შეთავსება
მერწყული
ტყუპები
შეთავსება

თავსებადობა - 93%. ორივეს უყვარს ურთიერთობაში სიმსუბუქე და თავისუფლება. წესითი, მათი წყვილი იდეალური უნდა იყოს.

სიყვარული

ქალი-მერწყულიც და მამაკაცი-ტყუპებიც, განწყობილი არიან უფრო ნაზ, ვიდრე ვნებიან სასიყვარულო ურთიერთობაზე. ზოდიაქოს სხვა ნიშნების წარმომადგენლების მსგავსად, ისინი არასოდეს დაიწყებენ მკითხაობას, უყვარს თუ არა პარტნიორს და არც მისი ყურადღების მისაქცევად ან გულის მოსაგებად იბრძოლებენ. მათთვის მისაღებია, როცა ეს ყველაფერი ბუნებრივად და მშვიდად ხდება. წყვილი ყოველთვის მოძებნის სასაუბრო თემას, საერთო ინტერესის და გართობის სფეროს. მათი ურთიერთობა იქნება ჰაეროვანი, სასიამოვნო, მხიარული და შთაბეჭდილებებით სავსე.

ქალი-მერწყული და მამაკაცი-ტყუპები ნელა, ზედმეტი ძალდატანების გარეშე შეისწავლიან ერთმანეთის ხასიათს და არ იჩქარებენ დაახლოვებას. მათ ურთიერთობაში არასოდეს იქნება დაძაბულობა. ზოგჯერ, შესაძლოა ერთმანეთისგან ინიციატივა დააკლდეთ, მაგრამ ეს იმდენად მცირედი მინუსია, რომ მათი სასიყვარულო კავშირის დადებით მხარეებს ვერანაირად ვერ დააკნინებს.

სექსი

ზოდიაქოს ორივე ნიშანს ძალიან აინტერესებს ფიზიკური სიახლოვე და ყოველთვის მზად არიან ხარისხსიანი და შთამბეჭდავი სექსისთვის. ამიტომ, მუდმივად ეძებენ სიახლეებს, იქნება ეს ლოკაცია, პოზა თუ შეგრძნება. წყვილის ინტიმურ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი ექნება მამაკაც-ტყუპებს. ის მარტივად გადადის მთავარ საქმეზე, შეუძლია ბოლომდე გახსნას და აღაგზნოს ქალი-მერწყული ცეცხლოვანი სექსისთვის. ამის მიუხედავად, მათ გარკვეული უკმარისობის გრძნობა მაინც გაუჩნდებათ, რადგან საწოლში, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული პარტნიორი სჭირდებათ, ვიდრე თავად არიან და ეს ერთგვარ ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას იწვევს.



 

ქორწინება და ოჯახი

ამ წყვილს, ყველაზე მეტად შეეფერება “სასტუმრო ქორწინების” ფორმატი, რადგან არცერთს არ უყვარს საყოფაცხოვრებო საკითხები და ფორმალობები. წარმოუდგენელია, რამ შეიძლება აიძულოს ისინი დაქორწინებაზე, რადგან დიდწილად, მატერიალური მხარეც კი არ წარმოადგენს მათთვის საკმარის სტიმულს იმისათვის, რომ ურთიერთობა დააკანონონ. ქალი-მერწყული ნამდვილად არ არის ტიპიური მეოჯახე და დიასახლისი და საქმეს მაშინ გააკეთებს, თუ მოეხასიათება. მამაკაცი-ტყუპებიც არ გამოირჩევა ამ კუთხით. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები იშვიათად ქორწინდებიან.

მეგობრობა

ურთიერთობის ეს ფორმატი წყვილს საუკეთესოდ გამოუვა. ერთად ყოფნით ისინი უდიდეს სიამოვნებას იღებენ: საუბრობენ, ხუმრობენ, ერთობიან - დადებით ემოციებს და საინტერესო შთაბეჭდილებებს კი, ორივე ძალიან აფასებს. მეგობრობაში უდიდეს კომფორტს იგრძნობენ, რადგან კარგად ესმით ერთმანეთის მაშინაც კი, როცა არაფერს ამობობენ.

სამსახური და ბიზნესი

საუკეთესო მიმართულებები, სადაც წყვილს ერთობლივად მუშაობა შეუძლია, არის საორგანიზაციო ან სარეკლამო სფეროები. თუმცა, ნებისმიერ საქმეში მშვენივრად შეეწყობიან, რადგან ქალი-მერწყული და მამაკაცი-ტყუპები, ნამდვილი პარტნიორული ურთიერთობების მაგალითი არიან: ორივე თავის საქმეს აკეთებს, პატივს სცემს სხვის შრომას და ყოველთვის მზად არის დახმარება გაუწიოს რჩევით ან ქმედებით. თუ წყვილი მათსავის ინტელექტუალური და შემოქმედებითი ადამიანებისგან შემდგარ გუნდში იმუშავებს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება