებიც, ყოველთვის ეცდებიან ერთმანეთს გადააბარონ ეს საკითხი.

სექსი

ორ ტყუპებს შორის სექსი ძალიან საინტერესო იქნება. ისინი დიდი ვნებით არ გამოირჩევიან, მაგრამ გარკვეული ფანტაზია და ენერგია გააჩნიათ საიმისოდ, რომ ინტიმური ურთიერთობისგან კმაყოფილება მიიღონ. თუ ტყუპები ფიზიკური სიახლოვის სურვილს იგრძნობენ, დიდხანს ლოდინს არ დაიწყებენ, მაგრამ სქესობრივ აქტზე გადასასვლა საკმაოდ გაუჭირდებათ. საქმე იმაშია, რომ ტყუპები გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ყოველთვის სხვისგან ელიან და ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალური იქნება. მაგრამ როცა ამ ბარიერს გადალახავენ, ვეღარაფერი შეაჩერებთ მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების და დაუსრულებელი სიამოვნების მიღების გზაზე!

ქორწინება და ოჯახი

ქორწინება მათთვის ერთდროულად მარტივიც იქნება და რთულიც. მარტივი იმიტომ, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. რთული კი იმიტომ, რომ ორივე ძალიან ზედაპირული და უპასუხისმგებლოა. ურთიერთობაში მამაკაც-ტყუპებს მოუწევს ინიციატივის აღება, რაც საკმაოდ გაუჭირდება.

ოჯახის შესაქმნელად, მათთვის რეკომენდირებულია ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელთან ურთიერთობაზე ფიქრი. ქალი და მამაკაცი ტყუპების დაქორწინებამ შეიძლება გაამართლოს მოგვიანებით, როცა უკვე ასაკში შევლენ და  გაცნობიერებული ექნებათ პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობა როგორც საკუთარ თავზე, ისე გარშემომყოფებზე. ამის შემდეგ, მათი ურთიერთობა იქნება ხანგრძლივი და მყარი.

მეგობრობა

ქალ და მამაკაც ტყუპებს მეგობრობა ძალიან კარგად გამოსდით. ისინი ურთიერთობისას ერთმანეთის სულში ჩაძრომას და ხელების ფათურს არ ცდილობენ. ასევე, მათ უსიტყვოდ ესმით რა სურთ. ტყუპები ერთმანეთის მხარდასაჭერად და დასახმარებლად ყოველთვის მზად იქნებიან. მათი მეგობრობა შეიძლება უპრობლემოდ გაგრძელდეს მთელი ცხოვრება.

სამსახური და ბიზნესი

საქმიანი ურთიერთობისას, ქალ და მამაკაც ტყუპებს შეუძლიათ წარმატებული ტანდემის ორგანიზება. მათი მუშაობა ნებისმიერ პროექტს მოუტანს კარგ შედეგებს. ყველაზე შესაფერისი სფერო ამ წყვილისთვის არის ის, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას და ინფორმაციის მიღება-დამუშავებას ითვალისწინებს. თუმცა, სერიოზული საკთხების მოსაგვარებლად და მეტი ორგანიზებულობისთვის, ტყუპებს დასჭირდებათ ადამიანი, რომელიც იქნება რაციონალური და რეალისტური მიდგომის მქონე.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება