აუზის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება აუზიში ბანაობა - ეს კარგი ნიშანია, რადგან მალე ერთგულ მეგობარს შეიძენს, რომლის დახმარებითაც მისი რეპუტაცია და სახელი საზოგადოებაში გამყარდება და დიდ პატივისცემას მოიპოვებს.
აუზის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, როგორ ცურავდით აუზში, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში გრძნობების მორევში გადაეშვებით თავით და სრულად დაივიწყებთ პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს. გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ მსგავსი ძლიერი გრძნობა აქამდე არ გქონიათ. თუმცა, მალევე მოხვალთ გონს და იმ ადამიანში, რომლის მიმართაც ამ ყველაფერს იგრძნობთ, რაღაც არ დაგაკმაყოფილებთ და იმედგაცრუებაც გექნებათ. ცარიელი აუზი ნიშნავს, რომ პარტნიორთან დაშორების გამო სულიერ სიცარიელეს გრძნობთ. ყველანაირად მასთან იყავით დაკავშირებული, ვერ ახერხებთ მის დავიწყებას და დანაკლისის შევსებას. უმჯობესია დაივიწყოთ ეს ადამიანი, იფიქროთ მომავალზე და იმაზე, რომ უკეთესს იმსახურებთ, რადგან დაშორების მიზეზიც სწორედ თქვენი მხრიდან უზომო თაყვანისცემა იყო მის მიმართ.