შეთავსება
სასწორი
ტყუპები
შეთავსება

თავსებადობა - 93%. ეს არის ორი მსუბუქი და ჰაეროვანი ადამიანის კავშირი, რომლებსაც ზოგჯერ მიწაზე დაშვება აუცილებლად სჭირდებათ.

სიყვარული

ქალ-სასწორსა და მამაკაც-ტყუპებს შორის სიყვარული მომენტალურად იფეთქებს, თუმცა, ერთმანეთს პირველივე წამიდან ამჩნევენ. ზოგადად, ქალი-სასწორი რომ ვერ შეამჩნიოს ვინმემ - წარმოუდგენელია, რადგან ის ყურადღების ცენტრში თუ არა, ყოველთვის იქვე ახლოსაა თავისი მომხიბვლელობით და დელიკატურობით. მამაკაც-ტყუპებსაც ძალიან უყვარს ასეთ ქალებთან ურთიერთობის გაბმა.

მათი სასიყვარულო ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდება, რადგან ორივე ჰაერის სტიქიას ეკუთვნიან და ახასიათებთ საკუთარ რომანტიკულ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების ფორსირება. ერთად დროს სასიამოვნოდ და მსუბუქად გაატარებენ. მართალია პერიოდულად სიმყარის და სტაბილურობის შეგრძნება დააკლდებათ, მაგრამ ეს დიდად არ დაძაბავთ მათი ხასიათიდან გამომდინარე.

სექსი

წყვილის სექსუალური ურთიერთობა ძალიან აქტიური და საინტერესო იქნება. ქალი მთლიანად პარტნიორისთვის კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული, უსმენს და ესმის მისი, ცდილობს ამოიცნოს რა სურს. პრობლემა ისაა, რომ მამაკაცი-ტყუპები ამ სურვილების დემონსტრირებას ნაკლებად ახდენს. ის უსიტყვოდ აკვირდება პარტნიორ ქალს, ცდილობს მისი აზრები ამოიკითხოს და სექსუალური სურვილები ამოიცნოს. ასევე, მათ ყოველთვის შეუძლიათ ერთმანეთის გართობა და მოდუნება მსუბუქი საუბრით.

ქორწინება და ოჯახი

ქალი-სასწორის და მამაკაცი-ტყუპების ქორწინება ისეთივე მსუბუქი და მარტივი იქნება, როგორც მათი სასიყვარულო თუ სექსუალური ურთიერთობა. საყოფაცხოვრებო საკითხებით ერთმანეთს თავს არ მოაბეზრებენ. ორივეს უყვარს კომფორტი და ამიტომ, მათ ოჯახში ყოველთვის იქნება სიმშვიდე, ბედნიერება, გართობა და ურთიერთპატივისცემა. ხშირად მოიწვევენ სტუმრად მეგობრებს, ივლიან კინოში და თეატრში - ერთი სიტყვით, საკმაოდ აქტიური და კულტურული თანაცხოვრება გამოუვათ. შესაძლოა მათ ქორწინებას აკლდეს სიმყარე, მტკიცე გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობა, მაგრამ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გაუმკლავდებიან და ეს საკითხები კრიტიკულ როლს არ ითამაშებს მათ ურთიერთობაში.

მეგობრობა

მეგობრობა ნამდვილად კარგი ექნებათ, რადგან ქალი-სასწორი შეძლებს მამაკაცი-ტყუპების დროულად მხარდაჭერას და დახმარებას, ხოლო მისი მხრიდან არ მოკლდება გართობა, მხიარულება და გამხნევება. მეგობრები ხშირად იკონტაქტებენ, ჭარბად გაცვლიან ემოციებს, და პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ ერთმანეთს. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები ძალიან გვანან ბავშვებს, ამიტომ, მათი მეგობრობა იქნება ბავშვურად მარტივი და გულახდილი.

სამსახური და ბიზნესი

მათთვის კარგია ერთობლივი მუშაობა ხელოვნების, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ქალი-სასწორი თავისი დიპლომატიური თვისებების წყალობით მოაგვარებს ურთიერთობების საკითხს, ხოლო მამაკაცი-ტყუპები ძალებს მიმართავს საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაზე. ერთობლივი ძალებით ისნი ნებისმიერ პროექტს წარმატებულად დაასრულებენ, სადაც საჭიროა მოლაპარაკებები და ადამიანებთან მიდგომის პოვნა. თუმცა, მათ ერთობლივ მუშაობას ნეგატიური მხარეც აქვს და ეს არის - კონკურენცია. იმ შემთხვევაში, თუ შეძლებენ ძალების გაერთიანებას მთავარი მიზნების მიღწევის და არა ერთმანეთთან შეჯიბრისკენ, წარმატებაც არ დააყოვნებს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება