ხუთვა სიზმარში
ლოფის მიხედვით
ბევრი ადამიანი, ვისაც ტანჯავს აპნოე, სიზმარში იხუთება. ღრმა ძილის დროს ენის კუნთები დუნდება და ის უკან, ხორხში გადადის, რის გამოც იკეტება ჰაერის მოძრაობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიზმრები სხვა ადამიანებსაც საკმაოდ ხშირად ესიზმრებათ. ხუთვა სიზმარში, ნიშნავს, რომ სერიოზული ცვლილებები ან რაიმე დანაკარგი გელით. რით არის გამოწვეული სიზმარში ხუთვა - საკვები გადაგცდათ, თუ დახრჩობას გიპირებდნენ? საკვების წყარო, თუ თავად საკვები - ეს არის იმ ცვლილებების სიმბოლოები, რომლებსაც გადიხართ რეალურად. თუ ჰოთ-დოგით იხრჩობოდით, ამის ახსნას ფროიდის განმარტებებში ნახავთ, მაგრამ თუ ვინმე გახრჩობდათ - რატომ? იქნებ რეალობაში თავად ემუქრებით მას, ვინც გახრჩობდათ, ან პირიქით, ის გართმევთ თქვენთვის მნიშვნელოვან რამეს? წინააღმდეგობას გიქმნით სახლში, სამსახურში ან სხვა გარემოში?