თავსებადობა - 88%. ქალი-სასწორი რომანტიულია, მამაკაცი-მშვილდოსანი კი ოპტიმისტი. მათი ურთიერთობა შესაძლებელია და საინტერესოც იქნება.
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო იქნება. საქმე იმაშია, რომ ქალი-სასწორი და მამაკაცი-მშვილდოსანი გამოირჩევიან საყვარელ ადამიანზე მიჯაჭვულობით და მოსწონთ ახალი შთაბეჭდილებების მიღება. ამიტომ, მათი წყვილი გამორჩეულია სხვებისგან: ისინი ყოველთვის ერთად არიან და მუდმივად ეძებენ რაიმე ახალს და საინტერესოს, რისი ინიციატორიც დიდწილად მამაკაცი-მშვილდოსანი იქნება. ქალი-სასწორი კი ურთიერთობის დაბალანსებაზე და სულიერ მხარეზე იზრუნებს.
წყვილში ინტიმური ურთიერთობით ყველაზე მეტად დაინტერესებულია მამაკაცი-მშვილდოსანი. რაც შეეხება ქალ-სასწორს, ის უფრო მუზას და შთაგონების მიმცემის როლში ინქება. მას თავისუფლად შეუძლია აღაგზნოს მამაკაცი-მშვილდოსანი თავისი სინაზით, სასიამოვნო ღიმილით და უმწიკვლო ჟესტებით. მშვილდოსანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალი-სასწორი ბოლომდე გახსნას და გაათამამოს ინტიმურ პროცესში. ფიზიკური სიახლოვით ორივე უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ, რადგან მათ, სექსუალური თავსებადობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ამის დახმარებით, ურთიერთობას დიდხანს შეინარჩუნებენ და ერთმანეთისთვის სასურველები დარჩებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ამას ხმამაღლა არ აცხადებს, ქორწინების გაფორმებისკენ იხრება ქალი-სასწორი, რადგან დარწმუნებულია თავის გრძნობებში და გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება მამაკაც-მშვილდოსანს, ის არ ჩქარობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას ოჯახის შექმნით. გარდა ამისა, მას აქვს ერთ-პარტნიორზე ჩაციკვლის შიში. თუ მშვილდოსანისგან წამოვა ინიციატივა, ეს იქნება უეცარი გადაწყვეტილება. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მათ აქვთ შანსი, რომ ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხვორება დაიწყონ. მთავარია, მამაკაც-მშვილდოსანს არ მობეზრდეს...
მათ შეუძლიათ კარგი მეგობრობა, რადგან ბევრი საერთო ინტერესი და ჰობი აქვთ. სიამოვნებთ შეხვედრა და ხანგრძლივი საუბრები. მოსწონთ ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურის განხილვა. მათი ურთიერთობა და სამეგობრო ხშირად ბოჰემურია და გარკვეულწილად სნობიზმიც ახასიათებს. ყოველთვის აღფრთოვანებული არიან ერთმანეთის ინტელექტით და სულიერი თუ ფიზიკური განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით.
თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ერთად იმუშავებენ ან ბიზნესი ექნებათ, მთავარი მამოძრავებელი ძალა მამაკაცი-მშვილდოსანისგან წამოვა. ის ყოველთვის იდეების ძიებაშია და ახორციელებს მიზნების დასახვას, რომელთა განხორციელებაში ღირს დროის, ფულის და ძალისხმევის ჩადება. ქალი-სასწორი ხელს შეუწყობს სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას და ურთიერთობების დალაგებას პოტენციალურ პარტნიორებთან, ინვესტორებთან, მოხმარებლებთან. მისი მოხერხებულობისა და ტაქტიკურობის წყალობით საქმის დელეგირება და ინფორმაციის გადაცემა ყოველთვის მოხდება ზუსტად და დროულად. ხოლო იდეები, რომელთა განვითარებითაც ისინი დაკავდებიან, ყველას დააინტერესებს და სამომავლოდ დიდ პერსპექტივებს გაუხსნით, რადგან მათი განხორციელებისთვის საჭირო გეგმას ყოველთვის მაქსიმალური სიზუსტით გაწერენ.