კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
არეულობის დასიზმრება
ჰასეს მიხედვით
თუ თქვენ გაქვთ - ცუდ დამოკიდებულებას ელოდეთ ახლო წრისგან;
რატომ გვესიზმრება არეულობა
მილერის მიხედვით
სიზმარში არეულობის მოწყობა საკუთარ სახლში მიანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა უარი თქვათ თქვენს რეალურ დამოკიდებულებაზე უნაკლო სისუფთავის და წესრიგის მიმართ, ასევე კონსერვატიზმსა და ცვლილებების შიშზე, რადგან უკვე თავად ხართ ამით დაღლილი. თუ სიზმარში სახლის არეულობის გამო სტუმრების წინაშე შერცხვით, საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან ნაცნობობა გელით. ნივთები თუ გაქვთ უწესრიგოდ მიყრილი - ეს ნიშნავს, რომ უცხო ადამიანები, რომლებიც თქვენს მიმართ არაკეთილგანწყობილი არიან, ჩაერევიან თქვენს ცხოვრებაში.
უწესრიგობის დასიზმრება
ფროიდის მიხედვით
ეს ძალიან ძლიერი და ნათელი სიმბოლოა იმისა, თუ რა თავისებურებები აქვს სიზმრის მნახველის სექსუალურ ცხოვრებას. როგორც წესი, მათ, ვინც სიზმარში უწესრიგობას ხედავს საკუთარ სახლში, იგივე სიტუაცია აქვს სქესობრივ ცხოვრებაშიც. გარდა ამისა, სიზმარი მიანიშნებს იმაზეც, რომ არეული ცხოვრება სიზმრის მნახველს სრულიად აკმაყოფილებს და თვლის, რომ ჭეშმარიტი გრძნობის და შესაფერისი სექსუალური პარტნიორის ნახვა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მუდმივად გექნება შედარების და საუკეთესოს არჩევის საშუალება. თუ არეულობა დაგესიზმრათ სხვის სახლში და ეს არ მოგეწონათ, სიზმარი მიანიშნებს იმაზე, რომ პარტნიორებს ხშირად იცვლით. ქვეცნობიერად თქვენ ამას ეწინააღმდეგებით, მაგრამ რეალობაში არაფერს ცვლით.