კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
აკაციის დასიზმრება
ჰასეს მიხედვით
სასიამოვნო შეხვედრა.
რატომ გვესიზმრება ყვავილები
ვანგას მიხედვით
თუ სიზმარში ყვავილებს კრეფთ თაიგულის გასაკეთებლად - ეს ნიშნავს, რომ რეალურად ცდილობთ მეტად გაცნობიერებული იყოთ და გაიაზროთ ცხოვრება. თუ დაგესიზმრათ, რომ ნაჩუქარ ყვავილზე ხელი გაიკაწრეთ, ეს ნიშნავს, რომ უდიდეს სულიერ ტრავმას გრძნობთ და გულნატკენი ხართ ახლობელი ან საყვარელი ადამიანის მხრიდან ჩადენილი ღალატით. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენს ბაღში ყვავილები ფეხით გათელეს - მტრები და არაკეთილმოსურნეები ყველაფერს გააკეთებენ, საჭირო ინფორმაცია რომ ვერ მიიღოთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სახლში დიდი რაოდენობით ოთახის ყვავილები გქონდათ, დაფარული გრძნობების ნიშანია. თუ ბაღში ლამაზ ყვავილებს ხედავთ და ყნოსავთ - რომანტიკული შეხვედრა გელით. დამჭკნარი ყვავილების ნახვა ჯანმრთელობის პრობლემებისა და დაშორების ნიშანია. სიზმარი, რომელშიც ყვავილებს რგავთ თქვნს ბაღში, ნიშნავს, რომ რეალობაში კეთილშობილ და ბრძნულ საქციელს ჩაიდენთ. თუ გესიზმრებათ, რომ თაყვანისმცემლები ბევრ ყვავილებს გჩუგქნიან - რეალობაში ეს მიანიშნებს, რომ თქვენი მარტოობა კიდევ დიდხანს გასტანს. თუ მინდვრის ყვავილებით თაიგულს იწნავთ - ეს სიზმარი მიანიშნებს იმას, რომ მალე შეხვდებით საყვარელ ადამიანს და შექმნით ოჯახს. სიზმარი, სადაც საჩუქრად ქოთნის ყვავილს იღებთ, ნიშნავს, რომ ვინმეს გარდაცვალების ამბავს შეიტყობთ. მთლიანობაში, ასეთი სიზმარი მიანიშნებს თქვენი ჭარბი პრეტენზიების დაუკმაყოფილებლად დარჩენაზე.
რატომ გვესიზმრება ყვავილები
ცვეტკოვის მიხედვით
მწუხარება (თუ ბევრი თაიგულია); ერთი ყვავილი — სიხარული; თეთრი ყვავილები — ქორწილი, ახალი საქმე; ყვავილების ყნოსვა — ნუგეშისცემა, დახმარება; თუ ყვავილები ავადმყოფს ესიზმრება, განსაკუთრებით ვარდები — ცუდად ყოფნის გაჭიანურებას ნიშნავს; დამნაშავეს თუ ესიზმრება, რომ ყვავილებს ყნოსავს — დაიჭერენ; არასეზონური ყვავილების ნახვა სიზმარში — წინააღმდეგობები, პრობლემები; ყვავილების სათბური — (ქალისთვის) პირადი ცხოვრების მოწყობა; (მამაკაცისთვის) ლამაზი ქალის გაცნობა, წინადადების გაკეთება; ყვავილების ჩუქება — განშორება; ქოთნის ყვავილები — მოულოდნელი შენაძენი.
ყვავილები
აიურვედას მიხედვით
თუ ძილში ყვავილებს აგროვებთ, ნიშანია სამომავლო წინსვლის და აყვავების. ყველა წამოწყებაში წარმატება გელით.
ყვავილების დასიზმრება
მილერის მიხედვით
ბაღში ყვავილების ნახვა მიგანიშნებთ რაიმე შენაძენის გაკეთებაზე ან სასიამოვნო ემოციებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყვავილები ღია ფერისაა და კარგ მდგომარეობაშია. თეთრი ყვავილები – დარდის ნიშანია. დამჭკნარი ან გამხმარი ყვავილები - მწუხარების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალს სიზმარში სხვადასხვა ყვავილების თაიგულს ჩუქნიან – ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. უნაყოფო მიწაზე აყვავებული ყვავილების ნახვა - ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. თუმცა, ასეთი სიზმარი ასევე მიანიშნებს იმას, რომ საკუთარი ენერგიისა და ოპტიმიზმის წყალობით, შეძლებთ სტაბილური და ბედნიერი მომავლისკენ გზის გაკაფვას.
ყვავილების დასიზმრება
ლოფის მიხედვით
ყვავილები – სილამაზის უნივერსალური სიმბოლოა. ზუსტი განსაზღვრისთვის საჭიროა ყვავილის ფერზე დაკვირვება. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სიზმრებს, როცა ადამიანი ყვავილებს უჩვეულო ფერებში ხედავს, მაგალითად, თუ ვარდი მწვანეა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სიზმარში მეგობარი ქალი ან მამაკაცი მწვანე ვარდებს გაჩუქებთ - ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში, თქვენ მის მეორე ნახევარს ხვდებით, ან მათ უბრალოდ შურთ თქვენი რომანტიკული ურთიერთობების. ასეთი სიზმარი ასევე ასახავს თქვენს ქვეცნობიერში შენახულ ინფორომაციას, რომელიც უკავშირდება ყვავილებს და ძილში გონება ცდილობს ამ გრძნობის გახსნას. დაფიქრდით, რა მოგონება გაკავშირებთ ყვავილებთან? გაქვთ თუ არა ბავშვობიდან შერჩეული, საყვარელი ყვავილი? რომანტიკული ურთიერთობებისას რომელი ყვავილები მიგიღიათ საჩუქრად? ყვავილებისა და მათი ფერების მიხედვით, სიზმრის ახსნა შეიძლება შემდეგნაირად: იასამანი – შხამი, ავადმყოფობა, სიკვდილი; მარგარიტა – ორჭოფობა გრძნობებში; ის, ვინც გჩუქნით, წარმოადგენს დაინტერესების ობიექტს; ორქიდეა – სექსუალურობა, მგრძნობელობა; ვარდი – წითელი – სიყვარული, ყვითელი – მეგობრობა, თეთრი – სიწმინდე, შავი – სიკვდილი; ლილია – განახლება, სიხალასე, ახალი ემოციები; ნარცისი – საკუთარი თავის სიყვარული, შინაგანი „მე“-ს დომინირება.