შეთავსება
სასწორი
თევზები
შეთავსება

თავსებადობა - 81%. ქალი-სასწორი და მამაკაცი-თევზები ძალიან ლამაზი წყვილია, ქალი ნაზი და უკონფლიქტოა, მამაკაცი კი გამგები და დელიკატური.

სიყვარული

ისინი ერთმანეთს მალევე შეამჩნევენ. მამაკაც-თევზებს მოეწონება ქალი-სასწორის სიმსუბუქე და სინაზე, რომელსაც საერთო ენის გამონახვა ყველასთან შეუძლია. ქალს კი თავის მხრივ მოხიბლავს მამაკაცი-თევზების რბილი ხასიათი და იდუმალი გამოხედვა. მათი ურთიერთობა თავისუფალი იქნება ზეწოლისგან და შეიძლება სამაგალითოც კი იყოს. სასიყვარულო ურთიერთობაში ორივე ვითარდება და უფრო ღრმად სწავლობს ერთმანეთის ხასიათს.

თუმცა, ისეც ხდება, რომ ეს დადებითი მხარეები ბათილდება მათი სიზარმაცით და მუდმივად სხვის იმედად ყოფნის სურვილით - როგორც ემოციურად, ისე მატერიალურად. თუ საკუთარ თავს ხელში არ აიყვანენ, შეიძლება ურთიერთობა ვეღარ გააგრძელონ ძლიერი სიყვარულის არსებობის მიუხედავადაც კი. მთავარი, რაც მათ უნდა გამოიჩინონ სასიყვარულო ურთიერთობაში, არის გულახდილობა - ამის გარეშე, საერთოდ არაფერი გამოუვათ.

სექსი

სექსში მათ სჭირდებათ ლიდერი, რომლის ფუნქციასაც არცერთი არ აიღებს. ზოდიაქოს ორივე ნიშანს ურჩევნია იყოს დაქვემდებარებული, ვიდრე თავად აიღოს პასუხისმგებლობა და სიტუაციაზე კონტროლი. ერთმანეთის ეროტიკულ სურვილებს საკმაოდ კარგად ხვდებიან, მაგრამ მათ რეალიზებაზე გადასვლა ძალიან ცუდად გამოსდით.

ერთმანეთში მათ ყოველთვის დააკლდებათ ვნება, აქტიურობა და იდეები. ამიტომ, ამ წყვილის ინტიმურ ცხოვრებაში საკმარისად იქნება სითბო და ალერსი, ხოლო სექსით სიამოვნების მიღებისთვის საჭირო ტექნიკა, ენერგია და ერთმანეთის აღგზნების შესაძლებლობა ძალიან ცოტა.

ქორწინება და ოჯახი
ქალი-სასწორი არასოდეს ჩქარობს დაქორწინებას. მამაკაცი-თეზები კი საერთოდ წინააღმდეგია ნებისმიერი ოფიციოზის. თუ მაინც დაქორწინდებიან, საკმაოდ გაუჭირდებათ ურთიერთობა, რადგან ქალი-სასწორი ყოველთვის ეცდება პასუხისმგებლობა მამაკაც-თევზებს აკიდოს, რომელიც ასეთ დროს არათუ მიიღებს ამ ზეწოლას, არამედ ადგება და წავა, რადგან არ უყვარს, როცა ვალდებულს ხდიან და სწორედ ამიტომ, ქორწინება მას მიაჩნია საკუთარი თავისუფლების შემზღუდავ მოცემულობად. პრობლემების დაძლევის შემთხვევაში, ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა, ზემდეტი პასუხისმგებლობების აღებისგან ორივე შორს დაიჭერს თავს. ქალი-სასწორი არ გამოირჩევა კარგი დიასახლისობით, თუმცა, არც მამაკაცი-თევზები მიეკუთვნება იმ კატეგორიას, ვისთვისაც ცხელი კერძი მნიშვნელოვანია.

მეგობრობა

მათი მეგობრობა ხანგრძლივი და ხარისხიანი იქნება. შეხვედრებისას, რომლებსაც ძირითადად საღამოობით და ღვინის თანხლებით მოაწყობენ, ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ფიქრებს და საიდუმლოს, მიიღებენ სასარგებლო რჩევებს და მსუბუქ კრიტიკასაც. ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებენ, რადგან ურთიერთობის ეს ფორმატი არაფერში ავალდებულებთ და თავს ძალიან თავისუფლად გრძნობენ - როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერებათ.

სამსახური და ბიზნესი

სამუშაო პროცესში ამ წყვილის ერთად ყოფნა არაფრის მომცემია, რადგან ერთმანეთს დახმარებას არასოდეს გაუწევენ და არ მოუსმენენ. საქმე იმაშია, რომ ორივეს ძალიან სუსტი პრაქტიკული უნარები აქვს, ამიტომ, მათ შრომას სჭირდება ვინმე სხვა ან კარგი კოლექტივი იმისათვის, რომ მოხდეს სამუშაოს სწორად ორგანიზება. სამაგიეროდ, ქალ-სასწორს და მამაკაც-თევზებს შეუძლიათ ახალი იდეების გენერირება, განსაკუთრებით ხელოვნების და შემოქმედებით სფეროში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ესაჭიროებათ კარგი მენეჯერი და ორგანიზატორი იმისათვის, რომ მოხდეს პროექტების სრულფასოვნად და წარმატებით განხორციელება. 

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისთვის გამოადგებათ ისეთი მიმართულებები, სადაც საჭიროა ფიქრი, განსჯა, სიახლის ძიება და კომუნიკაციისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება