შეთავსება
მერწყული
თხის რქა
შეთავსება

თავსებადობა - 92%. ქალი-მერწყული თავისუფლებისმოყვარე და ორიგინალურია, მამაკაცი-თხის რქა კი მძიმე ხასიათის, სერიოზული, თუმცა, ამის მიუხედავად, საკმაოდ მომხიბვლელი. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი ურთიერთობის აწყობას?

სიყვარული

ქალ-მერწყულსა და მამაკაც-თხის რქას შორის სასიყვარულო ურთიერთობა იწყება მოულოდნელად. თხის რქა იმყოფება სატურნის გავლენის ქვეშ, რომელიც ძალიან იდუმალი პლანეტაა. მერწყულს კი მართავს პლანეტა ურანი - თავისუფლების და ახალი იდეების საწყისი. შეიძლება ითქვას, რომ შინაგან ბარიერებს, რომლებიც მერწყულს უკვე გადალახული აქვს, თხის რქა არც კი შეხებია და სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ურთიერთობის მთავარი კოლიზია.

მამაკაცი-თხის რქა მთელი ძალით ეცდება შეაკავოს ქალი-მერწყულის რომანტიკული აფეთქებები, რადგან მისთვის მიუღებელია ემოციების და შინაგანი ვნებების იმ ფორმით გამოხატვა, რომელიც მერწყულს ახასიათებს. თავის მხრივ კი, ქალი არ აღიარებს არანაირ შეზღუდვებს, მისივე დაწესებულის გარდა. ამიტომ, მამაკაც-თხის რქას, მუდმივად მოუწევს ქალი-მერწყულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ბოლოს, როცა ორივე დაიღლება ასეთი ურთიერთობით, უბრალოდ დაწყნარდებიან და ერთმანეთის მიმართ გამოიჩენენ მეტ სინაზეს და ყურადღებას, რადგან რეალურად, ორივე განწყობილია ღრმა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ქონაზე.

სექსი

წყვილის ინტიმური ურთიერთობა მარტივი არ იქნება. მათ შორის დაპირისპირებას გამოიწვევს მამაკაცი-თხის რქას კონსერვატიზმი და ქალი-მერწყულის ნონკონფორმიზმი. ქალი არ მოისურვებს რაიმეს დაგეგმვას, არ დაემორჩილება ტრადიციებს და საკუთარი უფლებების ან სურვილების შეზღუდვის ხარჯზე არასოდეს დაუთმობს მამაკაც-თხის რქას, რომელიც არის დაგეგმილი, ხარისხიანი სექსის მოყვარული და ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან სტრუქტურირებული ხედვა აქვს. თუმცა, ქალი-მერწყულის რომანტიკულობა და ემოციურობა მამაკაცი-თხის რქაზე კარგ ზეგავლენას მოახდენს, თუ ნაკლებად წინააღმდეგობრივი იქნებიან ერთმანეთის მიმართ.

ქორწინება და ოჯახი

თუ მამაკაცი-თხის რქა გადაწყვეტს ქალი-მერწყულის ცოლად მოყვანას, ამას აუცილებლად მიაღწევს და მათი ოჯახიც მყარი იქნება. განქორწინების გადაწყვეტილებამდე თხის რქა შეიძლება მაშინ მივიდეს, თუ დარწმუნდება, რომ ურთიერთობა საბოლოოდ დაინგრა და მისი აღდგენის შანსი არ არსებობს. 

თუ მათ შვილები ეყოლებათ, მამაკაცი-თხის რქა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მამა, რომელიც ბევრ რამეს ასწავლის მათ. ქალი-მერწყული კი კეთილი დედის როლს მოირგებს და არ შეზღუდავს შვილებს. მათი ოჯახური თანაცხოვრება თითქმის იდეალური იქნება, რა თქმა უნდა ერთმანეთისთვის მეტი დათმობის და ურთიერთგაგების ხარჯზე.

მეგობრობა

მათი მგეობრობა შეიძლება წლობით გაგრძელდეს და საბოლოოდ გადაიზარდოს რომანში. ენერგეტიკულად, ქალ-მერწყულს და მამაკაც-თხის რქას შორის დიდი მიზიდულობაა და ასეთ ვითარებაში მხოლოდ მეგობრებად დარჩენა ძალიან რთულია. თუმცა, ურთიერთობის მხოლოდ ამ ჭრილზე თუ ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ ქალი-მერწყული ნამდვილად შეძლებს გახდეს მუზა ისეთი მშრალი მამაკაცისთვის, როგორიც არის თხის რქა. ის კი, თავის მხრივ ყოველთვის გამოუცხადებს მხარდაჭერას და აღმოუჩენს დახმარებას, როცა ქალ-მერწყულს ენერგიის მარაგი ამოწურული ექნება. 

ურთიერთობის დაწყების დღიდან, ორივე სიღრმისეულად აკვირდება ერთმანეთს და შემდეგ, როცა უკვე კარგად შეისწავლიან ხასიათის დეტალებს, იღებენ გადაწყვეტილებას, განაგრძონ მეგორბულ ფორამტში კავშირი, გადავიდნენ სასიყვარულო ურთიერთობაზე თუ საერთოდ შეწყვიტონ კონტაქტი.

სმსახური და ბიზნესი

ერთობლივად მუშაობისას, ქალი-მერწყული იქნება ნამდვილი შთაგონების წყარო და საერთო საქმის წამოწყებაზე წინადადებასაც თავად წარადგენს, რადგან მას აქვს უტყუარი ინტუიცია, რომელიც ეხმარება ადამიანების ნიჭის ამოცნობაში. მამაკაც-თხის რქაშიც, ქალი-მერწყული შეძლებს მისი პოტენციალის ბოლომდე გახსნას ჩვეული გამხნევებით და მხარდაჭერით. თუ მათ ერთობილივი ბიზნესი ექნებათ, ის აუცილებლად კარგ შემოსავალს მოუტანთ.

სამუშაო პროცესში ქალი-მერწყული მოაგვარებს ბიზნეს-პარტნიორებთან და დამკვეთებთან სწორი კონტაქტის დამყარების საკითხებს და დროს ყოველთვის გამონახავს საიმისოდ, რომ მამაკაცი-თხის რქა შთააგონოს, სითამამე გაუჩინოს და შიში დააძლევინოს. საქმიან ურთიერთობაში მათი მთავარი მიზანია - პროფესიული განვითარება და ბევრი ფულის შოვნა. 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება