თავსებადობა - 82%. ქალი-მერწყული და მამაკაცი-კურო ერთად წარმოადგენენ სტაბილურობის, ორიგინალურობის და საიმედოობის კავშირს.
მათშორის სასიყვარულო ურთიერთობა ერთის მხრივ ძალიან გამჭვირვალე იქნება, ხოლო მეორეს მხრივ ძალიან ცვალებადი და საინტერესო. ქალი-მერწყული საკმაოდ არასტაბილურია, მაგრამ ეს მამაკაც-კუროს არ აშინებს, რადგან იცის, რომ გულის სიღრმეში ის საინტერესო პიროვნებაა, რომლის ამოცნობა კუროს ძალიან იზიდავს და არც კი ფიქრობს, რომ რამენაირად შეეხოს მის თავისუფლებას.
ქალი-მერწყული თავს ნამდვილ დედოფლად გრძნობს მამაკაცი-კუროს გვერდით და სულ უფრო მეტად უნდა რომ დააინტერესოს, მოიზიდოს და ემოციურად დაიახლოვოს. მათი ურთიერთობა მსუბუქია, ერთმანეთს სითბოს და სინაზეს არ აკლებენ, თუმცა, ემოციურად არასოდეს ბოლომდე არ იცლებიან, რაზეც მამაკაცი-კურო ყოველთვის ოცნებობს.
მათი ინტიმური ცხოვრება საკმაოდ ჰარმონიული იქნება, რადგან მამაკაცი-კურო მასში სტაბილურობას და სიმშვიდეს შეიტანს. ქალი-მერწყული კი იზრუნებს ურთიერთობის გამრავალფეროვნებაზე და მგრძნობელობით მხარეზე. რაც უფრო ახლო და ღრმა ურთიერთობა ექნება წყვილს, მით უფრო ხარისხიანი და სასიამოვნო გახდება ინტიმური ურთიერთობა, რადგან მათთვის სექსი სიყვარულისგან განცალკევებით არ განიხილება. ქალი-მერწყული და მამაკაცი-კურო ძალიან აფასებენ ჰარმონიულ გარემოს, ამიტომ, სექსის დროს ყოველთვის ექნებათ სასიამოვნო მუსიკა და სურნელოვანი სანთლები, რაც დაუვიწყარი ღამისთვის განაწყობთ…
დაქორწინების შემთხვევაში, მათ მყარი ოჯახი ექნებათ. მამაკაც-კუროს შეუძლია იყოს კარგი მეუღლე და წინამძღოლი, რომელიც ზრუნავს ოჯახის უზრუნველყოფაზე. ქალი-მერწყული ყოველთვის გაამხნევებს და შეაქებს მის მცდელობებს. წყვილი დიდ დროს გაატარებს მოგზაურობაში, რადგან ორივეს ძალიან უყვართ საინტერესო და ახალი ადგილები. მათ ოჯახში დაბადებულ ბავშვებს არ მოაკლდებათ მშობლების სიყვარული და ზრუნვა.
ერთადერთი პრობლემა, რასაც წყვილი შეიძლება ოჯახის შექმნის საკითში წააწყდეს, არსი ქალი-მერწყულის მხრიდან დაქორწინების სურვილის არქონა, რადგან მას ძალიან უყვარს თავისუფლება.
ქალ-მერწყულს მეგობრობა ნამდვილად შეუძლია და მამაკაცი-მერწყული თავს მშვენივრად იგრძნობს მის გვერდით. მათ შეუძლიათ დრო სასიამოვნოდ გაატარონ სხვადასხვა თემებზე საუბარში, მოინახულონ საინტერესო ადგილები და ღონისძიებები, რითაც მიიღებენ როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად დასვენების შესაძლებლობას.
თუ მათ ერთად მუშაობა მოუწევთ, ქალი-მერწყული ყოველთვის საქმის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და იდეების გენერატორი იქნება, ხოლო მამაკაცი-კურო შეარჩევს აუცილებელ საშუალებებს და მეთოდებს, რომლებსაც გამოიყენებენ მიზნების მისაღწევად. ასევე, კურო პასუხისმგებელი იქნება ფინანსურ მხარეზე. ერთად მუშაობა მათთვის სასიამოვნო და საინტერესო პროცესი იქნება, რადგან როლები ისე აქვტ გადანაწილებული, რომ ყველა იმას აკეთებს, რაც კარგად გამოსდის.