ანიმას ნახვა
ლოფის მიხედვით
ეს ტერმინი შემოღებულ იქნა ფსიქოლოგ იუნგის მიერ, თითოეულ ჩვენგანში არსებული და დაფარული საწინააღმდეგო სქესის საწყისის განსაზღვრისთვის. ანიმა - ეს არის ქალის ელემენტი მამაკაცის ქვეცნობიერში. ანიმუსი - ეს არის მამაკაცური ასპექტი ქალის ქვეცნობიერში. ეს ფიგურები ჩნდებიან, როგორც ადამიანების პროტოტიპები, რომელთა მიმართაც გვიჩნდება ძლიერი სასიყვარულო-რომანტიკული ან პლატონური გრძნობები. იუნგის ერთ-ერთი ინტერპრეტატორი თვლიდა, რომ ანიმა/ანიმუსის სახე გასაგებია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც განცდილი აქვთ ნამდვილი სიყვარული. თუმცა, ეს ყველაფერი, ჩვენში ასევე შეიძლება მიანიშნებდეს იმ ნეგატიურ მომენტებზე, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში დაკავშირებულია სწორედ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ, სიზმარში ნანახი საწინააღმდეგო სქესის ადამიანი, განასახირებს ჩვენს რეალურ „მე“-ს. ყურადღებით გააანალიზეთ თქვენს სიზმრებში ნანახი ყველა საწინააღმდეგო სქესის ადამიანი, როგორც თქვენი ანიმა/ანიმუსის გამოვლინება. რა დასკვნებს აკეთებთ მათთან ურთიერთობის შემდეგ? გეშინიათ თუ არა მათი? რას გრძნობთ მათ მიმართ - გიზიდავენ თუ გძულთ?