შეთავსება
სასწორი
კირჩხიბი
შეთავსება

თავსებადობა - 78%. ქალ-სასწორსა და მამაკაც-კირჩხიბს შორის ურთიერთობა იქნება ნაზი და რომანტიკული. თუმცა, საკითხავია - რამდენად მყარი?

სიყვარული

ორივე ძალიან თბილი, ემოციურია და განწყობილია პარტნიორის სურვილების ამოცნობაზე და ღირსეული მეორე ნახევრის როლის შესრულებაზე. თუმცა, გარკვეული ნეგატიური მომენტებიც იქნება მათ ურთიერთობაში, მაგალითად: ქალ-სასწორს გააღიზიანებს მამაკაცი-კირჩხიბის მცდელობა, მანიპულაცია მოახდინოს მასზე და ისეთ საკითხებს შეეხოს, რაც მისთვის მტკივნეულია. ემოციურად გავლენის მოხდენაზე არც ქალი-სასწორი ამბობს უარს, მაგრამ, არცერთ მათგანს არ აქვს ის რესურსი, რომლითაც შესაძლებელია სხვა ადამიანის ფსიქოლოგიური მართვა. მათი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება უპრობლემოდ გაგრძელდეს, თუმცა, ერთმანეთით უკმაყოფილების გრძნობა, ყოველთვის ექნებათ.

სექსი

წყვილს დისკომფორტის განცდა ექნება სექსუალურ ურთიერთობაშიც, რადგან რეალობა ვერ გაამართლებს მათ მოლოდინს. ქალი-სასწორი უკმაყოფილო იქნება მამაკაცი-კირჩხიბის მხრიდან გადამწყვეტი ქმედებების არარსებობის გამო, ხოლო კირჩხიბისთვის არასაკმარისი იქნება სასწორის აქტივობა და ვერასოდეს გაიგებს, რატომ არის ქალი მუდმივად დაბნეული და უენერგიო. სამაგიეროდ, ყველაფერი იქნება მშვიდად, ისტერიკის და სკანდალების გარეშე. ხშირად ორივე შეეცდება იდელური პარტნიორის როლი ითამაშოს, მაგრამ ეს ძალიან არაბუნებრივად გამოუვათ...

ქორწინება და ოჯახი

თუ ისინი დაქორწინდებიან, ყველაფრის ფასად ეცდებიან ოჯახის შენარჩუნებას. ქალი-სასწორიც და მამაკაცი-კირჩხიბიც, განწყობილი არიან გრძლევადიან, სტაბილურ ურთიერთობაზე და ოჯახი ორივესთვის მთავარი რამ არის ცხოვრებაში. დიდად არ გამოუვათ, მაგრამ ქალიც და მამაკაციც ძალიან მოინდომებენ, რომ კლასიკური გაგების ცოლ-ქმარი იყვნენ. მამაკაცი-კირჩხიბი ძალიან რბილი და ნაზია, მას არ ახასიათებს სისასტიკის ან სიმკაცრის გამოვლენა, ქალი-სასწორი კი პერფექციონისტი, მშვიდი და მზრუნველია, მისთვის ოჯახის წევრების კომფორტი მნიშვნელოვანია. წყვილი ყოველთვის ეცდება ერთმანეთს გაუგოს და დაეხმაროს, რათა ოჯახში იყოს დაბალანსებული ურთიერთობა.

მეგობრობა

მათი მეგობრობა იქნება მსუბუქი, დაძაბულობების გარეშე. რთულ სიტუაციებში, ისინი ნაკლებად შეაწუხებენ ერთმანეთს დამხარების თხოვნით, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მშვიდი შეხვედრები და საუბრები სხვადასხვა საინტერესო თემებზე. ორივეს ძალიან უყვარს ხელოვნება, მუსიკა და კიდევ ბევრი საერთო ინტერესები აქვთ. ამიტომ, მეგობრული ურთიერთობისას არასოდეს მოიწყენენ და ამით სიამოვნებასაც მიიღებენ.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობის შემთხვევაში, მათ დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ, განსაკუთრებით შემოქმედებით და მომსახურების სფეროში. ორივეს უყვარს ყველაფერი რაც ლამაზია და კარგად ესმით ადამიანებთან ურთიერთობის ნიუანსები, თუმცა, არ გამოირჩევიან მაღალი შრომისუნარიანობით და ხშირად უჭირთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შემოიკრიბონ გარშემო და შექმნან ძლიერი გუნდი, რათა შეივსონ ენერგიით და დასახული მიზნების მისაღწევად იმოქმედონ უფრო აქტიურად.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება