შეთავსება
მერწყული
მშვილდოსანი
შეთავსება

თავსებადობა - 100%. ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს: ორივე თავისუფლებისმოყვარე და ხალასია. საინტერესოა, რა გამოვა მათი ურთიერთობიდან?

სიყვარული

ამ წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა კლასიკური პარტნიორობის პრინციპს ეფუძნება. ერთმანეთზე ზეწოლას არ ახდენენ, არაფერს აიძულებენ და საკუთარ ნებას არ ახვევენ თავს. საქმე იმაშია, რომ ქალი-მერწყულიც და მამაკაცი-მშვილდოსანიც, ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, რომლებიც ვერ იტანენ რუტინას და მესაკუთრეობრივ ინსტინქტებს. შესაბამისად, მათ ურთიერთობაში არ არის მოწყენილობა და მუდმივად ნახულობენ ურთიერთობის გადახალისების საშუალებებს. ასევე, სასიყვარულო კავშირს არ აფუჭებენ ეჭვიანობით. მაშინაც კი, თუ მამაკაცი-მშვილდოსანი შენიშნავს, როგორი ინტერესით აკვირდებიან სხვები მის საყვარელ ქალს, ეჭვიანობის ნაცვლად, ეს მოტივაციას აუმაღლებს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მეტად მოაწონოს მას თავი.

სექსი

მათი ინტიმური ურთიერთობა იქნება ვნებიანიც და ნაზიც. ქალი-მერწყული ჰაერის სტიქიას ეკუთვნის, ამიტომ, ის ურთიერთობაში შეიტანს სიმსუბუქეს და შთაგონებას, ხოლო მამაკაცი-მშვილდოსანი, რომელიც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, სიმხურვალეს არ მოაკლებს საყვარელ ქალს. მერწყული ძალიან ორიგინალურია და ყოველთვის ცდილობს გააოცოს საყვარელი მამაკაცი. გარდა ამისა, მათ შორის ყოველთვის იქნება ბოლომდე უთქმელი თემები, რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთისადმი ინტერესის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით აღგზნებას.

ქორწინება და ოჯახი

არცერთი მათგანი არ ჩქარობს ურთიერთობის დაკანონებას. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სანანებელად ნამდვილად არ ექნებათ საქმე. ოჯახური თანაცხოვრება მათ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს, გაზრდის  ნდობას და მეტად დააახლოვებს მათ. ქალი-მერწყულისგან კარგი დიასახლისი არასოდეს დადგება, თუმცა, ქმრის გასახარებლად და საამებლად საბაბს ყოველთვის იპოვის. უნდა ითქვას, რომ არც მამაკაცი-მშვილდოსანია სამაგალითო მეოჯახე, თუმცა ცოლ-შვილის მიმართ ყოველთვის ყურადღებიანია და მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხში მისი მხარდაჭერის და დახმარების იმედი ჰქონდეთ.

მეგობრობა

სამეგობროდ, ეს წყვილი ნამდვილად საუკეთესოა. ქალი-მერწყულიც და მამაკაცი-მშვილდოსანიც უპირატესობას ანიჭებენ მორალური ტიპის ვალდებულებებისგან თავისუფალ ურთიერთობებს. მეგობრობა სწორედ ასეთი ფორმატის ურთიერთობაა, სადაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება თავისუფალი არჩევანის პრინციპით და ერთმანეთზე ზეწოლას არ ახდენენ. ერთად თავს კარგად იგრძნობენ, რადგან ბევრი საერთო ინტერესი და ჰობი აქვთ. სიამოვნებით გაატარებენ საღამოებს ხანგრძლივ საუბრებში და ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ სიხარულს თუ ტკივილს.

სამსახური და ბიზნესი

ყველაზე კარგად, მათ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სფეროში მუშაობა გამოუვათ. ორივე თეორეტიკოსი უფროა, ვიდრე პრაქტიკოსი, ამიტომ, წარმატებული იქნება მათი მკვლევარად, ავტორად ან მასწავლებლად მუშაობა. თუ კოლეგებად იმუშავებენ, ქალი-მერწყული დაკავებული იქნება ინფრომაციის მოძიებით და ახალი ბიზნეს-პარტნიორების გაცნობით, მამაკაცი-მშვილდოსანი კი მიხედავს დეტალების დამუშავებას. უმჯობესია, თუ წყვილს პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად გუნდში ეყოლებათ მიწის სტიქიის წარმომადგენელი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება