შეთავსება
მერწყული
სასწორი
შეთავსება

თავსებადობა - 100%. ორივე ჰაერის სტიქიას ეკუთვნის. ქალი-მერწყული უფრო ორიგინალური და თავისუფლებისმოყვარეა, მამაკაცი-სასწორი კი ხანგრძლივი და ღრმა ურთიერთობების მომხრე.

სიყვარული

წყვილს რომანტიკული ურთიერთობის აწყობა ძალიან გაუადვილდება. ერთად ყოფნისას შეუძლიათ საათობით ისაუბრონ სხვადასხვა თემებზე და ისიამოვნონ ერთმანეთის კამპანიით. მათი შეხვედრები ძალიან რომანტიკული იქნება მთელი მისი არსებობის მანძილზე. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არ არიან ეჭვიანები და არ ზღუდავენ პარტნიორს - ეს კიდევ ერთი დამატებითი პლიუსია, რაც მათ ურთიერთობას გაამარტივებს. გრძნობების აღიარებაში პირველი ალბათ მამაკაცი-სასწორი იქნება, ის ცოტა ძველმოდურია და ასე მიაჩნია სწორად.

ქალი-მერწყული მუდმივად ღრუბლებში დაფრინავს და ხშირად, თავადაც ვერ აცნობიერებს საკუთარ გრძნობებს. სასწორს შეუძლია ლექსები და მუსიკა მიუძღვნას საყვარელ ქალს და რამდენადაც ქალი-მერწყული ნამდვილი მუზაა, მამაკაცს ამის სურვილი სულ ექნება. მათი სიყვარული იქნება ნაზი, ჰაეროვანი და ალერსით სავსე.

სექსი

ინტიმურ ურთიერთობაში წყვილს დააკლდება მატერიალურობა, რადგან ორივე მეოცნებე უფროა, ვიდრე რეალისტი. ამიტომ, პერიოდულად გაუჩნდებათ სურვილი, რომ საწოლში მეტად ძლიერი, აქტიური და ვნებიანი პარტნიორი ყავდეს, რომელიც ყოველთვის აიღებს ინიციატივას თავის ხელში. თუმცა, ამ ნაკლის გაცნობიერების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ ორივემ დაიწყოს მათზე მუშაობა და ერთმანეთს მეტი სიამოვნება მიანიჭონ. დიდი სიყვარულის და მოთმინების შემთხვევაში, წყვილი შეძლებს სრუფასოვანი ინტიმური ურთიერთობის დამყარებას, რაც ორივეს დააკომაყოფილებს.

ქორწინება და ოჯახი

ქალ-მერწყულს და მამაკაც-სასწორს შეიძლება მყარი ქორწინება გამოუვიდეთ, სადაც იქნება თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და საერთო ინტერესები. მათი კავშირი არის ორი თავისუფალი პიროვნების ერთობა, ამიტომ, მასში სქესობრივი ნიშნით დაყოფაც გამორიცხულია. მეწყული კარგი დედა და ცოლი იქნება, თუმცა, საკუთარ დანიშნულებას მხოლოდ ამაში არ ხედავს. თავის მხრივ, არც მამაკაცი-სასწორი ცდილობს დიდად მეოჯახე კაცის როლის მორგებას. ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, გაინაწილებენ მოვალეობებს და ლიბერალურ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.

მეგობრობა

მათ ბევრი მიზეზი აქვთ საიმისოდ, რომ კარგი მეგობრები იყვნენ. წიგნები, გართობა, მუსიკა, კინო - ერთად ყველაფრის კეთება სიამოვნებთ და არასოდეს ბეზრდებათ. როცა მოიწყენენ, მაშინვე ერთმანეთს დაუკავშირდებიან და პრობლემაც უსწრაფესად მოგვარდება. ქალი-მერწყული და მამაკაცი-სასწორი ერთმანეთის დასაყრდენი იქნებიან, რომლებსაც ყოველთვის ექნებათ მზაობა მორალური, ფიზიკური და მატერიალური დახმარების გაწევისთვის.

სამსახური და ბიზნესი

მათი საქმიანობა მეტწილად საერთო ინტერესებზე იქნება აგებული. ნაყოფიერია წყვილის მუშაობა სარედაქციო-გამომცემლობით, ხელოვნების ან შემოქმედბით სფეროებში. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალი-მერწყული და მამაკაცი-სასწორი უპრობლემოდ ითანამშრომლებენ, რადგან საქმისადმი ერთნაირი მიდგომა და მოტივაცია აქვთ. ორივე მიილტვის თვითგამოხატვის, სიახლის ძიების, ფიზიკური და ემოციური ჰარმონიისკენ. 

თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის შრომის დაფასების პრინციპი, როგორც ურთიერთობის სხვა ფორმატებში, აქაც უპირობოდ იმუშავებს და ეს კიდევ უფრო შეუწყობს წყვილს ხელს იმაში, რომ ნებისმიერი სირთულის საქმესთან მარტივად გამკლავება შეძლონ.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება