კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ადვოკატის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
ადვოკატთან შეხვედრა — სკანდალი; დაქირავება — დანაშაულის ჩადენა; ადვოკატის როლში ყოფნა — მოულოდნელი ცნობა.
ადვოკატის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება კავშირი ადვოკატთან, ნიშნავს, რომ ძალაუნებურად ჩაიდენს დაუფიქრებელ საქციელს, რაც გახდება მისი წარუმატებლობისა და შეურაცხმყოფელი კრიტიკის მიზეზი. ადვოკატის სასამართლოში დასიზმრება, ნიშნავს, რომ გარკვეულ ქონებაზე სერიოზული უთანხმოება წარმოგექმნებათ. თუ ძილში ადვოკატი გიცავთ, ეს ნიშნავს, რომ რთულ მომენტში, მეგობრების მხარდაჭერას მიიღებთ. სიზმარში უბრალოდ ადვოკატის ნახვა - მიანიშნებს იმას, რომ თქვენ ყოველთვის საკუთარ მოსაზრებას აყენებთ სხვების აზრზე მაღლა. ასეთი სიზმრის შემდეგ, სიფრთხილე გამოიჩინეთ შეფასებებისას.
ადვოკატის დასიზმრება
აიურვედას მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ დაცვის მხარის როლში ხართ, ეს გიწინასწარმეტყველებთ სამომავლოდ წარმატებას - გამოჩენილი პიროვნება გახდებით და მოიპოვებთ საზოგადო პატივისცემას.
განაჩენის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ელით — მეგობრებისგან შურს ან ეჭვიანობას წააწყდებით; განაჩენის მოსმენა — საქმის დასრულება; განაჩენის შესრულება — დიდება, წარმატება.
დამნაშავის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
(ქალისთვის) — საეჭვო კავშირი; მასთან ერთად ყოფნა — განკითხვა გელით.
დამნაშავის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში დანაშაულის ჩამდენ ადამიანთან ერთად საკუთარი თავის ნახვა, ნიშნავს, რომ უწესო ადამიანები შეგაწუხებენ, რომლებიც შეეცდებიან გამოიყენონ თქვენთან მეგობრობა საკუთარი მანკიერი ინტერესების განსახორციელებლად. თუ გესიზმრებათ დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებლობას გაურბის, ეს ნიშნავს, რომ სხვის საიდუმლოს გაიგებთ, რაც საფრთხის შემცველი იქნება თქვენთვის. შესაძლოა იმ ადამიანებმა, რომლებსაც თქვენი ეშინიათ, ზიანი მოგაყენონ.
მოსამართლის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
წინააღმდეგობებს შეხვდებით.
სასამართლოს დასიზმრება
ლოფის მიხედვით
სასამართლო პროცესზე დასწრება, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა სიზმარში, თუმცა, ზოგჯერ მოვლენები უნცაურად ვითარდება. ევროპული საზოგადოება ორიენტირებულია პრობლემის კანონმდებლობით მოგვარებაზე; შედეგად, სასამართლო პროცესი ჩვენი ეპოქის ახალი ტიპის ლატარია გახდა. სიზმარში განსასჯელის პოზიციაში ყოფნა ჩადენილი დანაშაულის გამო, შესაძლოა მოგეჩვენოთ აბსურდულად, თუ გასამართლებენ იმისთვის, რის წინააღმდეგაც კანონი არ არსებობს. გარდა ამისა, მოქმედი პირების როლს სასამართლოზე შეიძლება ასრულებდნენ მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები და სხვა ნაცნობები. მსგავსი ტიპის სიზმრებში, შეიძლება იგრძნოთ იმის შიში, რომ თქვენი ცხოვრება რეალობაში სხვების დაკვირვებით შესწავლის ობიექტია. შესაძლოა, არსებობს საიდუმლოები, რომლებსაც ინახავთ ქვეცნობიერში - საჭიროა მათგან გათავისუფლება და ასევე მათდამი თქვენი დამოკიდებულების გადახედვა. თუ სიზმარში სასამართლოს ერთ-ერთი წარმომადგენლის როლს ასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავის დაცვის აუცილებლობას განიცდით. ეს შეიძლება იყოს დაცვა უსამართლო დამოკიდებულების ან ქცევისგან. თუ სხვისი დამცველის როლში ხართ, სავარაუდოდ გრძნობთ, რომ ცხოვრება გიმორჩილებთ და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არის იმის ახსნა, თუ როგორ ხდება ეს. სად მიმდინარეობს პროცესი - სასამართლო დარბაზში, თქვენს ოფისში თუ სახლში? გეჩვენებათ, რომ უსამართლოდ დაგადანაშაულეს? გრძნობთ, რომ გაბრალებენ იმას, რაც არ ჩაგიდენიათ? შეეცადეთ დააკავშიროთ რეალობა და სიზმარი, რომ უკეთ გაერკვეთ მის მნიშვნელობაში.
სასამართლოს დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
სასამართლოში ყოფნა — ოჯახური, პირადი უსიამოვნებები; სასამართლო პროცესზე დასწრება — საყვედურებს მიიღებთ; თუ გასამართლებენ ძილში (განსაკუთრებით მკვლელობისთვის) — დაწინაურება მაღალ თანამდებობაზე.
სასამართლოს დასიზმრება
მილერის მიხედვით
სასამართლო პროცესის თანამონაწილეობა თუ დაგესიზმრათ, ეს გაფრთხილებაა იმის თაობაზე, რომ არაკეთილმოსურნეები საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ თქვენს წინააღმდეგ. თუ გრძნობთ სიზმარში, რომ თქვენს მიერ წრამართული პროცესი უსამართლოა, რეალობაში აღმოჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება სასამართლო პროცესში მონაწილეობა, ეს ნიშნავს, რომ გაჭორავენ, ხოლო მეგობრები ზურგს შეაქცევენ. ძილში სასამართლოსკენ წასვლა, ნიშანია იმისა, რომ უნდა გადახედოთ საკუთარ საქციელს და საეჭვო ქმედებები არ ჩაიდინოთ. სასამართლოს შენობის წინ თუ დგახართ სიზმარში, ეს ნიშნავს, რომ საქმეებში აქტიური იქნებით და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ.
სხვისი დაცვის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ვინმეს იცავთ — შეეცდებიან მოგისყიდონ ან პრეტენზიები წაგიყენონ; თუ თქვენ გიცავენ — ვიღაცას სურს ხელი შეგიშალოთ საქმეში ან პირადში.
სხვისი დაცვის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ სასასმართლო პროცესზე ვინმეს იცავთ, გიწინასწარმეტყველებთ სამომავლოდ საკუთარი ინტერესებისადმი ერთგულებას. ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრებისეული პრინციპი გახდება იმ ადამიანების კეთილსინდისიერად მხარდაჭერა, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ დაარღვიოთ მეგობრებისთვის მიცემული პირობები.