შეთავსება
სასწორი
მერწყული
შეთავსება

თავსებადობა - 96%. არცერთს არ უყვარს ურთიერთობების გარკვევა, პირიქით, მოსწონთ, როცა ყველაფერი მარტივად არის. ქალი-სასწორი და მამაკაცი-მერწყული ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს.

სიყვარული

მათი სასიყვარულო ურთიერთობა მსუბუქია, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ერთმანეთს თავს არასოდეს მოაბეზრებენ უაზრო პრეტენზიებით, უბრალოდ ისიამოვნებენ იმით, რაც აქვთ. ქალი-სასწორიც და მამაკაცი-მერწყულიც მიდრეკილი არიან უფრო მენტალური, ვიდრე ემოციური სიყვარულისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში უდიდეს რესურსს დებენ. მუდმივად განიხილავენ არამარტო გრძნობებ, არამედ ყველა დეტალს, რაც მათ უკან დგას. შესაბამისად, გონებით უფრო უყვართ, ვიდრე გულით და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ასეთი მიდგომა საკმაოდ ამართლებს, რადგან ის წყვილს ეხმარება ურთიერთობის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებაში და არაფრისმომცემი კინკლაობის თავიდან აცილებაში.

სექსი

ქალ-სასწორსა და მამაკაც-მერწყულს შორის ინტიმური ურთიერთობა იშვიათად არის ვნებიანი - ისინი სექსის მიმართაც გარკვეული გულგრილობით არიან განწყობილი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ აინტერესებთ ეს პროცესი. უბრალოდ, ამ შემთხვევაშიც ცივი გონებით უფრო მოქმედებენ, ვიდრე გრძნობებით და სხეულით. აღგზნებისთვის მათ ხანგრძლივი საუბრები და პრელუდია სჭირდებათ, ხოლო როცა უშუალოდ მოქმედებაზე გადავლენ, საკმარის სინაზეს და აქტივობას იჩენენ. მამაკაცი-მერწყულის დამსახურებით, მათ სექსის დროს უამრავი საინტერესო და უჩვეულო მომენტები ელით. ქალი-სასწორი კი აკონტროლებს, რომ ინტიმი დასაშვებ ფარგლებს არ გასცდეს, რადგან ის, ყველა საკითხში ჰარმონიისკენ ისწრაფვის.

ქორწინება და ოჯახი

დაქორწინებისას, მათი თანაცხოვრება გაამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ორივე მენტალურად მზად იქნება ამისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ემოციურად მომწიფებული უნდა იყვნენ, რათა გააფორმონ ურთიერთობა და შეუდგნენ ოჯახურ ცხოვრებას. ყველაფრისადმი ინტელექტუალური მიდგომის წყალობით, ისინი შეძლებენ ქცევის სწორი სტრატეგიის შემუშავებას როგორც ერთმანეთთან, ისე ბავშვებთან. ქალი-სასწორი არ არის დიდი მეოჯახე, რომელიც დაკავებულია ქმრის და შვილების მოვლით, სახლის საქმით და სამზარეულოში ფუსფუსით, მამაკაცი-მერწყული კი ნაკლებად უძღვნის საკუთარ თავს მეოჯახე-მამის როლს. უფრო მეტად, ეს იქნება ორი თავისუფალი პიროვნების ერთობა, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ ან სურთ და ერთმანეთის სიყვარულის გამო ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ.

 

მეგობრობა

ისინი საუკეთესო მეგობრები იქნებიან. მამაკაცი-მერწყულისთვის მეგობრობა პრიორიტეტული საკითხია და ძალიან უფრთხილდება ახლობელ ადამიანებს. ქალი-სასწორი კი ნებისმიერი ტიპის ურთიერთობას მშვენივრად ართმევს თავს -განსაკუთრებით მეგობრობას. მათი ურთიერთობა იქნება თბილი და ძალიან საინტერესო, ერთად მშვენივრად გაერთობიან, ისაუბრებენ, გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს და კითხავენ რჩევებს. მათი გემოვნება და შეხედულებები დიდწლად ემთხვევა, რაც ხელს უწყობს მეგობრობის კიდევ უფრო გამყარებას. მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ ახასიათებს წუწუნი, პერიოდულად ერთმანეთს გულს გადაუშლიან და ყველაზე პრივატულ საკითხებზეც კი ისაუბრებენ.

სამსახური და ბიზნესი

ქალი-სასწორი და მამაკაცი-მერწყული საკმაოდ კარგი ტანდემია ერთობლივად მუშაობის პროცესისთვის. მათ საერთო მეთოდები აქვთ საქმისადმი მიდგომის კუთხით. არჩევანის შემთხვევაში, ორივე იხრება ინტელექტუალური სამუშაოსკენ. ქალი-სასწორი უკეთესად უმკლავდება პროცესის იმ ნაწილს, რომელიც უკავშირდება ადამიანებთან ურთიერთობას, მამაკაცი-მერწყული კი სიახლეების კვლევას და ინფორმაციის მოძიება-დამუშავებას ანიჭებს უპირატესობას - ის ქმნის მუშაობის ახალ მეთოდებს და ეძებს დასახული მიზნების მიღწევის გზებს. ერთობლივი ძალებით, წყვილი გაუმკლავდება ნებისმიერ პროექტს და შეძლებს შექმნას ახალი პროდუქტი, რომელიც ყოველთვის დიდ მოწონებას და ინტერესს დაიმსახურებს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება