თავსებადობა - 66%. მერწყული მიილტვის თავისუფლებისკენ, კირჩხიბი კი უსაფრთხოებისკენ. მათი განწყობები დიდად არ ემთხვევა, ამიტომ, საინტერესოა რა გამოვა ამ ურთიერთობიდან?
ქალ-მერწყულსა და მამაკაც-კირჩხიბს შორის სასიყვარულო ურთიერთობა ძალიან ნელა ვითარდება. პირველ ეტაპზე კირჩხიბს გაუჭირდება გახსნა, მითუმეტეს რომ ძალიან აფრთხობს მერწყულის პირდაპირობა და თავის მხრივ, არც ქალი იჩენს დიდ ყურადღებას მის მიმართ. დროთა განმავლობაში ერთმანეთის შემჩნევას და დაკვირვებას იწყებენ. შემდეგ ჩნდება მიზიდულობის ძალა - მამაკაცი ემოციური გავლენის ქვეშ აქცევს ქალს, ის კი მაგიური ძალით ახდენს მის შთაგონებას. თუ გრძნობები გაუღმრავდებათ, რომანიც მყარი და ხანგრძლივი იქნება.
ზოდიაქოს ორივე ნიშნის წარმომადგენელს არ ჰყოფნის სითამამე გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, არცერთი არ არის ინიციატივის აღებისკენ მიდრეკილი, მათ შორის არც ინტიმურ ურთიერთობაში. ამიტომ, სექსისთვის საჭირო პირველი ნაბიჯის გადადგმას, ძალიან დიდ დროს მოანდომებენ. საბოლოოდ, როცა მიხვდებიან, რომ ამის გაკეთება რომელიმეს აუცილებლად მოუწევს, პასუხისმგებლობას აიღებს არა მამაკაცი-კირჩხიბი, არამედ ქალი-მერწყული. შემდეგ, მათი ურთიერთობა ნელ-ნელა შეივსება სინაზით და ალერსით.
საწოლში ვნება და აქტივობა რა თქმა უნდა დააკლდებათ, მაგრამ ეს შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩეთ, რადგან ორივე მოწყვეტილია ცხოვრების მიწიერი, სენსორული ნაწილისგან და არც ისე კარგად ესმით საკუთარი სექსუალური შეგრძნებების.
ქორწინების საკითხში, ქალ-მერწყულსა და მამაკაც-კირჩხის შორის შეიძლება გაჩნდეს უთანხმოება. საქმე იმაშია, რომ ქალს საერთოდ არ სურს ურთიერთობის გაოფიციალურება, მამაკაცი კი ოცნებობს ოჯახზე. თუ მათი სიყვარული იმდენად ძლიერი იქნება, რომ მერწყულს აზრს შეაცვლევინებს, მაშინ მათ ელით ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხოვრება, რადგან ამაზე იზრუნებს მამაკაცი-კირჩხიბი - მასზე რბილი, მოსიყვარულე და ერთგული ქმარი, მეორე არ არსებობს. თუმცა, მეორეს მხრივ, კირჩხიბი არ გამოირჩევა დიდი პრაქტიკულობით, ამიტომ, საკითხები, რომლებთან გამკლავებასაც ქალი-მერწყული ქმრის იმედად ფიქრობდა, სრულად მისი მოსაგვარებელი გახდება.
მათი მეგობრობის დაწყების და შენარჩუნების ინიციატორი არის ქალი-მერწყული. მას შეუძლია ისე გააკეთოს, რომ კირჩხიბმა თავი იგრძნოს საჭირო ადამიანად. ხანგრძლივი საუბრები არაფერზე და ამავდროულად ყველაფერზე - მათი მეგობრობის მცირედი ნაწილია. ორივეს უყვარს თავგადასავლები, ამიტომ, საინტერესო გასეირნებები და მოგზაურობები, ძალიან გაალამაზებს მათ ყოველდღიურობას და დაავიწყებთ ყოველგვარ ნეგატივს.
მამაკაცი-კირჩხიბის და ბიზნესის ერთად განხილვა არც კი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს მთელი კორპორაციების შექმნაც კი გამოსდით, მათთვის უფრო საინტერესოა ახალი იდეების განხილვა და პროექტების განხორციელება. ასევე, მამაკაცი-კირჩხიბები ძალიან წარმატებული არიან შემოქმედებით სფეროში და სწორედ ამ მიმართულებით, საუკეთესოდ თანამშრომლობენ ქალ-მერწყულთან. ერთად ისინი შეძლებენ სრულყოფილად შეასრულონ ნებისმიერი დავალება. თუმცა, დეტალების დამუშავებისთვის დასჭირდებათ დახმარება, რადგან რუტინული საქმის კეთება არცერთს არ ეხერხება. ერთობლივი საქმიანობისას ქალი-მერწყული შეძლებს დააინტერესოს და მოიზიდოს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან საქმის სრულყოფაში.