კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ანტილობას ნახვა
ცვეტკოვის მიხედვით
იმედი გაგიმართლებთ და სურვილი აგისრულდებათ; მისი მოკვლა — დიდი უბედურების ნიშანია.
ანტილოპას ნახვა
ცხოველების ახსნის მიხედვით
აფრიკელი ბუშმანები თვლიან, რომ ღვთაებას შეუძლია გამოგვეცხადოს ანტილოპას სახით. მცირე აზიასა და ევროპაში, ანტილოპა მთვარის ცხოველად ითვლება. ეგვიპტელებისთვის ის სეთს უკავშირდება, თუმცა ასევე განასახიერებს ოზირისს და ჰორას, როგორც მის ოპონენტებს. ჰერალდიკაში, ანტილოპა სასტიკ ძალას და საფრთხეს განასახიერებს. ამ შემთხვევაში, ის წარმოდგენილია ლომის თავით, ირმის ტანით და მარტორქას კუდით. ინდუსებში - ეს არის შივას ემბლემა. სომას და ჩანდრას ეტლშიც ანტილოპაა შებმული. ასევე ანტილოპაზეა ამხედრებული ქარების ღმერთი ფავანა. შუმერულ-სემისტურ ტრადიციებში, ანტილოპა ეას და მარდუკას სიმბოლოა. ეა-ოანესი არის მიწისქვეშა ოკეანის ანტილოპა, აპსუ - შემოქმედი ანტილოპა. მიწისქვეშა დრაკონის განსახირება ანტილოპას გარდა შეიძლება იყოს ასევე კურო, ხარი ან ძროხა. მთვარის ანტილოპა კი დაკავშირებულია ასტარტესთან.
ანტილოპას ნახვა
მილერის მიხედვით
სიზმარში ანტილოპების ნახვა ნიშნავს, რომ გეგმების განსახორციელებლად დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ახალგაზრდა ქალს თუ დაესიზმრა ანტილოპა, ნიშნავს, რომ სიყვარული, რომლისკენაც ის ისწრაფვის, ბედნიერების მომატანი არ იქნება.
ირმის ნახვა
ცხოველების ახსნის მიხედვით
მას ხშირად გამოსახავდნენ ძველად. ამერიკელ ინდიელებში ირემი სისწრაფის ნიშანია. ბუდიზმში ის გამოსახულია კანონების ბორბლის ყველა მხარეს ბუდას იმ ლოცვის შესახსენებლად, რომელიც მან სარტანას ირმების პარკში აღავლინა და რითაც ეს ბორბალი დაატრიალა. ირემი განასახირებს მედიტაციას, სინაზეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ის წარმოადგენს ჩინური ბუდიზმის სამი უგრძნობი არსებიდან ერთ-ერთს, სადაც ლომი განასახირებეს ბრაზს, მაიმუნი კი სიძუნწეს. კელტებში ირემი ღვთაებრივი ცხოველია. მისი ტყავი და რქები გამოიყენება როგორც რიტუალური სამოსი. ნადირობის ქალღმერთ ფლიდასს აქვს ეტლი, რომელშიც შებმულია ირემი. ჩინელებისთვის ის ხანგრძლივი ცხოვრების, სამსახურებრივი წარმატების, სიმდიდრის სიმბოლოა და ირემი ჩინურად ზუსტად ისე გამოითქმის, როგორც შემოსავალი. ეგვიპტელებში ირემი დაკავშირებულია იზიდა ფოკიელთან; ბერძნებში - არტემიდესთან, ათენასთან და დიანასთან, როგორც მთვარის ქალღმერთებთან, ასევე აპოლონ დელფიელთან. იაპონელებში ირემი დღეგრძელობის, და ამასთანავე მარტოობისა და მელანქოლიის სიმბოლოა, თუ ნეკერჩხალთან ერთად არის გამოსახული.