სიზმრების ახსნა
ამპუტაციის ნახვა
ლოფის მიხედვით
საკუთარი სხეულის ნაწილის მოჭრა - სიზმრები ხშირად გვიხატავენ ისეთ სურათს, სადაც ვიზიანებთ სხეულის სხვადასხვა ნაწილს. ადამიანებს დაზიანებების სხვადასხვა ფორმები ესიზმრებათ. ეს ხშირად ფიზიკური სისუსტის ან თვითდესტრუქციული ფსიქოლოგიური მდოგმარეობის დაწყების მიმანიშნებელია. შეეცადეთ განსაზღვროთ, რის გამოა გამოწვეული ამპუტაცია, როგორ ხორციელდება, ასევე გააანალიზეთ ამ პროცესით გამოწვეული განცდები, დააკვირდით რა გავლენას ახდენს ამპუტაცია თქვენს მომავალ ცხოვრებაზე, რა დისკომფორტი უკავშირდება მას, იქნებ გათავისუფლების გრძნობას განიჭებთ? დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ მოკვეთილი ნაწილი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. სიზმარში ამპუტაციას შეიძლება ჰქონდეს რელიგიური, მორალური ან ეთიკური დატვირთვაც. ზოგიერთი რელიგიური სექტის მიმდევრისთვის, საკუთარი სხეული - უბოროტესი მტერია სულიერებისთვის. მაგალითად ქრისტიანებს სჯერათ წმინდა წერილის, სადაც აღნიშნულია, რომ უმჯობესია გამოითხარო თვალი, რომელიც გაცდუნებს. სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევრები, მსგავს რწმენას ატარებენ ქვეცნობიერად, რაც შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე აისახება სიზმრებში. თუ სიზმარში სხვას აჭრით სხეულის ნაწილებს, საჭიროა გააანალიზოთ ურთიერთობა თქვენსა და იმ ადამიანს შორის. თუ სხეულის ნაწილს საყვარელ ადამიანს აჭრით, ეს მიანიშნებს იმ ადგილს, სადაც საკუთარ თავს მოწყვლადად თვლით. თუ სხეულის დაზიანებას აყენებთ კოლეგას, იმ ადამიანთან ანგარიშსწორების სურვილს ნიშნავს. თუ სიზმარში მოჭრილი ორგანო რეგენერირდება, ესიგი თქვენს კოლეგას ან მოწინააღმდეგეს მეტი გავლენა აქვს და თქვენ მას ვერაფერს დააკლებთ. თუ კვეთას უცნობ ადამიანზე აკეთებთ - უხერხულობის გრძნობის ქონას ნიშნავს, რომელიც ყოვედღიურად უცხო ადამიანებთან იძულებით კონტაქტის გამო გიჩნდებათ.
ამპუტაციის ნახვა
მილერის მიხედვით
სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციის ნახვა სიზმარში, ნიშნავს სამსახურებრივად დიდ დანაკარგს. ხელების ან ფეხების სრულად დაკარგვა – ვაჭრობის საკითხში ზარალს ნიშნავს. მეზღვაურებისთვის ასეთი სიზმარი შტურმის და ქონების დაკარგვის ნიშანია. ადამიანებისთვის, ვინც დიდ უბედურებაში იმყოფება, ასეთი სიზმარი გამაფრთხილებელი ნიშანია.