შეთავსება
მერწყული
მერწყული
შეთავსება

თავსებადობა - 77%. ორი მერწყულის ურთიერთობა ორმაგ ქარიშხალს გავს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი და ამავდროულად ძალიან საშიშია...

სიყვარული

პლანეტა ურანი, რომელიც მერწყულის ნიშანს მართავს, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიდრეკილს ხდის ყველაფერი უჩვეულოს ინტერესისა და თავისუფლების უსაზღრო სიყვარულისადმი. სწორედ ამიტომ, ქალ და მამაკაც მერწყულებს ერთმანეთი შეხვედრისთანავე და თავდავიწყებით უყვარდებათ. მათი რომანი ვერ იქნება მშვიდი, რადგან არ შეუძლიათ ცვლილებების გარეშე და ვერც საკუთარ ემოციებს აკონტროლებენ სათანადოდ. რის გამოც, ზოგჯერ ერთმანეთს გულსაც კი ტკენენ. თუმცა, რამდენადაც ისინი ერთმანეთის ანარეკლს წარმოადგენენ, პატიებასაც სწრაფად ახერხებენ. მათ სასიყვარულო ურთიერთობაში მთავარია ერთმანეთთან განწყობის შეთავსება, მეტი სითბო და სინაზე. სიყვარულს ორივე ძალიან უფრთხილდება, ეს კი ხელს უწყობს რომანის ხანგრძლივ არსებობას.

სექსი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკმაოდ აქტიური და საინტერესო ინტიმური ურთიერთობა ექნებათ. ქალ და მამაკაც მერწყულებს ერთი და იგივე ეროგენული ზონა აქვთ და ეს არის - ტვინი. შესაბამისად, მათ არ დააკმაყოფილებთ მხოლოდ ინტიმი, რაიმე საინტერესოს, ხანგრძლივი პრელუდიის და ინტრიგების გარეშე. სექსისთვის ისინი კარგ მომზადების პროცესს გადიან, ნელ-ნელა იღგზნებიან და ერთმანეთის სხეულზე თითოეულ შეხებას დიდ ყურადრებას აქცევენ. მთავარი, რაც მათ სექსუალურ ურთიერთობას ყოველთვის უნდა ახლდეს, არის აღმგზნები საშუალებების საკმარისი რაოდენობა - ეს შეიძლება იყოს ეროტიკული ლიტერატურა, ფილმი, სექს სათამაშოები, როლური თამაშები და ა.შ.

ქორწინება და ოჯახი

ორ მერწყულს შეუძლია დაქორწინებაც. რამდენადაც ძალიან რომანტიკულები არიან, ოჯახურ თანაცხოვრებასაც ხედავენ როგორც ორი თავისუფალი და შეყვარებული ადამიანის ერთობას. რეალურად, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ფაქტიურად არც კი ფიქრობენ. თუმცა, ეს მთლად კარგი არ არის, რადგან ოჯახში უამრავი საკითხი დგება, რომელიც ითხოვს მატერიალურ უზრუნველყოფას და მოუმზადებლობის გამო, შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ის, რასაც უმნიშვნელოდ თვლიდნენ, დაქორწინების შემდეგ შეიძლება წინა პლანზე წამოვიდეს და ბევრ საკითხში ხელი შეუშალოთ. თუმცა, ასეთ სიტუაციებში, მათ შეუძლიათ დახმარება სთხოვონ გამოცდილების მქონე მეგობრებს, მშობლებს და ა.შ. რითაც თავიდან აიცილებენ უამრავ პრობლემას.

მეგობრობა

მათი მეგობრობა გაცნობისთანავე იწყება. ზოგადად, მერწყული მეგობრობის ნიშანია, ამიტომ, ურთიერთობის ეს ფორმატი საუკეთესოდ გამოსდით. სასაუბრო და დროის გასაყვანი თემები, მათ ყოველთვის ექნებათ. ურთიერთგაგების დონე საკმაოდ მაღალი აქვთ, ისე, რომ ერთმანეთის უსიტყვოდაც კი ესმით. მერწყულებს უყვართ “სიჩუმით ნათქვამი” - ეს ურთიერთობის მათი საფირმო სტილია, როცა ენაზე მეტად ინტუიცია მუშაობს.

სამსახური და ბიზნესი

მერწყულს აქვს კარგად განვითარებული ინტუიცია და შეუძლია მაქსიმალური სიზუსტით განვჭვრიტოს პერსპექტივები. სწორედ ამიტომ, თუ ორი მერწყული ერთად მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ საქმე ძალიან საინტერესოა. მათ სრული დატვირთვით და მონდომებით შეუძლიათ ისეთი პროექტის აღება, რომელსაც შეიძლება ნაკლები პრაქტიკული დატივრთვა ჰქონდეს და შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი იყოს. ქალი და მამაკაცი ერწყულების თანამშრომლობის მინუსია დროის და დატვირთვის არასწორად გადანაწილება. რის გამოც, შეიძლება დაირღვეს შესრულების ვადები და დამკვეთებთან გაჩნდეს სერიოზული პრობლემები.

მათ მიმართ ვარსკვლავების რჩევაა, პრაქტიკული საკითხების მოგვარებისთვის, გვერდით ყავდეთ სანდო და გამოცდილი ადამიანები, უფრო მიწის სტიქიის წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხებთან გამკლავებაში სიამოვნებით დაეხმარებიან. 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება