თავსებადობა - 100%. ქალი-მერწყული დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარეა, მამაკაცი-ვერძი კი ვნებიანი, ემოციური და მესაკუთრე. წესით, ერთმანეთს უნდა შეეწყონ. საინტერესოა, რამდენად მოახერხებენ ამას?
ისინი სხვადასხვა სტიქიას ეკუთვნიან: მერწყული - ჰაერის სტიქიას, ვერძი კი ცეცხლის. ერთმანეთისკენ მათ იზიდავს სწორედ ის ნაკლი, რაც თითეულს გააჩნია. ქალ-მერწყულს ყველაზე მეტად მოსწონს მამაკაცი-ვერძის შეუპოვრობა და ენერგიულობა, მისი მონდომება ქალის გულის მოგების მხრივ. მამაკაც-ვერძს კი ჟინს გაუძლიერებს ქალის სიჯიუტე და დაუმორჩილებელი ხასიათი. მათი სასიყვარულო ურთიერთობის ყველაზე დიდი პლიუსია რომანის ხანგრძლივად შენარჩუნების შესაძლებლობა სწორედ იმის საფუძველზე, რომ ვერძს უყვარს საყვარელი ქალის გულის მონადირება, მერწყული კი დაუსრულებლად წინააღმდეგობას უწევს.
მათ სექსუალურ ცხოვრებაში მოვლენები იგივე დრამატურგიულ ჟანრში ვითარდება, როგორც სასიყვარულო ურთიერთობაში: ქალი ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს მამაკაცს, ის კი ყველა საშუალებას იყენებს მის დასაუფლებლად. ინტიმურ საკითხებში მრავალფეროვანი იდეების პრობლემა მათ არასოდეს ექნებათ, რადგან ქალი-მერწყული ვერ იტანს ერთფეროვნებას, მამაკაცი-ვერძი კი დიდი სიამოვნებით და ინტერესით მიუდგება მის ყოველი ახალი შეთავაზების განხორციელებას.
ერთადერთი, რის გამოც ამ ურთიერთობაში მამაკაცი-ვერძი შეიძლება იტანჯებოდეს, არის ქალი-მერწყულის აშკარა გულგრილობა სექსის მიმართ, რომელსაც პერიოდულად ავლენს. თუმცა, მას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ საყვარელი ქალი მოადუნოს და მაქსიმალუარად აღაგზნოს.
მათი დაქორწინება სრულიად შესაძლებელია თუ ნამდვილი გრძნობები ექნებათ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ქალ-მერწყულს არ უყვარს ფორმალობები და დიდად არც იმის სურვილი აქვს, რომ ვინმეს ეკუთვნოდეს. ასევე, მას არ იზიდავს ტიპიური დიასახლისის როლი. ამიტომ, მზრუნველი და თბილი მეუღლე, ვერძს ნამდვილად არ ეყოლება.
ქალი-მერწყული საუკეთესო პარტნიორია მეგორბობაში, ამიტომ, მათ ურთიერთობაშიც წამყვან როლს ის იკისრებს. მამაკაცი-ვერძის მხრიდან კი სიხარულით იქნება მიღებული ქალის მიერ შეთავაზებული იდეები დროის საინტერესოდ გაყვანასთან დაკავშირებით. ერთად არასოდეს მოიწყენენ და სასაუბრო თემებიც არასოდეს ამოეწურებათ - იქნება ეს პირადული თუ ზოგადი.
ერთად მუშაობის შემთხვევაში, ისინი ბევრ რამეს ისწავლიან ერთმანეთისგან. მაგალითად, მამაკაცი-ვერძი უფრო მომთმენი გახდება, დაფიქრებას ისწავლის და მეტ დროს დაუთმობს საკუთარი ქცევის ანალიზს. ქალი-მერწყული კი გამოიმუშავებს მეტ სითამამეს და ინიციატივას ვერძის მსგავსი ენერგიული და აქტიური კოლეგის დახმარებით. მათ უპრობლემოდ შეუძლიათ ორგანიზება გაუკეთონ ნებისმიერ საკითხს და თავისუფლად წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი