თავსებადობა - 91%. ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის ურთიერთობა, ერთ-ერთი ყველაზე დიპლომატიური კავშირია.
ორი სასწორის სასიყვარულო ურთიერთობა - ცალკე ამბავია. საქმე იმაშია, რომ სასწორი არის სიყვარულის, სილამაზის და ჰარმონიის ნიშანი. ამიტომ, როცა ქალი და მამაკაცი სასწორი ხვდება, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ, ორმაგ სიყვარულს, სილამაზე და ჰარმონიას იღებენ. ისინი ერთმანეთის მიმართ მაქსიმალურად ყურადღებიანი იქნებიან და არასოდეს მოიქცევიან უღირსად ან ისე, როგორც არ ენდომებოდათ, რომ მათ მოქცეოდნენ.
მათ მაქსიმალურად რომანტიკულ, მსუბუქ და ნაზ ურთიერთობას დააკლდება ორი რამ - მყარი საფუძველი, რადგან ორი სასწორი ნიშნავს ორმაგ ორჭოფობას და ვნება, იქედან გამომდინარე, რომ ისინი არ არიან მიჩვეული ემოციების ღიად გამოხატვას.
ორი სასწორის ინტიმური ურთიერთობა იქნება საკმაოდ გაწონასწორებული, საერთოდ თუ გადაწყვიტეს იქამდე მისვლა, რა თქმა უნდა. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალიც და მამაკაციც, ძალიან მორცხვები არიან სექსში. მათ წყვილში გაუგებრობას გამოიწვევს ერთმანეთის მხრიდან მოლოდინი იმისა, რომ რომელიმე მათგანი პასუხისმგებლობას აიღებს და გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს. ინიციატივის გამოჩენასაც ერთმანეთისგან ელიან, თუმცა - ტყუილად.
საბოლოოდ რა თქმა უნდა მოახერხებენ სექსუალურ ურთიერთობაზე გადასვლას, თუმცა ეს პროცესი ძალიან რთული იქნება. ამიტომ, ინტიმურ ცხოვრებაში ქალ და მამაკაც სასწორს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ერთმანეთის შემავსებელ წყვილს.
თუ ისინი დაქორწინდებიან, ოჯახში სტაბილურობა ექნებათ, სადაც ორივე იზრუნებს თანასწორობასა და ჰარმონიაზე. მათ ურთიერთობაში მთავარი იქნება პატივისცემა, სინაზე და ადამიანური გრძნობები. ქალი და მამაკაცი სასწორისთვის მნიშვნელოვანია ჩუმი ბედნიერება, რომელიც ოჯახის ყველა წევრს უნდა ხვდეს წილად. მათი შვილები გაიზრდებიან სიყვარულით და მზრუნველობით სავსე გარემოში. ორი სასწორი ოჯახს ხანგრძლივად შეინარჩუნებს, ხშირად - მთელი ცხოვრების მანძილზეც კი.
მათ ნამდვილად შეუძლიათ მეგობრობა. შეხვედრების გარეშეც კი, სასწორების ურთიერთობა აგრძელებს არსებობას, რადგან ერთმანეთის ემოციური და მენტალური აღქმა დისტანციაზეც მშვენივრად აქვთ. მათ შეუძლიათ საათობით ისაუბრონ ტელეფონზე, განიხილონ სხვადასხვა თემები და საკუთარი ცხოვრება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მარტივად შეუძლიათ სექსუალური შეგრძნებებისგან აბსტრაგირება, ამიტომ, საპირისპირო სქესის მეგობარს, არავითარ შემთხვევაში არ შეხედავენ სხვა მხრივ, რაც ძალიან დასაფასებელია. მათი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთნდობას.
ძალიან კარგი იქნება, თუ ორი სასწორი ერთი საქმით დაკავდება. განსაკუთრებული წარმატება ელით სილამაზის, ხელოვნების და ხალხთან ურთიერთობის მიმართულებით. ერთობლივი ძალებით, ისინი შეძლებენ კომუნიკაცია დაამყარონ ნებისმიერ ადამიანთან. მოახდენენ ორჯერ მეტი ჰუმანური იდეების გენერირებას და შექმნიან რაიმე ლამაზს და ფასეულს. მაშინაც კი, თუ სხვადასხვა თანამდებობებზე იქნებიან, ერთმანეთს ბოლომდე გაუგებენ და მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ერთადერთი, რისი კეთებაც მათთვის არ არის რეკომენდირებული - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაა, განსაკუთრებით ფინანსებთან დაკავშირებით.