შეთავსება
სასწორი
ლომი
შეთავსება

თავსებადობა - 89%. ქალ-სასწორს მოსწონს მამაკაცი-ლომის ვნებიანობა, მას კი ქალის ჰაეროვნება.

სიყვარული

მათი სასიყვარულო ურთიერთობა საკმაოდ მრავალფეროვანია. ქალი პოულობს მამაკაც-ლომში სწორედ იმას, რასაც ეძებს პარტნიორში - ინიციატივას, გამბედაობას, შეუპოვრობას და პატივმოყვარეობას. ლომი კი სასწორში ხედავს მსუბუქ ქალს, რომლის სიყვარულის მოპოვება ნამდვილად ღირს. ის ძალიან დახვეწილი ფორმით გამოიჩენს ყურადღებას, რასაც ქალი დააფასებს და ეცდება მოერგოს მის სურვილებს და მოთხოვნებს, თუმცა ეს ლომს მხოლოდ თავიდან მოეწონება, შემდეგ კი შეიძლება მობეზრდეს. საქმე იმაშია, რომ მამაკაც-ლომს სჭირდება დამოუკიდებელი პარტნიორი ქალი, რომელიც ყველაფერზე თანხმობას არ აცხადებს და ცდილობს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. თავის მხრივ, ქალი-სასწორი ვერ ეგუება ლომის მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ მიდრეკილებას, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს, რადგან არ სურს ურთიერთობის არევა.

სექსი

შეიძლება ითქვას, რომ სექსში ისინი იღებენ ყველაფერს, რაც სურთ ერთმანეთისგან. ქალ-სასწორს სჭირდება აქტიური და ინიციატივიანი პარტნიორი და მის ამ მოთხოვნას, მამაკაცი-ლომი სრულად აკმაყოფილებს. ლომისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალი იყოს მგრძნობიარე და შეეძლოს მასში ვნების აღძვრა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაართვას ინიციატივა - ქალი-სასწორი სწორედ ასეთია. ერთად მათ შეუძლიათ სრულყონ საკუთარი ინტიმური შესაძლებლობები და ყოველ ჯერზე სიამოვნების ახალი მწვერვალები დაიპყრონ.

ქორწინება და ოჯახი

თუ ისინი დაქორწინდებიან, ოჯახური თანაცხოვრება თითქმის იდეალური ექნებათ. მართალია ქალი-სასწორისგან ძალიან კარგი დიასახლისი არ გამოვა, მაგრამ ქმარ-შვილს მზრუნველობას და ყურადღებას არ მოაკლებს. მამაკაცი-ლომი მშვენიერი ქმარი იქნება, რომელიც ოჯახის გაძღოლას, მის დაცვას და მატერიალურად უზრუნველყოფას უპრობლემოდ გაართმევს თავს. შესაძლოა, რომ მათ ქორწინებაში ნაკლები სინაზე იყოს, თუმცა, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის.

მეგობრობა

თუ ისინი დამეგობრდებიან, მათი კავშირი დიდხანს გაგრძელდება. ქალი-სასწორი ძალიან უფრთხილდება ადამიანებთან ურთიერთობას, ამიტომ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მამაკაც-ლომთან მეგობრობა იყოს იდეალური. ყოველთვის დაეხმარება მას რჩევებით, მოუსმენს და დაამშვიდებს. მამაკაცი-ლომი კი მზადაა ნებისმიერ დროს მის გვერდით იყოს, რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს, გაამხნეოს და საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნოს.

სამსახური და ბიზნესი

თუ ქალი-სასწორი და მამაკაცი-ლომი ერთად იმუშავებენ, შეიძლება პრობლემები შეექმნათ. საქმე იმაშია, რომ ორივე განწყობილია მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობის და კონტაქტების დალაგებაზე, ამიტომ, საერთო მიზანს რომ მიაღწიონ, სერიოზული დახმარება დასჭირდებათ შრომის ორგანიზების საკითხში, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალებით ამას ვერ შეძლებენ. ვარსკვლავები მათ ურჩევენ, რომ გამოიმუშაონ საქმისადმი უფრო ინტელექტუალური მიდგომა და მოერიდონ ემოციურ ფონზე გადაწყვეტილებების მიღებას. 

მათ ტანდემში წამყვანი იქნება მამაკაცი-ლომი და შეიძლება გაწეული შრომიდან იმაზე მეტი მიიწეროს, ვიდრე სინამდვილეში შეასრულა, რაც ქალი-სასწორის სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს. ერთი სიტყვით, მათი ერთობლივი მუშობა შესაძლებელია, თუმცა, საქმის ხარისხიანად შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად, დიდი მონდომება, დათმობებზე წასვლა და მეტი კონცენტრაცია დასჭირდებათ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება