შეთავსება
მერწყული
თევზები
შეთავსება

თავსებადობა - 100%. ქალ-მერწყულს და მამაკაც-თევზებს საერთო შეხედულებები აქვთ ბევრ საკითხზე. ასეთი თანხვედრიდან გამომდინარე, მათ საკმაოდ ღრმა და სასიამოვნო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ.

სიყვარული

მთავარი, რასაც სიყვარულში ქალი-მერწყული და მამაკაცი-თევზები ეძებენ - ეს არის გრძნობების სიღრმე. ორივე საკმაოდ ინტელექტუალია იმისთვის, რომ ნებისმიერი ურთიერთობის პირობებში, კარგად აღიქვან პარტნიორის პიროვნება. არცერთს არ ახასიათებს ეჭვიანობა, მესაკუთრის ინსტინქტები და საერთოდ არ ესმით, რატომ უნდა ჩაიციკლო ერთ ადამიანზე. ურთიერთპატივისცემით, ერთმანეთის აზრების და მოთხოვნების გათვალისწინებით, ისინი შეძლებენ იმუშაონ საკუთარ თავზე და განივითარონ სიყვარულისადმი უფრო ვნებიანი მიდგომის უნარი, რათა შეძლონ სიამოვნება და ბედნიერება მიიღონ რომანტიკისგან. მათ სასიყვარულო ურთიერთობას მკრთალად გასდევს ცინიზმიც და სიცივეც - თითოეულის ბუნებიდან გამომდინარე.

სექსი

წყვილის ინტიმური ურთიერთობა მედიტაციასთან მიახლოებული იქნება. ქალი-მერწყულიც და მამაკაცი-თევზებიც, განწყობილი არიან სექსით არა ფიზკური, არამედ მგრძნობელობით-ემოციური სიამოვნების მიღებაზე. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სექსისთვის მომზადების და პრელუდიის ეტაპი. ამიტომ, ხანგრძლივი მოსადუნებელი საუბრები და სასიამოვნო მუსიკა ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს მათ აღგზნებაზე.

ქორწინება და ოჯახი

ქალ-მერწყულსა და მამაკაც-თევზებს შორის ქორწინება საკმაოდ მყარი და ნაზი იქნება. ისინი არასოდეს მოირგებენ ტრადიციული ცოლ-ქმრის როლს, რადგან სულ სხვა გაგება და მიდგომები აქვთ ამ საკითხისადმი. ქალი-მერწყული ყოველთვის შეძლებს მხარდაჭერა გამოუცხადოს ქმარს, ხოლო მამაკაცი-თევზები შექმნის საჭირო ემოციურ ატმოსფეროს, სადაც ორივესთვის ძალიან კომფორტული იქნება. შვილების გაჩენის შემთხვევაში, მათ უზრუნველყოფაზე, განათლებსა და სიყვარულით სავსე გარემოში გაზრდაზე, ორივე მშობელი თანაბრად იზრუნებს.

მეგობრობა

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს მეგობრობა კარგად გამოსდით. ქალი-მერწყულიც და მამაკაცი-თევზებიც ძალიან კომუნიკაბელური არიან, უყვართ თავგადასავლები და მუდმივად ეძებენ სიახლეებს. მათ შეუძლიათ ერთმანეთს ყველაფერი მოუყვნენ, რადგან აქვთ ნდობა. კარგად ესმით ურთიერთგანწყობები და ყოველთვის ცდილობენ სათანადო ყურადღება და მხარდაჭერა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ.

სამსახური და ბიზნესი

ისინი ერთად კარგად იმუშავებენ რაიმე ლამაზის ან საინტერესოს შექმნის მიმართულებით. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, უნდა იყოს ახალი, ჯერ უხილავი და არა სტანდარტული და ცნობილი. ამიტომ, კვლევითი საქმიანობა ყველაზე მეტად შესაფერისია ამ წყვილისთვის. მამაკაც-თევზებს განვითარებული ინტუიცია აქვს და შეუძლია ნებისმიერი საკითხის გადაჭრის გზები შეიმუშაოს, ხოლო ქალი-მერწყული მოიძიებს ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც დაეხმარებათ დაგეგმვასა და პერსპექტივების განსაზღვრაში.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება