შეთავსება
სასწორი
კურო
შეთავსება

თავსებადობა - 93%. ერთმანეთს ძალიან გვანან: ორივე ისწრაფვის ჰარმონიისა და სიყვარულისკენ.

სიყვარული

ვენერა - სიყვარულის პლანეტაა და ის მართავს სასწორსაც და კუროსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მთავარი და საერთო მიზანია - სიყვარულის და ჰარმონიის ძიება. ერთმანეთი ადვილად უყვარდებათ. ბევრ დროს ატარებენ ერთად და არასოდეს დისკომფორტს არ განიცდიან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქალი-სასწორისთვის მნიშნველოვანია მენტალური ჰარმონია, ამიტომ მისი გრძნობები ჰაეროვანია. მამაკაცი-კუროსთვის კი სიყვარულის ფიზიკური მხარეა მთავარი. ის მზრუნველია და სხეულის ჰარმონიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას. 

მიუხედავად ამისა, მათ ურთიერთობაში პრობლემები მაინც შესაძლებელია, რადგან ორივე ხშირად ორჭოფობს და არ უყვარს ინიციატივის გამოჩენა - ეს ვენერას დამსახურებაა. ისეთ სიტუაციაში, როცა არჩევანის გაკეთება აუცილებელი იქნება, ორივე ეცდება პასუხისმგებლობის არიდებას. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება უფრო მეტად დათრგუნავს კუროს, რადგან მამაკაცი უნდა იყოს მტკიცე და თამამი. იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის თავისებურებებს კარგად შეისწავლიან და სწორად იმოქმედებენ, მათ ურთიერთობას დიდი შანსები აქვს.

სექსი

ამ წყვილის ინტიმური ურთიერთობა უფრო მეტად მიმართული იქნება ფიზიკური სიახლოვის ტექნიკურ მხარეზე, რადგან ორივეს უყვარს ნებისმიერი სახის სიამოვნების მიღება, განსაკუთრებით კი სექსუალურის. ამ პროცესში მთავარი იქნება მამაკაცი-კურო. ის მოაწყობს წყვილის ინტიმურ ცხოვრებას. ქალი-სასწორი კი შეეცდება შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო, განწყობა და საყვარელი მამაკაცისთვის ყოველთვის მაცდუნებლად გამოიყურებოდეს. მათ სექსუალურ ცხოვრებაში არანაკლებ როლს შეასრულებს ხელოვნება: ის ერთგვარი აღმგზნები ფაქტორი გახდება წყვილისთვის.

ქორწინება და ოჯახი

მათი ქორწინება იქნება მშვიდი, შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ოჯახური ცხოვრების განხორციელება. მამაკაცი-კურო შესანიშნავი ქმარი იქნება, რომელსაც შეუძლია ოჯახის უზრუნველყოფა. იმის მიუხედავად, რომ ქალი-სასწორი ძალიან არაპრაქტიკულია, ოჯახში მას დიასახლისზე მეტად მუზას როლი ექნება. ამის გამო, შეიძლება პრობლემები ჰქონოდა ზოდიაქოს სხვა ნიშნების წარმომადგენლებთან, მაგრამ მამაკაცი-კურო ნამდვილად დააფასებს მის მომხიბვლელობას. ბავშვები მათ ოჯახში გაიზრდებიან თბილ და მშვიდ გარემოში. მშობლები იზრუნებენ მათ მატერიალურ უზრუნველყოფაზე, განათლებაზე და ხელს შეუწყობენ მათი ნიჭის რეალიზებას.

მეგობრობა

მეგობრობა მათ ნამდვილად შეუძლიათ, რადგან საერთო ინეტერესები და ერთნაირი ტემპერამენტი აქვთ. ქალ-სასწორსაც და მამაკაც-კუროსაც უყვართ მშვიდი საუბარი და პარტნიორის მიმართ პატივისცემით დამოკიდებულება. ერთმანეთთან ყოველთვის შეძლებენ ცხოვრებისეული საკითხების განხილვას. გარდა ამისა, მათ ბევრი საერთო გასართობი და ჰობი აქვთ, რაც ძირითადად ხელოვნების სფეროს უკავშირდება. ასევე, უყვართ მუსიკა და კინო. ამიტომ, მათი მეგობრული შეხვედრები იქნება ძალიან სასიამოვნო და სარელაქსაციო.

სამსახური და ბიზნესი

ნებისმიერი საქმე, რომელიც უკავშირდება ადამიანებთან ურთიერთობას და ხელოვნებას, მათთვის ზედგამოჭრილია. თუ ისინი ერთად იმუშავებენ ან საერთო ბიზნესით დაკავდებიან, აუცილებლად უნდა შეარჩიონ სწორი მიმართულება, რომელზეც გაერთიანებულ ძალებს დახარჯავენ. მათთვის პერსპექტიულია ისეთ წარმოებაში მუშაობა, სადაც იქმნება რაიმე ლამაზი ან გემრიელი - მამაკაცი-კურო მშვენივრად ერკვევა საკვებში, ქალი-სასწორი კი ვიზუალურ მხარეში. 

ის, რაც მათ შედარებით ნაკლებად აქვთ, არის ინიციატივის გამოჩენის, გადაწყვეტილების მიღების და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი - ეს კი საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ერთობლივი ძალებით ამ საკითხებსაც ისევე მიუდგებიან, როგორც შრომის პროცესს, შესაძლოა დაძლიონ პრობლემები და საკმაოდ სერიოზულ წარმატებასაც მიაღწიონ.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება