აბაჟურის მნიშვნელობა სიზმარში
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, როგორ აცმევდით აბაჟურს ნათურაზე, ეს მოწმობს იმას, რომ ინტიმურ ცხოვრებაში პრობელემები გაქვთ და შებოჭილი ხართ, რის გამოც, ხშირად იტანჯებით მორცხვობის გამო. რატომღაც გერიდებათ თქვენი მგრძნობელობის, სექსუალური ცეცხლოვანების გამოჩენა პარტნიორთან, ის კი თავის მხრივ ამ ყველაფერს აფასებს, როგორც გულგრილობის გამოჩენას მის მიმართ. სწორედ ამ მიზეზით, შესაძლოა ურთიერთობების დანგრევის და დაშორების წინაშე დადგეთ. თუ სიზმარში აბაჟურს წმენდდით, ეს ნიშნავს, რომ ინტიმურ ცხოვრებაში ცდილობთ ვალდებულებების მკაფიო გადანაწილებას. თქვენი აზრით, სრულიად არ ხართ ვალდებული მხოლოდ გასცეთ ისე, რომ უკან არაფერი მიიღოთ. იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ პარტნიორმა შეიძლება არც კი იცოდეს როგორ მოგანიჭოთ სიამოვნება და სწორედ ამ მიზეზით ჩნდება ყველა პრობლემა ინტიმურ ცხოვრებაში? ზოგჯერ ადამიანებს ერიდებათ პარტნიორის აქტიურად სტიმულირება, რადგან ეშინიათ, რომ მას დაადანაშაულებენ გარყვნილებაში და თავშეუკავებლობაში. სწორედ ამიტომ, გულახდილი საუბრის გარეშე იმის თაობაზე, რომ თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემებია, არაფერი გამოსწორდება. გატეხილი აბაჟური თუ დაგესიზმრათ, ეს მიგანიშნებთ იმაზე, რომ თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში არც ისე დალაგებულია ყველაფერი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ერთმანეთისადმი ინტერესის დაკარგვა, აღარ შეგიძლიათ ერთმანეთს მიანიჭოთ სიამოვნება ისე, როგორც მანამდე. რჩევის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი პოზები და სტიმულაციის მეთოდები. მტვრიანი აბჟურის ნახვა სიზმარში მიანიშნებს, რომ თქვენს ურთიერთობებში დროებითი გაუგებრობაა, რომელიც გამოწვეულია ერთ-ერთი თქვენგანის სექსისადმი გულგრილობით. ეს კი იმიას ნიშნავს, რომ საჭიროა გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ დაიბრუნოთ დაკარგული ჰარმონია.
რატომ გვესიზმრება აბაჟური
ცვეტკოვის მიხედვით
უსიამოვნება, ორჭოფობა, მოლოდინი.