აისბერგის სიზმრად ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ აისბერგი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინტიმური ურთიერთობები დასასრულს უახლოვდება. სექსუალური ინტერესის დაკარგვა და ერთმანეთისადმი გრძნობების გაქრობა ამას თავისით დაგანახებთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება ერთმანეთისგან დიასვენოთ.
რატომ გვესიზმრება ყინული
ცვეტკოვის მიხედვით
დატეხილი და გამჭვირვალე ყინული — უსიამოვნებების დასასრული დადგება; (სახლში ან ბინაში თუ ნახავთ) — უბედურება ან უსიამოვნება გელით თქვენ ან თქვენს ახლობლებს; სირთულეები, პრობლემები გაჩნდება; გაუმჭვირვალე ყინული — გაღიზიანება, აღგზნებადობა, ემოციურობა; ღალატი;
ყინულის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ყინული სიზმარში მიანიშნებს უბედურებას. ბოროტი ადამიანები მოძებნიან ხელსაყრელ შემთხვევას რომ გავნონ თქვენც და თქვენთვის მნიშვნელოვან საქმესაც. თუ გესიზმრებათ, რომ ყინული მიცურავს სუფთა წყლის ნაკადზე - თქვენი ბედნიერება დასრულდება და ამის მიზეზი გახდება შური. სიზმარში ყინულზე სიარული ნიშნავს, რომ წუთიერი სიამოვნებებისა და სიხარულის გამო რისკავთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერობის გაფუჭებით. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება ყინულზე სიარული - მის სახელს შერცხვენისგან ძალიან თხელი „საფარი“ იცავს. სახლებზე ყინულის ლოლოების ნახვა, ნიშნავს სიღარიბეს და არაკომფორტულად ცხოვრებას. ასეთი სიზმარი ასევე მიანიშნებს ჯანმრთელობის გაუარესებაზე. ყინულის ლოლოების სხვა ახსნა არის მოსალოდნელი დარდი. თუ ყინულის ლოლოები მარადმწვანე ხეებზე დაგესიზმრათ - თქვენი ბრწყინვალე მომავალი შეფერხდება სხვებისთვის დაუმსახურებელი ჯილდოების მონიჭების გამო. თუ გესიზმრებათ, რომ ყინულს აკეთებთ, საქმიანობაში წარუმატებლობა გელით, რაც თქვენი ეგოიზმის ბრალი იქნება. ყინულის ლოლოების ჭამა სიზმარში ავად გახდომას ნიშნავს. მსგავსი ახსნა აქვს ასევე სიზმარს სადაც ყინულიან წყალს სვამთ. ყინულიან წყალში ბანაობა – გიმზადებთ დიდ სიამოვნებას, რომელსაც სამწუხაროდ მოულოდნელი მოვლენა შეწყვეტს.