თავსებადობა - 92%. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და სწორედ ეს აჩენს მათ შორის როგორც უდიდესი მიზიდულობის, ისე განზიდვის ძალას. საინტერესოა, რა გამოვა მათი ურთიერთობიდან?
ქალი-მერწყული არის ძალიან თავისუფლებისმოყვარე. მამაკაცი-ლომი კი პატივმოყვარე და მესაკუთრე. როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან და ურთიერთობას იწყებენ, ირთვება წინააღმდეგობის ეფექტი. ქალი ცდილობს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მამაკაცი კი, თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი შეაყვაროს და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს.
დროთა განმავლობაში, წყვილი პოულობს “ოქროს შუალედს”, როცა არცერთი მათგანი არ ითრგუნება და სასიყვარულო ურთიერთობას სტრესის ნაცვლად მოაქვს სიმშვიდე და სიამოვნება.
წყვილის ინტიმური ურთიერთობა შეიძლება იდეალური იყოს, თუ სწორ მიდგომას გამოიჩენენ ერთმანეთის ხასიათის მიმართ. მამაკაცი-ლომი იქნება ვნებიანი საყვარელი, რომელიც იზრუნებს სექსის დროს მაქსიმალური სიამოვნების მიღების უზრუნველყოფაზე, ხოლო ქალი-მერწყული, კომფორტული პარტნიორი, რომელიც მუდმივად ტონუსში ამყოფებს ლომს და მოძებნის საინტერესო თემებს აღმგზნები საუბრისთვის. მათ არასოდეს ექნებათ სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნების პრობლემა და შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის ჰარმონიზაციამდე მიყვანასაც კი მოახერხებენ.
ოფიციალურ ქორწინებაში ქალი-მერწყული უცნაურად იქცევა. მას რა თქმა უნდა შეუძლია თავის მოკატუნება და კარგი დიასახლისის როლის მორგება, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს მისი ხასიათიდან გამომდინარე. რაც შეეხება მამაკაც-ლომს, ის ძალიან კარგი მეოჯახე და მზრუნველი მეუღლეა, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია კომფორტული გარემო შექმნას იმისათვის, რომ საყვარელი ცოლი ყოველთვისმის გვერდით იყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლომი ძალიან მესაკუთრეა და ქორწინება მისთვის ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ საყვარელი ქალი არსად წავა.
ურთიერთობის ეს ფორმატი ამ წყვლს ყველაზე მეტად შეეფერება. ქალ-მერწყულს შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაცია, მამაკაცი-ლომისთვის კი მერწყულთან მეგობრობა ძალიან ფასეულია, რადგან ვერავისთან ისე თავისუფლად, მსუბუქად და ბედნიერად ვერ გრძნობს თავს, როგორც მასთან. შეიძლება ითქვას, რომ ქალი-მერწყულის და მამაკაცი-ლომის მეგობრობა არის ალტრუისტის და ეგოისტის კავშირი.
წყვილს შეუძლია ერთობლივი საქმიანობით დაკავდნენ ნებისმიერ სფეროში. მამაკაც-ლომს ექნება ერთგვარი მამოძრავებელის ფუნქცია, რადგან ის ძალიან ენთუზიასტია, შეუძლია ინიციატივის გამოჩენა და ყველას დამუხტვა პოზიტივით და რწმენით. ხოლო ქალი-მერწყული ყოველთვის დაუჭერს მხარს მის იდეებს და ინიციატივას, შეიმუშავებს მიზნების მიღწევის გეგმას და საქმესაც სწორად გადაანაწილებს. ზოდიაქოს ამ ნიშნების შრომით ტანდემში ორივე იმუშავებს მამაკაცი-ლომის იმიჯსა და რეპუტაციაზე, რამდენადაც ქალი-მერწყული ცნობილი ალტრუისტია და მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.