აკრობატის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში აკრობატების ნახვა – მიანიშნებს იმას, რომ თქვენი გარემოცვა დაგეხმარებათ მცდარი გადაწყვეტილების თავიდან აცილებაში. თუ თავად ხართ აკრობატი – ეს გიწინასწარმეტყველებთ მოულოდნელ მოვლენას, დიდ პასუხისმგებლობას და ასევე მტრების გააქტიურებას. თუ აკრობატი ქალია – თქვენზე იჭორავებენ და საქმიანობაში წარუმატებელი პერიოდი დაგიდგებათ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება თოკზე მსვლელი აკრობატები – მამაკაცების მხრიდან მის მიღწევებს აღიარება ექნება.
ჟონგლიორობის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, რომელიც შეიძლება ჟონგლიორობას შევადაროთ – ჩვენ ბევრ საქმეს ვეჭიდებით ერთდროულად, თუმცა ყველა მათგანის შესრულება არ შეგვიძლია. თუ სიზმარში ჟონგლიორობა გამოგდით – ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაშიც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სხვადასხვა რთულ საკითხებს. თუ სიზმარში ჟონგლიორობთ სახალხოდ, ამ შემთხვევაში, საჭიროა შეაფასოთ აუდიტორია, რომელიც გიყურებთ. შეიძლება მათ შორის არიან ადამიანები, რომლებზეც შესაძლოა გარკვეული საკითხების შერსულების გადანაწილება, ან ისეთები, ვინც უსაფუძვლო პრეტენზიებს გამოთქვამენ თქვენს მიმართ. ვინ აკვირდება თქვენს ჟონგლიორობას? რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ადამიანებთან რეალურ ცხოვრებაში? რამდენად კარგად გამოგდით ჟონგლიორობა და რა რეაქცია აქვს ამაზე აუდიტორიას?
რატომ გვესიზმრება ტანვარჯიში
ცვეტკოვის მიხედვით
ვარჯიში — ჩქარი, საბედისწერო გამგზავრება.
ტანმოვარჯიშის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში დანმოვარჯიშის ნახვა – ნიშნავს, რომ საქმეში წარუმატებლობა გელით. ეს განსაკუთრებით ეხება ვაჭრობით დაკავებულ პირებს.