ანკის დასიზმრება
სიმბოლოების და ციფრების ახსნის მიხედვით
ანკი – სიმბოლო, ცნობილია როგორც ეგვიპტური ჯვარი, ჯვარი წრით, ის – უკვდავების სიმბოლოა და აერთიანებს ორ სიმბოლოს - ჯვარს, როგორც ცხოვრების ნიშანს და წრეს, როგორც უსასრულობის ნიშანს. მისი ფორმის ახსნა ასევე შესაძლებელია, როგორც ამომავალი მზე ან ქალისა და კაცი საწყისის ერთიანობა. ანკი არის ოსირისისა და ისიდას კავშირი, მიწისა და ზეცის კავშირი. ეს ნიშანი გამოიყენებოდა იეროგლიფებში და წარმოადგენდა სიტყვების „კეთილდღეობა“ და „ბედნიერება“ - ნაწილს. ამ სიმბოლოს ხატავდნენ ამულეტებზე და ასევე მიცვალებულებს ატანდნენ თან, რადგან სწამდათ, რომ მისი დახმარებით საიქიოში სამუდამო სიცოცხლე ექნებოდათ გარანტირებული. სიკვდილის კარიბჭის გასაღებიც სწორედ ანკის ფორმით გამოისახება. გარდა ამისა, ანკის სიმბოლოიან ამულეტებს უკეთებდნენ ადამიანებს უნაყოფობის შემთხვევაში. ანკი არის სიბრძნის მაგიური სიმბოლოც. მისი ნახვა შესაძლებელია ღმერთების გამოსახულებებზე ძველ ეგვიპტურ კულტურაში. ასევე ითვლებოდა, რომ ეს სიმბოლო იცავდა წყალდიდობისგან, ამიტომ, მას გამოსახავდნენ დამბების კედლებზე. მოგვიანებით ანკი გამოიყენებოდა მკითხავების მიერ.