შეთავსება
სასწორი
მორიელი
შეთავსება

თავსებადობა - 64%. სასწორი შინაგანი ჰარმონიის შექმნის ოსტატია, მორიელი კი პირიქით - დისჰარმონიის. საინტერესოა, როგორი იქნება მათი ურთიერთობა და შეძლებენ თუ არა ბოლომდე გაუგონ ერთმანეთს?

სიყვარული

სიყვარულის მიმართ ორივეს დიდი ლტოლვა აქვს, თუმცა, სხვდასხვაგვარი აღქმა. ქალი-სასწორისთვის ეს არის მსუბუქი, ჰაეროვანი გრძნობა, რომელიც აერთიანებს ორ გულს. მამაკაცი-მორიელისთვის კი ვნებით, ეჭვიანობით და შემეცნებით სავსე პროცესი. იქ, სადაც სასწორი ეძებს სინაზეს, მორიელს სჭირდება ვნება. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რამის გაცვლა შეუძლიათ, მაგრამ უმჯობესია, ჯერ კარგად შეისწავლონ ერთმანეთი. 

მათ სასიყვარულო ურთიერთობაში ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება იყოს მორიელის უხეში ქცევა და გამაღიზიანებელი ფრაზები, რომელიც მიმართულია პარტნიორი ქალის აღსაგზნებად. მას არ ესმის ამ ყველაფრის არსი და მსგავსი სიმძაფრე უბრალოდ უგუნურებად მიაჩნია. მამაკაცი-მორიელი კი ბრაზდება ქალი-სასწორის მხრიდან სათანადო რეაგირების არარსებობის გამო, იკეტება საკუთარ თავში  და შიძლება დღეები ისე გავიდეს, რომ არც კი დაეკონტაქტოს საყვარელ ქალს. საბოლოოდ, როცა დაილაპარაკებენ, გაირკვევა, რომ ერთმანეთისთვის გულის ტკენა არცერთს არ უნდოდა და მათი მხრიდან ასეთი ქცევა, გრძნობების თავისებურად გამოხატვის საშუალებაა. თუ ურთიერთობას გააგრძელებენ და ერთმანეთს დაუახლოვდებიან, მამაკაცი-მორიელი უფრო ნაზი და ყურადღებიანი გახდება, ქალი-სასწორი კი გრძნობების მეტი ვნებით და აქტიურად გამოხატვას ისწავლის.

სექსი

მორიელთან ურთიერთობაში ქალ-სასწორს ნამდვილად გაუმართლა, რადგან მათი ინტიმური ცხოვრება თითქმის რულყოფილი იქნება მისი დამსახურებით. მამაკაცი ყოველთვის ეცდება ბოლომდე გახსნას ქალი და აგრძნობინოს საკუთარი შინაგანი პოტენციალი. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქალი-სასწორი კარგი მოსწავლეა. ზღვა მოულოდნელობები (დაგეგმილიც და დაუგეგმავიც...), ულევი ვნება და სინაზე - ეს ყველაფერი იქნება მათი ფიზიკური სიახლოვის თანხმლები. 

ერთადერთი მინუსი მათ ეროტიკულ ურთიერთობაში, იქნება მამაკაცი-მორიელის მხრიდან ხშირი ზეწოლა ქალ-სასწორზე, რამაც შეიძლება ნდობის დაკარგვა გამოიწვიოს მასში და საქმე დაშორებამდეც კი მივიდეს, თუ მამაკაცი-მორიელი სწრაფად არ გააკონტროლებს თავს.

ქორწინება და ოჯახი

ქალი-სასწორის უდიდესი მცდელობის მიუხედავად, მათი ქორწინება არავითარ შემთხვევაში არ იქნება მშვიდი. მამაკაც-მორიელს დრამატული სიტუაციები და მოულოდნელი ცვლილებები ჰაერივით სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასწორს მოუწევს მის ფსიქოლოგიურ რითმებზე აწყობა, რაც მისთვის არ იქნება მარტივი და კომფორტული, მაგრამ რადგან განწყობილია ოჯახის შენარჩუნებზე, ბევრ რამეს მოითმენს და შეეცდება შეეგოუს და ისიამოვნოს კიდეც ოჯახში არსებული ემოციური არასტაბილურობით, რაც კარგს არაფერს მოუტანს...

მეგობრობა

მეგობრობა - ეს არის ოპტიმალური ვარიანტი ამ წყვილის ურთიერთობისთვის, რადგან ერთმანეთს იმდენად არ უახლოვდებიან, რომ მორიელს შეეძლოს სასწორისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება, მას კი თავის მხრივ ზეწოლის ატანა. ზოგადად მათ მშვენივრად შეუძლიათ ერთმანეთის გაგება, მოსმენა და საჭირო რჩევების მიცემა, როცა ამის აუცილებლობა დადგება.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობისას, საუკეთსო ვარიანტია, რომ მამაკაცი-მორიელი იყოს ხელმძღვანელი. ასეთ სიტუაციაში, მათ შორის ნაკლები გაუგებრობა გაჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალი-სასწორი არასოდეს გაითვალისწინებს კოლეგა მორიელის მითითებებს, რადგან თანაბარ პოზიციებზე ყოფნისას, თვლის, რომ ის, არაფრით მასზე კომპეტენტური არ არის.

ისინი მიმდინარე საკითხების გადაწყვეტასაც სხვადასხვაგვარად უყურებენ. ამიტომ, სჯობს ისეთი სამუშაო პირობები ჰქონდეთ, როცა ორივე დამოუკიდებლად შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას, გადაწყვეტილების მიღებას და კოლეგას მხრიდან არ მოუწევს კრიტიკის ან შენიშვნების მოსმენა.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება