თავსებადობა - 82%. ქალი-სასწორი რბილი ხასიათის და ძალიან დიპლომატიურია, მამაკაცი-ვერძი კი ჟინიანი და მოუთმენელი. საინტერესოა, როგორი იქნება მათი ურთიერთობა?
ქალი-სასწორი და მამაკაცი-ვერძი თავიდან ერთმანეთს საერთოდ ვერ უგებენ. ქალს აღიზიანებს მამაკაცის მიმწოლი და არადიპლომატიური ხასიათი. არც ვერძს უჩნდება სასწორის მიმართ გრძნობები მაშინვე, რადგან ზედმეტად ზედაპირული ეჩვენება. მაგრამ, რაც უფრო უღრმავდებიან ერთმანეთის ხასიათს, მით უფრო უმძაფრდებათ ინტერესი და შემდეგ, სიყვარულიც იფეთქებს. მათი რომანი კლასიკური ფორმით ვითარდება: მამაკაცი ცდილობს ქალის გულის მოგებას, ის კი ამის საშუალებას ეტაპობრივად აძლევს, რადგან სასწორს ძალიან უყვარს კეკლუცობა და სხვისი მოთმინების გამოცდა, ვერძი კი სწორხაზოვანია და ლოდინს ვერ იტანს. ქალ-სასწორს მართავს სიყვარულის პლანეტა ვენერა, ვერძს - აგრესიული მარსი. შესაბამისად, მათ ურთიერთობაში მოწყენილობა ნამდვილად არ იქნება.
ინტიმურ ურთიერთობაში ინიციატივა ექნება მამაკაც-ვერძს. ქალ-სასწორს შეუძლია ფთხილად და დაკვირვებით შექმნას დამაინტრიგებელი ატმოსფერო, რასაც ვერძი სწრაფად ხვდება და მალევე გადადის საქმეზე. მათი სექსუალური ცხოვრება ნამდვილად ჰარმონიულია. ეს ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომელიც ფიზიკური სიახლოვისას თავს მართლაც შესანიშნავად გრძნობს. რა თქმა უნდა, პრობლემები ზოგჯერ მათ შორისაც ჩნდება, მაგრამ საწოლი საუკეთესო ადგილია, სადაც ყველა საკითხის მოგვარება და იქვე, იმაზე საუბარიც შეიძლება, თუ როგორ უნდა იპოვონ კომპრომისი და შემდეგ ეს ყველაფერი პრაქტიკულად გამოსცადონ.
არცერთი არ ეწინააღმდეგება დაქორწინებას, თუმცა, ორივეს კარგად ესმის, რომ ხშირად, ოფიციოზი აფუჭებს ურთიერთობას, ვნებს რომანტიკას და კლავს ვნებას - ეს კი მათთვის ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლება მოხდეს. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, წყვილი აირჩევს სიცოცხლის ბოლომდე საყვარლებად დარჩენას. მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტენ ამ ნაბიჯის გადადგმას, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ფორმალობამ არ დაჩრდილოს გრძნობები. ვარსკვლავები მათ ურჩევენ, რომ პერიოდულად გაითამაშონ დაშორება, დროდადრო ცალ-ცალკე იცხოვრონ და შემდეგ ცეცხლოვანი შერიგებები მოაწყონ. ეს დაეხმარებათ ვნებების გამძაფრებასა და ურთიერთობის შენარჩუნებაში.
მათი მეგობრული ურთიერთობა ძალიან საიმედო იქნება. ორივე აფასებს ერთგულებას და იციან ამ ურთიერთობის ფასი. ქალი-სასწორი ასწავლის მამაკაც-ვერძს, როგორ დაალაგოს ადამიანებთან ურთიერთობა, ის კი თავისუფლების ხარისხის გაზრდასა და ორჭოფობის დაძლევაში დაეხმარება. საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს დაეხმარებიან როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. მათი მეგობრობა სავსე იქნება ენერგიით და ჰარმონიით.
თუ მათ საერთო საქმე ექნებათ ან ერთ კომპანიაში იმუშავებენ, პასუხისმგებლობები ასე გადანაწილდება: ქალი-სასწორი კონტაქტების დალაგებით დაკავდება, ხოლო მამაკაცი-ვერძი ახალი ბაზრების, ტერიტორიების და მომხმარებლების მოპოვებით. ისინი საკმაოდ წარმატებული იქნებიან ერთობლივად მუშაობში, თუ მათი სამსახურებრივი ურთიერთობა არ აირევა რომანტიკულში. თუმცა, გონირვრულობის ფარგლებში, არც ის გაუჭირდებათ, რომ სასიყვარულო და საქმიანი ურთიერთობა დააბალანსონ.