თავსებადობა - 89%. ქალი-მერწყული ნაზია, მამაკაცი-მორიელი კი ვნებიანი და ცოტა უხეში. რამდენად შესაძლებელია მათი ურთიერთობა?
მერწყული დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარეა, მორიელი სხვის ემოციებზე მოთამაშე. თავდაპირეველად, ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგო განწყობებით იქნებიან, მაგრამ დროთა განმავლობაში, მამაკაცი-მორიელი შეძლებს ვნებების და ნათელი ემოციების გაღვიძებას ქალ-მერწყულში. ეს მას მძიმე შრომად დაუჯდება, რადგან ქალი ძალიან ცივი და ზედაპირულია გრძნობების გამოხატვის მხრივ. მას ფაქტიურად არ აქვს ის ცეცხლოვანი ვნება, რაც მორიელს ახასიათებს, სიყვარულსაც სხვანაირად უყურებენ და სრულიად სხვადასხვა რამეს ელიან მისგან.
ქალ-მერწყულს იზიდავს პარტნიორობის ისეთი ფორმატი, სადაც საინტერესო და მარტივი იქნება. მორიელს კი ემოციებით და მოვლენებით სავსე ურთიერთობა სურს. ამიტომ, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ მათ ოდესმე შეძლონ “ოქროს შუალედის” პოვნა, რომელიც მისაღები იქნებოდა ორივესთვის, თუმცა, მის ძიებაშიც არანაკლებ სიამოვნებას მიიღებენ.
ქალი-მერწყულის და მამაკაცი-მორიელის ინტიმური ურთიერთობა დაძაბულ ბრძოლას გავს. ფიზიკური სიახლოვისას ორივე ბოლომდე იხსნება და აღიგზნება. მორიელი ყოველთვის შეეცდება ქალის შთაგონება იყოს, ბევრი არაფერი გამოუვა, მაგრამ მაინც… ქალი-მერწყული კი დიდი მცდელობების მიუხედავად, ვერასოდეს შეძლებს თავი დაიძვრინოს მორიელის სექსუალური სურვილების შესრულებისგან. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები მათ ურჩევენ სექსში აქტიურად გამოიყენონ როლური თამაშები და სხვა მეთოდები, რაც დაეხმარებათ ემოციების გაღვივებასა და ინტიმური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
ეს იქნება ხმაურიანი და ემოციებით სავსე ქორწინება. მათი შეხედულებები ოჯახური თანაცხოვრების მიმართ სრულიად განსხვავებულია: მამაკაცი-მორიელი, როგორც წყლის სტიქიის წარმომადგენელი, ოცნებობს მშვიდ ოჯახზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, პერიოდული “აფეთქებების” მომწყობიც თავად იქნება. ქალი-მერწყული საერთოდ არ აღიარებს ფორმალობებს, არ ესმის, რატომ უნდა ეკუთვნოდეს ერთი ადამიანი მეორეს, არ უყვარს დაპირებების გაცემა და არც საყოფაცხოვრებო საკითხებით ინტერესდება. მორიელზე დაქორწინების შემთხვევაში, მას ძალიან გაუჭირდება საკუთარი პოზიციების დაცვა.
თუ მაინც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მათი ოჯახური თანაცხოვრება მარტივი არა, მაგრამ საინტერესო ნამდვილად გამოვა.
ქალ-მერწყულს საუკეთესოდ გამოსდის მეგობრობა. მამაკაცი-მორიელი დააფასებს მის თვისებებს, რაც გამოიხატება ყურადღებასა და ერთგულებაში და თავადაც მაქსიმუმს გააკეთებს მათი ურთიერთობისთვის. პერიოდულად, მათ მეგობრობაში იქნება გაუგებრობებიც, მაგალითად, ქალი ვერასოდეს გაიგებს, რატომ იხარჯება მამაკაცი-მორიელი ისეთ საკითხებზე, რაც ყურადღებასაც კი არ იმსახურებს, ხოლო მორიელისთვის ქალის უემოციო და არაინტენსიური ცხოვრების სტილი იქნება ამოუცნობი. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, ისინი საბოლოოდ გაგებენ და მიიღებენ ერთმანეთს ისეთს, როგორიც არიან.
ურთიერთშეთანხმებული მოქმედების შემთხვევაში, მათთვის შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მიზნის მიღწევა, ნებისმიერ სფეროში. ერთობლივად მუშაობისას, სტრატეგოსის როლი ექნება მამაკაც-მორიელს - ის შეძლებს დასახოს მიზნები, ხოლო ქალი-მერწყული შეარჩევს მათი მიღწევის კონკრეტულ გზებს და ნაბიჯებს. ზოგჯერ ქალს მობეზრდება მორიელის მხრიდან პრობლემების გაზვიადებისკენ მიდრეკილება, ის კი თავის მხრივ უკმაყოფილო იქნება მერწყულის საქმისადმი ზედაპირული დამოკიდებულებით. თუ წყვილს სურს წარმატებას და შედეგბს მიაღწიოს, მოუწევთ დათმობებზე წასვლა და წვრილმანების გამო კინკლაობაზე უარის თქმა.