სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ალუბალი
მილერის მიხედვით
სიზმარში ალუბლის ნახვა ნიშნავს, რომ პოპულარობას მიაღწევთ მეგობრობის და უანგარობის წყალობით. ალუბლის ჭამა- სასურველი ნივთის ფლობას მოასწავებს. მწვანე ალუბლის ნახვა- მოახლოებულ იღბალს მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება ალუბალი
მცენარეების ახსნის მიხედვით
როგორც ხე, რომელზეც ყვავილები ფოთლებზე ადრე გამოდის, ალუბალი სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ ადამიანი ამ სამყაროში შიშველი იბადება და შიშველივე მიებარება მიწას. ჩინელებში ალუბალი სიმბოლურად გამოხატავს გაზაფხულის ყვავილობას, ახალგაზრდობას, სიმამაცეს, ასევე ქალურ სილამაზეს და ბუნებაში ქალურ საწყისს. ალუბლის ყვავილი იაპონიის ემბლემას წარმოადგენს. სიმბოლურად გამოხატავს ზრახვების სიწმინდეს.
სიზმრის მნიშვნელობა ალუბლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში აყვავებული ალუბლის ნახვა- სიზმარი ნიშნავს, რომ მალე სიყვარულის მშვენიერი გრძნობა გეწვევათ. ნაყოფიერი ალუბალი მწიფე კენკრებით ადამიანისთვის ახალ პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობისგან სიამოვნებას მოასწავებს . მთელი მშვენიერება ახალ ურთიერთობებში მდგომარეობს. ხოლო გამხმარი ალუბალი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი გრძნობები დაჭკნა და წარსულის დაბრუნების იმედი არ არის.