თავსებადობა - 92%. ქალი-სასწორი სასიამოვნო და მარტივად საურთიერთობო ადამიანია, მამაკაცი-თხის რქა კი რთული, მაგრამ ნამდვილი კავალერი. წესით, მათი ურთიერთობა ძალიან კარგად უნდა აეწყოს.
ქალ-სასწორსა და მამაკაც-თხის რქას შორის სასიყვარულო ურთიერთობა, ძალიან რომანტიული იქნება. სწორედ ასეთ ნაზ და დახვეწილ ქალთან იგრძნობს ჰარმონიას და ბედნიერებას მამაკაცი-თხის რქა. მთავარია, რომ ქალმა ეს იმიჯი შეინარჩუნოს და იმედი არ გაუცრუოს. თავის მხრივ, მამაკაცი-თხის რქა ძალიან მკაცრია, მას რთული და უჟმური ხასიათი აქვს. ამიტომ, იშვიათია ისეთი ქალები, რომლებიც მის გვერდით ყოფნისას არსებულ დაძაბულობას გაუძლებენ. ქალი-სასწორი ძალიან მალე ექცევა გავლენის ქვეშ და სხვის ემოციებზე დამოკიდებული ხდება - თითქოს მისია ეს ყველაფერი. პრობლემა ისაა, რომ მამაკაცი-თხის რქა, ხშირად აფრქვევს ნეგატივს, რაც ნამდვილად დამთრგუნველი და მოსაბეზრებელია ისეთი ტიპის ქალისთვისაც კი, როგორიც სასწორია. თუმცა, ძლიერი გრძნობების შემთხვევაში, შეიძლება ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნონ.
მამაკაცი-თხის რქა გამოირჩევა ტემპერამენტულობით, შესაბამისად, ინტიმურ ურთიერთობაში წამყვანი ის იქნება. ქალი-სასწორი კი დაემორჩილება და შეასრულებს მის სურვილებს. ერთად მათ შეუძლიათ ფიზიკური სიამოვნების მწვერვალების დაპყრობა, თუმცა ზოგჯერ მგრძნობელობა ნამდვილად დააკლდებათ.
ქალი-სასწორი ყოველთვის ვერ გაუგებს ჩაკეტილ-თხის რქას, რადგან განწყობილია უფრო იმპულსურ და ექსტრავერტულ პარტნიორთან ურთიერთობაზე, რომელიც არაფერს უმალავს. თუ ერთმანეთის ხასიათის და განწყობების შესწავლას მეტ დროს მოანდომებენ, მაშინ შესაძლებელია, რომ მათი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
თუ ისინი დაქორწინდებიან, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოჯახური თანაცხოვრება ბედნიერი და ხანგრძლივი ჰქონდეთ. ქალი-სასწორი შესანიშნავ ცოლობას გაუწევს მამაკაც-თხის რქას, თუმცა, დიასახლისობაში თავს ნამდვილად ვერ გამოიჩენს. რაც შეეხება მამაკაც-თხის რქას, ის ქმრის მოვალეობას სრულფასოვნად ასრულებს, საიმედო და ოჯახზე მზრუნველია. პერიოდულად, მათ ურთიერთობაში იქნება ემოციური სიცივე - თხის რქას დამსახურებით, მას კი პრეტენზია ექნება საოჯახო საქმეებთან დაკავშირებით. მაგრამ, რაც წლები გავა, მით უფრო კარგად გაუგებენ ერთმანეთს და შეეწყობიან. უფრო სწორად, შეწყობა მხოლოდ ქალ-სასწორს მოუწევს, რადგან მამაკაცი-თხის რქა არასოდეს შეიცვლის ხასიათს.
მეგობრობა
მათი მეგობრობა საკმაოდ გულგრილი იქნება, თუმცა დახვეწილი. მათ ურთიერთობაში ადგილი არ ექნება სპონტანურობას და დაუგეგმავ ქმედებებს. ყოველთვის მშვიდად და გაწონასწორებულად მოიქცევიან. თუ მოახერხებენ კონტაქტის ხანგრძლივად შენარჩუნებას, შესაძლოა ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ, მაგრამ მამაკაცი-თხის რქას სიცივე არსად გაქრება...
მათი თანამშრომლობა სრულიად შესაძლებელია. სამუშაო პროცესის ორგანიზატორი იქნება მამაკაცი-თხის რქა, მაშინაც კი, თუ ის ქალი-სასწორის დაქვემდებარებაშია, რომელიც თავის მხრივ იზრუნებს ურთიერთობების დალაგებაზე კოლექტივის შიგნით და მის გარეთ. მოაგვარებს პრობლემურ საკითხებს ბიზნეს-პარტნიორებთან და შეიმუშავებს ახალი ინვესტორების და მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიას. ძალების გაეთიანებით, მათ შეუძლიათ უდიდესი შედეგების მიღწევა, რაც მოუტანთ აღიარებას და სოლიდურ შემოსავალს. მთავარია ეს ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ არ მიმართონ.