სიზმრების ახსნა
ადამის ნახვა
მილერის მიხედვით
თუ ადამი და ევა დაგესიზმრათ - მოულოდნელი მოვლენის ნიშანია, რომელიც უარესობისკენ შეცვლის თქვენს საქმეებს. თუ ევა სამოთხის ბაღში ტანზე შემოხვეულ გველთან ერთად დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცის სიავე ემუქრება თქვენს ბედნიერებას. თუ ხედავთ და გესმით, როგორ ესაუბრება ევა გველს - გაფრთხილდით, მზაკვარი ქალი მოქმედებს თქვენს გარშემო, რომელსაც შეუძლია თქვენი რეპუტაციის შელახვა და თქვენს საქმიანობაში წარუმატებლობის შემოტანა.